კრიპტო საამიროების განვითარებაში "მნიშვნელოვან როლს შეასრულებს"

ფოტო - კრიპტო საამიროების განვითარებაში "მნიშვნელოვან როლს შეასრულებს"
მიუხედავად ყველაფრისა, არაბთა გაერთიანებული საამიროები კრიპტოვალუტებზე უარს არ ამბობს. სპარსეთის ყურის ქვეყანა მზადაა, დარგი განავითაროს და მისი ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.
არაბთა გაერთიანებული საამიროები კრიპტოვალუტებზე უარს არ ამბობს

2023 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს, Bloomberg-თან მიცემულ ინტერვიუში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ტანი ალ ზეიუდიმ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალში კრიპტოვალუტები არაბთა გაერთიანებული საამიროების ვაჭრობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. გარდა ამისა, პრიორიტეტულია კრიპტოვალუტისა და კრიპტოკომპანიების საერთაშორისო რეგულაციების უზრუნველყოფა.

„ჩვენს ქვეყანაში კომპანიების მოზიდვა დავიწყეთ, რათა ერთობლივად განვავითაროთ დარგისთვის აუცილებელი სამართლებრივი სისტემა და მმართველობის სისტემა“, - განაცხადა  მინისტრმა და აღნიშნა, რომ აბუ დაბი მზად არის, არაბთა გაერთიანებული საამიროები ლოიალური კანონებისა და ინვესტორთა აუცილებელი დაცვის მქონე კრიპტოვალუტურ ჰაბად აქციოს. 

ფორუმში მონაწილეობა არაბთა გაერთიანებული საამიროების სხვა მინისტრმაც, ომარ სულთან ალ ოლამამ მიიღო. ის ციფრული   ეკონომიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. დისკუსიის დროს ალ ოლამამ განაცხადა, რომ FTX-ის კრახს გავლენა არ მოუხდენია სახელმწიფოს სურვილზე,  ხელი შეუწყოს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ კანონებს.
 
მან უარყო კრიტიკა, რომ სახელმწიფო კრიპტოთაღლითებისთვის უსაფრთხო თავშესაფარს უზრუნველყოფს: 

„კრიმინალებს ეროვნება არ აქვთ. ისინი ყველგან გვხვდებიან. ბაჰამის კუნძულებზე, ნიუ-იორკში, ლონდონში. რა უნდა გააკეთონ  ამ შემთხვევაში მთავრობებმა? ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ თუ თაღლითმა დაარღვია კანონი, ის ერთი ქვეყნიდან მეორეში ასე უბრალოდ ვერ გადავა“.

არაბთა გაერთიანებული საამიროები კრიპტოვალუტებსა და ქვეყანაში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებას დიდი ხანია მხარს უჭერს.

მანამდე ჩვენ ვწერდით, რომ დუბაის სკოლამ Citizens განათლების საფასურის გადასახდელად კრიპტოვალუტების მიღება დაიწყო. 

გარდა ამისა, დუბაი გეგმავს, მეტავერსის ეკონომიკის მაჩვენებლით მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქების ათეულში მოხვდეს.