Moonbirds 2023 წელს ომახიანად იწყებს: PROOF-მა კონტრაქტი UTA-სთან

ფოტო - Moonbirds 2023 წელს ომახიანად იწყებს: PROOF-მა კონტრაქტი UTA-სთან
კოლექციის შემქმნელები, რომლებმაც 2022 წლის აპრილში NFT-ბაზარი ააფეთქეს, ახალ წელს ტემპის დაგდებას არ აპირებენ. მაგალითად, PROOF-ის თანადამფუძნებელმა, კევინ როუზმა განაცხადა, რომ კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო სააგენტოსთან United Talent Agency, რომელიც ნიჭიერ ადამიანებს ეძებს.
Moonbirds Ethereum-ზე დაფუძნებული, პიქსელური ბუების კოლექციაა, რომელიც OpenSea-ზე 2022 წლის აპრილში გამოჩნდა და 48 საათში სრულად გაიყიდა. ისინი ლურჯ ჩიპად მალევე იქცა, მათმა შემქმნელმა, ინტერნეტ ვუნდერკინდმა კევინ როუზმა კი მაშინვე განაცხადა, რომ მთვარის ჩიტები „უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ავატარი".

NFT-ების მფლობელები იღებენ წვდომას კომპანიის დახურულ კლუბზე  PROOF Discord და ბუებთან დაკავშირებულ დროპებზე, მოვლენებსა და სამომავლო პროექტებზე. ერთ-ერთი მათგანი საკუთარი მეტავერსი Highrise არის, რომლის ამოქმედება წელს იგეგმება. 

შესაძლოა, ეს საყვარელი ბუები პოპულარულ NFT კოლექციად დარჩენილიყო, რომ არა შორსმიმავალი გეგმები, რომლებიც ამბიციურ დეველოპერებს ჰქონდათ. 2023 წლის დაწყებისთანავე,  კევინ როუზმა Moonbirds-ის თაყვანისმცემლები გაახარა ახალი ამბით, რომ PROOF თანამშრომლობას იწყებს ჰოლივუდის ერთ-ერთ წამყვან სააგენტოსთან United Talent Agency, რომელიც ნიჭიერ ადამიანებს ეძებს. 

„დღეს მოხარულები ვართ, განვაცხადოთ, რომ PROOF-მა გააფორმა კონტრაქტი United Talent Agency-სთან. ერთად მუშაობით ჩვენ გავაკეთებთ ფოკუსირებას პარტნიორულ ურთიერთობებზე, რომლებიც Moonbirds-ის შესაძლებლობებს ჩვენს არსებულ Web3 აუდიტორიის ფარგლებს მიღმა გაცილებით შორის გაიტანს და Moonbirds-ს გლობალურ ბრენდად აქცევს“, - დაწერა როუზმა Twitter-ზე. 
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

PROOF-ში დარწმუნებულები არიან, რომ UTA-ს გუნდი, რომელიც  1000-ზე მეტი პროფესიონალს ითვლის, ბუების მომდევნო საფეხურზე აყვანაში დაეხმარება. დასახული მიზნების მიღწევაზე იმუშავებენ ექსპერტები სააგენტოს მრავალრიცხოვანი ქვედანაყოფებიდან - ბრენდინგისა და ლიცენზირების, მარკეტინგის, ორატორული და ვიზუალური ხელოვნების, ტელე- და კინოინდუსტრიის, მუსიკის, სპორტის, ვიდეოთამაშებისა და ა.შ. 

ხელმოწერილი კონტრაქტი ეფექტური ინსტრუმენტია, რომლის წყალობითაც კომპანია სხვადასხვა სფეროში პერსპექტიული და ავტორიტეტული პარტნიორების მიღებას შეძლებს. ყველა მათგანს United Talent Agency-ის წარმომადგენლები წინასწარ შეამოწმებენ, რადგან სააგენტო შუამავლის როლს შეასრულებს და PROOF-ის სახელით იმუშავებს. 

„რამდენიმე სააგენტოსთან შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ UTA ახალ ბაზრებზე ჩვენი ბრენდის პოპულარიზაციისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს ფლობს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ მომავალ პარტნიორობებზე, რომლებიც, დარწმუნებულები ვართ, მოგეწონებათ და გვიხარია, რომ 2023 წელს ფურორით ვიწყებთ“, - განაცხადა როუზმა.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter