კრიზისის მიუხედავად, კრიპტოინდუსტრია ფორმულა 1-ის სპონსორი რჩება

ფოტო - კრიზისის მიუხედავად, კრიპტოინდუსტრია ფორმულა 1-ის სპონსორი რჩება
მარტის დასაწყისში ბაჰრეინში სტარტი აიღო ფორმულა 1-ის ახალმა სეზონმა. აღმოჩნდა, რომ 2022 წლის სეზონთან შედარებით, გუნდების დაახლოებით 40%-მა დაკარგა თავიანთი კრიპტოსპონსორები. ინდუსტრიაში არსებული კრიზისი ამცირებს მოთამაშეების მარკეტინგულ აქტივობას. მაგრამ, მის სრულ გაჩერებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ფორმულა 1-ის დაწყებული სეზონის  ფარგლებში, მაყურებელს, სავარაუდოდ, რეკორდული 24 გრან-პრი ელის. რა თქმა უნდა, ისინი არანაკლებ სანახაობრივი იქნებიან, ვიდრე შარშან. მაგრამ ლეგენდარული რბოლის ატმოსფერო აღარ არის გაჯერებული კრიპტოენთუზიაზმით. ერთი წლის წინ, ფორმულა 1-ის წამყვან გუნდს შეეძლო ეამაყა მინიმუმ ერთი კრიპტოსპონსორით. 2022 წლის გაზაფხულზე, მაიამის გრან-პრიზე, Crypto.com-ის ცისფერი ლოგო იპოდრომებზეც კი იქნა განთავსებული. ბირჟა 2021 წლიდან აფინანსებს ლიგას ხუთწლიანი გარიგების ფარგლებში, რომლის ღირებულებაა $100 მილიონია.

უკვე 2022 წლის შემოდგომაზე ცხადი იყო, რომ კრიპტოზამთარი ახლოვდებოდა. მაგალითად, სინგაპურის მარეგულირებელმა, სადაც მორიგი რბოლა გაიმართა, გუნდებს უფლება მისცა, კრიპტოს ლოგო მხოლოდ მანქანებსა და უნიფორმებზე დაეტანათ. დათვების გახანგრძლივებულმა ციკლმა აიძულა კრიპტოვალუტური სექტორი უფრო თავშეკავებული ყოფილიყო და სპონსორობის პროგრამები შეეკვეცა. გარიგებები ჯერ კიდევ იდებოდა, მაგრამ მათი რაოდენობა მცირდებოდა.

ფორმულა 1-ის ახალმა სეზონმა აჩვენა, რომ შემოსავლების შემცირებამ დიდწილად გააქრო კრიპტოკომპანიების სურვილი ბაზრისთვის დადებითი სიგნალები მიეცათ. ამავდროულად, კრიპტო-ბანკროტების რეპუტაციული „ინფიცირება“ ავტომრბოლელებზეც გავრცელდა.

ფორმულა 1-ის ზოგიერთი წამყვანი გუნდი კრიპტო სპონსორების გარეშე დარჩა

წყარო: Bloomberg

წყარო: Bloomberg

Mercedes-ის გუნდი, რომელსაც პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა სახელგატეხილ FTX-თან, ყველაზე ორაზროვან მდგომარეობაში აღმოჩნდა. Mercedes-მა მისი ლოგოები მანქანებიდან ბირჟის გაკოტრებიდან მეორე დღეს მოხსნა. 2021 წელს გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულება მრბოლელთა გუნდმა ცალმხრივად შეაჩერა. საგარიგებო თანხის ოდენობა არასოდეს გახმაურებულა. მაგრამ, როდესაც სასამართლო პროცესის მსვლელობისას გამოქვეყნდა FTX-ის 50 უმსხვილესი კრედიტორების სია, აღმოჩნდა, რომ მათ შორის იყო Mercedes-იც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაკოტრებულმა ბირჟამ გუნდის წინაშე დაკისრებული ვალდებულებები ბოლომდე არ შეასრულა. Mercedes-ი 2023 წლის სეზონში კრიპტოსპონსორების მხარდაჭერის გარეშე შევიდა, რაც სავსებით გასაგებია.  

2023 წლის იანვარში ასევე შეწყდა გრძელვადიანი ხელშეკრულება Ferrari-სა და შვეიცარიულ კომპანია Velas-ს შორის, რომელიც სპეციალიზირდება ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებში. Williams Racing-ის გუნდმა უარი თქვა პარტნიორობაზე Virtua მეტავერსთან, AlphaTauri კი აღარ თანამშრომლობს პლატფორმასთან Fantom.

ასევე, ნახევარფინალის დროს Alfa Romeo-ს  ჩამოშორდა სპონსორი, კრიპტოლენდინგური პლატფორმა Vauld. 2022 წლის ზაფხულში კომპანიამ გამოაცხადა ოპერაციების შეჩერება და შესაძლო რესტრუქტურიზაცია ფინანსური სირთულეების გამო. გამოქვეყნებული სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, Vauld-ს კრედიტორების წინაშე 402 მილიონი დოლარის ვალი აქვს, გარდა ამისა, Alfa Romeo-მ დაასრულა კონტრაქტი Floki meme-ის ტოკენთან. ამავდროულად, გუნდი კვლავ თანამშრომლობს ფან-ტოკენების ემიტენტ Socios-თან,  პლატფორმასთან Everdome და კიბერუსაფრთხოების დარგში მომუშავე CryptoDAT-სთან.

ასევე, გრძელდება მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის Red Bull-ის თანამშრომლობა Bybit Exchange-თან. ექსპერტები ამ პარტნიორობას საერთაშორისო სპორტში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გარიგებას უწოდებენ. მისი სიდიდე 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ამავდროულად Red Bull აღარ მუშაობს Tezos-თან, მაგრამ პლატფორმის ხელშეკრულება ბრიტანულ McLaren-თან კვლავ ძალაშია. გარდა ამისა, ავტომრბოლელების ამ გუნდს მხარს უჭერს კრიპტობირჟა OKX.

ცხადი ხდება, რომ კრიპტო კომპანიებისთვის სულ უფრო რთული ხდება ხელგაშლილი სპონსორების როლის შესრულება ბაზრის მუდმივი ტურბულენტობის ფონზე. კრიპტო ტოვებს ავტორბოლის სამყაროს, რათა შეინარჩუნოს ბალანსი აგრესიულ მარკეტინგსა და სექტორში არსებულ რეალურ ფინანსურ შესაძლებლობებს შორის. თუ „ხარები“ არ ჩაანაცვლებენ „დათვებს“, ფორმულა 1-ის კრიპტოსპონსორების ფონდი შესაძლოა კვლავ შემცირდეს 2023 წლის სეზონის დასრულებამდე.