Euler Finance-ის ჰაკერმა პროტოკოლთან თანამშრომლობაზე უარი თქვა

ფოტო - Euler Finance-ის ჰაკერმა პროტოკოლთან თანამშრომლობაზე უარი თქვა
მას შემდეგ, რაც DeFi პლატფორმა Euler Finance გატეხეს და $197 მილიონით დააზარალეს, ჰაკერებს შესთავაზეს ფულის დაბრუნება $20 მილიონისა და პასუხისგების თავიდან არიდების სანაცვლოდ.
მაგრამ ქურდებმა მხოლოდ ცოტა ხნით ითამაშეს რობინ ჰუდის როლი და ერთ-ერთ მომხმარებელს 100 ETH დაუბრუნეს. ის კომენტარებში ჰაკერებს დანარჩენის დაბრუნებას ემუდარებოდა, რადგან ეს ფული „მისი მთელი ცხოვრების დანაზოგია“.
 
ახლა Euler Finance-ის ფულს მიქსერებზე რიცხავენ. ეს ნიშნავს, რომ თაღლითებმა $20 მილიონიან ბონუსზე უარი თქვეს.

GC
GN Crypto
ავტორი