აშშ-ის ბიტკოინ-მაინერებმა შვებით ამოისუნთქეს

ფოტო - აშშ-ის ბიტკოინ-მაინერებმა შვებით ამოისუნთქეს
ვიდრე ყველა ელოდება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს კევინ მაკკარტის შორის მიღწეული შეთანხმების პუბლიკაციას აშშ-ის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის გაზრდის თაობაზე, გარიგების ერთი დამაინტრიგებელი ასპექტი, სავარაუდოდ, ბაიდენის ადმინისტრაციის ზოგიერთ საგადასახადო წინადადებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
ეს ეხება ციფრული აქტივების მოპოვების სააქციზო გადასახადს (DAME). ეს გადასახადი მიღებული რომ ყოფილიყო, კრიპტოვალუტის მოპოვების ყველა ოპერაციიდან 30%-ის გადახდა გახდებოდა აუცილებელი.

ბაიდენის ადმინისტრაციას ამ გადასახადის დაწესების არგუმენტად ეკოლოგიური პრობლემები და კრიპტოვალუტების მოპოვების შედეგად მავნე საზოგადოებრივი  ზეგავლენის  შემსუბუქების აუცილებლობა მოჰყავდა.

ბიტკოინის მაინინგის დაცვის ჯგუფის, Satoshi Action Fund-ის ხელმძღვანელმა დენის პორტერმა DAME-ს გადასახადის ინიციატივის სტატუსის შესახებ შეკითხვა დასვა, ვინაიდან ფისკალური პასუხისმგებლობის შესახებ კანონში (2023 წლის მე-5 აქტი)  ის მითითებული არ არის. პორტერის შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს კონგრესმენმა უორენ დევიდსონმა (R-OH-08) ტვიტერში დაწერა, რომ შემოთავაზებული გადასახადების დაბლოკვა ამ შეთანხმების ერთ-ერთი გამარჯვებაა.

ვალის ზედა ზღვრის შეთანხმება, რომელიც 99-გვერდიან კანონპროექტშია ასახული, კონგრესში დეტალურად შესწავლილი და  განხილული იქნება. შემოთავაზებული კანონპროექტი მიმართულია 2025 წლამდე სახელმწიფო ვალის ლიმიტის შეჩერებაზე, რათა პოტენციური დეფოლტი თავიდან იყოს აცილებული, ასევე მიღებული იქნება შეზღუდვები სახელმწიფო ხარჯებზე.

GC
GN Crypto
ავტორი