ბოტები ხელოვნური ინტელექტით ნებაზე მიუშვეს. აი, რა გამოვიდა

ფოტო - ბოტები ხელოვნური ინტელექტით ნებაზე მიუშვეს. აი, რა გამოვიდა
ექვსმა ენთუზიასტმა Google-დან და სტენფორდის უნივერსიტეტიდან შექმნა ვირტუალური ქალაქი 25 ბოტის ჯგუფისთვის, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი გააჩნია. როგორც აღმოჩნდა, მათ შეუძლიათ ჩვეულებრივი ადამიანებივით მოიქცნენ: იძინონ, მოამზადონ საუზმე, იმუშაონ და ერთმანეთთან კომუნიკაციაც კი დაამყარონ
თავის სტატიაში "გენერაციული აგენტები: ადამიანის ქცევის ინტერაქციული სიმულაკრები“, მკვლევარებმა გადაწყვიტეს, ეჩვენებინათ ცხოვრება ქალაქ სმოლვილში, სადაც ბინადრობდნენ გენერაციული აგენტები, რომელთა სწავლება ChatGPT-ის მეშვეობით მიმდინარეობდა. ექსპერიმენტატორები შთააგონა ცხოვრების სათამაშო სიმულაციებმა, როგორიცაა The Sims. მათ გადაწყვიტეს ენახათ, როგორ მოიქცეოდა ხელოვნური ინტელექტის მქონე ბოტების პატარა საზოგადოება.
ვირტუალური ქალაქი სმოლვილი წყარო: arxiv.org

ვირტუალური ქალაქი სმოლვილი წყარო: arxiv.org

ამ აგენტებს შეეძლოთ დასკვნების გაკეთება საკუთარი თავის, სხვა აგენტებისა და სმოლვილის შესახებ ახალი მონაცემების სინთეზისა და მეხსიერებაში შენახვის გზით, ასევე მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად მოქცევა. ისინი მონაწილეობდნენ შინაარსობრივ (რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს) საუბრებში სხვა ბოტებთან, თავიანთი გეგმების კოორდინაციას ახორციელებდნენ და აკვირდებოდნენ, რომ ღუმელზე საუზმე არ დამწვარიყო.
 
კვლევის ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი ისაა, რომ ბოტმა, სახელად იზაბელა როდრიგესმა, ვალენტინობაზე დაგეგმილ წვეულებაზე ქალაქის კაფეში ცხრა სხვა ბოტი მიიწვია. ზოგიერთმა ბოტმა გაუზიარა წვეულების დეტალები ოთხ სხვას, მათ შორის ებიგეილს, რომელმაც შემდეგ გამოთქვა თავისი წუხილი დაგეგმილი მოვლენის შესახებ.
კომუნიკაცია სმოლვილის ბოტებს შორის წყარო: arxiv.org

კომუნიკაცია სმოლვილის ბოტებს შორის წყარო: arxiv.org

ზოგადად, გენერაციული აგენტები ნამდვილი ადამიანებივით იქცეოდნენ, მაგრამ ექსპერიმენტის დროს რამდენიმე კაზუსიც მოხდა. ზოგჯერ ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან მომენტებს  უგულებელყოფდნენ და ამან განაპირობა ის, რომ ბოტები ოდნავ "არასტანდარტულ" არჩევანს აკეთებდნენ. მაგალითად, ზოგიერთმა მათგანმა სადილობა გადაწყვიტა მიმდებარე ბარში და არა ქალაქის კაფეში, მიუხედავად იმისა, რომ ბარი საღამოს შეხვედრის ადგილი უნდა ყოფილიყო.
 
იყო შემთხვევებიც, როდესაც გენერაციული აგენტები დახურულ მაღაზიებს სტუმრობდნენ, ზოგიერთი "სტუდენტი" კი საერთო საცხოვრებლის უკვე დაკავებულ საერთო სააბაზანოში შედიოდა და შეცდომით თვლიდა, რომ იქ დაბანის მსურველი რამდენიმე ადამიანი დაეტეოდა. 
 
უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევარებმა ბოტების სწავლებისთვის ChatGPT 3.5 გამოიყენეს და ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. უკვე არსებობს ხელოვნური ინტელექტის მეოთხე ვერსია, რომელსაც პოტენციურად შეუძლია, ბოტების ქცევა კიდევ უფრო ადამიანური გახადოს. ამიტომ, ველოდებით ახალ რეპორტაჟს სმოლვილიდან.