კრიპტო, როგორც ბანკების ალტერნატივა

ფოტო - კრიპტო, როგორც ბანკების ალტერნატივა
სანამ ბანკები კოტრდებიან, კრიპტო ზრდას აგრძელებს
სამყაროს სწრაფი გაციფრულების კვალდაკვალ, კრიპტო ტრადიციული საბანკო სისტემის მძლავრი ალტერნატივა ხდება. ბანკებთან შედარებით, კრიპტოვალუტა ბევრ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის სტაბილურობას, ანონიმურობასა და მესამე მხარის ჩარევის გარეშე გამოყენების შესაძლებლობას. ბოლოდროინდელი მოვლენები, როგორიცაა Silicon Valley Bank-ის, Signature Bank-ის კრახი და Credit Suisse-ის აქციების დაცემა, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ შეიძლება იყოს კრიპტოვალუტა ფულის მართვისა და დაზოგვის უფრო უსაფრთხო და საიმედო ვარიანტი.

მითები შვეიცარიული ბანკების სანდოობის შესახებ Credit Suisse-ის აქციებთან ერთად დაემხო.
ბანკი Credit Suisse

ბანკი Credit Suisse

ბოლო თვეების განმავლობაში, გრაფიკები ინვესტორებს ნუგეშის პროგნოზებს არ აძლევენ. რობერტ კიოსაკი, რომელმაც Lehman Brothers-ის კრახი იწინასწარმეტყველა, Credit Suisse-ის გაკოტრებასაც ელოდება. ეს ყველაფერი დიდ შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ შვეიცარიის წამყვანი ბანკების, არამედ მთლიანად საბანკო სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებით.

კრიპტოვალუტები, თავის მხრივ, მუშაობენ დეცენტრალიზებულ ქსელში, რომელიც არ ექვემდებარება იმავე საბაზრო ზეწოლასა და რისკებს. ვინაიდან კრიპტო არ კონტროლდება ერთი ადამიანის ან დაწესებულების მიერ, ის ნაკლებად მოწყვლადია ბაზრის რყევების მიმართ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ განიცადოს იგივე სახის სისტემური კოლაფსი, რაც შეიძლება ბანკებში მოხდეს.

კრიპტოს კიდევ ერთი დიდი პლუსი არის ანონიმურობა. თქვენ შეგიძლიათ მშვიდად განახორციელოთ გადარიცხვები მსოფლიოსათვის თქვენი ვინაობის გამჟღავნების გარეშე. ანონიმურობის ასეთი დონე უზრუნველყოფს უფრო მეტ კონფიდენციალურობასა და დაცვას მომხმარებლებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ფინანსური საქმეების წარმართვა სხვა ადამიანების ან სახელმწიფოს მხრიდან თვალთვალისა და კონტროლის შიშის გარეშე.

კრიპტოვალუტური ტრანზაქციები ასევე უფრო სწრაფი და ეფექტურია, ვიდრე საბანკო ტრანზაქციები. თანხის სოლიდური ოდენობის გადარიცხვა შესაძლებელია წამებში ან წუთებში. ბანკის შემთხვევაში, უკვე დაგირეკავდნენ და უამრავ კითხვას დაგისვამდნენ, დაზუსტებით - რა სახის გადარიცხვა იყო ეს და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიპტოვალუტის გამოყენება შეუცვლელია იმ საწარმოებისთვის, რომლებსაც დიდი თანხების გადატანა სწრაფად სჭირდებათ.

შეუძლებელია არ ვახსენოთ ფინანსური თავისუფლება. კრიპტოვალუტების დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ გვერდი აუარონ საბანკო სისტემების მიერ დაწესებულ შეზღუდვებსა და წესებს და განახორციელონ ტრანზაქციები ნებისმიერ მსურველთან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ ახალი შესაძლებლობებითა და ბაზრებით, გეოგრაფიული ან პოლიტიკური საზღვრებით შეზღუდვის გარეშე.

და არგუმენტი დესერტად: კრიპტოვალუტებს აქვთ ინვესტიციისა და ზრდის უზარმაზარი პოტენციალი. სტატიის მომზადების მომენტში ბევრმა ტოკენმა აჩვენა ძლიერი ზრდა (უმსხვილესი ბანკების აქციების ვარდნასთან შედარებით) და ეს ადასტურებს, რომ ადამიანები სულ უფრო მეტად ენდობიან კრიპტოს, ვიდრე ბანკებს.
ტოკენების ზრდა საბანკო სისტემის დაცემის დღეს, cryptobubbles.net

ტოკენების ზრდა საბანკო სისტემის დაცემის დღეს, cryptobubbles.net

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტებში ინვესტიცია შეიძლება იყოს სარისკო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გამოიყენოთ უსაფრთხოების ყველა ინსტრუმენტი, როგორიცაა დივერსიფიკაცია. არსებობს ბევრი ტოკენი, რომლებშიც სახსრების შენახვა უსაფრთხოდაა შესაძლებელი. უმარტივესი მაგალითია სიტუაცია, რომელიც ახლახან შეიქმნა USDC სტეიბლთან დაკავშირებით, რომელმაც დოლარზე ბმა დაკარგა. ისინი, ვინც ფულს USDT-ში, BUSD-ში, USDD-ში ანაწილებდნენ, ისე არ ღელავდნენ იმ პერიოდში, როდესაც USDC კურსი ნორმას უბრუნდებოდა.

დიახ, ზოგიერთი ადამიანი კვლავ ყოყმანობს კრიპტოვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან მას მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა აშფოთებს. მაგრამ დღეს ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ის უფრო და უფრო საიმედო და უსაფრთხო ხდება. რა თქმა უნდა, ინციდენტებიც არის. მაგალითად, ბოლო წლებში მოხდა რამდენიმე გახმაურებული გატეხა და ქურდობა კრიპტოვალუტის ბირჟებიდან, რამაც ზოგიერთ ინვესტორი ინდუსტრიის უსაფრთხოებაში დააეჭვა.

თუმცა, ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ეს ინციდენტები ძირითადად იყო უსაფრთხოების ხარვეზების შედეგი თავად ბირჟების მხრიდან, და არა ტექნოლოგიის რაიმე ნაკლის შედეგი. რაც უფრო პოპულარული ხდება კრიპტო, ხოლო უსაფრთხოებასა და მოწინავე მეთოდებს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ქურდობისა და თაღლითობის რისკი მცირდება.

უფრო მეტიც, მთავრობები და მარეგულირებლები მთელს მსოფლიოში იწყებენ კრიპტოვალუტების პოტენციალის გაცნობიერებას და დგამენ ნაბიჯებს ინდუსტრიისთვის უფრო სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. მაგალითად, ევროკავშირმა ახლახან შემოგვთავაზა კრიპტოვალუტებისთვის განკუთვნილი ახალი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რომლის მიზანი მომხმარებელთა უფრო მეტად დაცვა და ფულის გათეთრებისა და სხვა უკანონო ქმედებების პრევენციაა.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკები კვლავ ასრულებენ გადამწყვეტ როლს ჩვენს ფინანსურ სისტემაში, კრიპტოვალუტა გთავაზობთ ბევრ უპირატესობას, რაც მას სულ უფრო მიმზიდველ ალტერნატივად აქცევს. გაძლიერებული უსაფრთხოებითა და კონფიდენციალურობით დაწყებული, უფრო მეტი ფინანსური თავისუფლებითა და და საინვესტიციო პოტენციალით დამთავრებული, კრიპტო ცვლის ჩვენს წარმოდგენას ფულსა და ფინანსებზე. ვინაიდან ინდუსტრია აგრძელებს ზრდასა და განვითარებას, დიდია ალბათობა, რომ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს მისი, როგორც ბანკების სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივის გამოყენებას.