ARB ტოკენები, მათი აირდროპი და Arbitrum DAO - რა არის ცნობილი

ფოტო - ARB ტოკენები, მათი აირდროპი და Arbitrum DAO - რა არის ცნობილი
როგორც იქნა, აღსრულდა! მეორე დონის ბლოკჩეინმა, სახელწოდებით Arbitrum, წარადგინა თავისი ARB ტოკენი დიდი ხნის ნანატრ აირდროპში, რომელიც 23 მარტისთვის იგეგმება. ტოკენების ამოქმედებასთან ერთად, პლატფორმა აპირებს თავისი მმართველობის მოდელის გარდაქმნას დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციად (DAO).
Arbitrum DAO-ს შექმნა ARB ტოკენის მფლობელებს Arbitrum One-ისა და Arbitrum Nova-ს ქსელებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე (ტექნოლოგიის გაუმჯობესება, ტოკენების განაწილება ეკოსისტემის გასაუმჯობესებლად და ა.შ.) ხმის მიცემის უფლებას მისცემს. კომპანია Offchain Labs, რომელიც Arbitrum-ის უკან დგას, ირწმუნება, რომ ARB-ის დანერგვა ხელს შეუწყობს ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის დონის ამაღლებას.

აირდროპის უფლების დასადგენად, ჩართული იყო ცნობილი კრიპტოანალიტიკური კომპანია Nansen, რომელმაც შეაფასა მომხმარებლების აქტივობა ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ტრანზაქციების მოცულობა და სიხშირე, სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედება, გადარიცხული თანხების ოდენობა Arbitrum One-ისა და Arbitrum Nitro-ს ქსელებში. უფრო ვრცლად, იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ყველაფრის გათვლა, შეგიძლიათ Arbitrum Foundation-ის დოკუმენტებიდან შეიტყოთ. იმის შესამოწმებლად, ექვემდებარება თუ არა თქვენი საფულე აირდროპსა და რამდენი ტოკენი დაგერიცხათ, შეგიძლიათ ეწვიოთ შესაბამის გვერდს.  
როგორ გამოიყურება შეტყობინება აირდროპის უფლების შესახებ წყარო: arbitrum.foundation

როგორ გამოიყურება შეტყობინება აირდროპის უფლების შესახებ წყარო: arbitrum.foundation

ის მომხმარებლები, რომლებიც მას მიიღებენ, თავიანთი ARB ტოკენების გამოყენებას დაუყოვნებლივ შეძლებენ, ხოლო ინვესტორებსა და დეველოპერების გუნდს ოთხწლიანი  განბლოკვის პერიოდი ელის. ტოკენების პირველი პარტიის მიღებას ისინი მხოლოდ ერთ წელიწადში შეძლებენ.

ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე ბირჟამ გამოაცხადა ARB-ის ლისტინგის შესახებ. მათ შორისაა Bybit და Huobi. სავარაუდოდ, ეს სია 23 მარტამდე გაფართოვდება, ვინაიდან  დაბლოკილი სახსრების (TVL) მიხედვით Arbitrum არის წამყვანი მეორე დონის ქსელი. ამაზე ვწერდით ცალკე სტატიაში L2 გადაწყვეტილებების წარმატების შესახებ.

ARB-ის მთლიანი მიწოდება შეადგენს 10 მილიარდ ტოკენს, საიდანაც 11.62% დაურიგდება ქსელის მომხმარებლებს აირდროპის სახით, 1.13% დაიხარჯება DAO-ს ეკოსისტემაზე, 17.53% გადანაწილდება ინვესტორებზე და 26.94% - დეველოპერების  გუნდებზე. ტოკენების დარჩენილი 42,78% დარჩება Arbitrum DAO-ს  ხაზინაში და მათი ბედი დამოკიდებულია საზოგადოების მომავალ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ხმის მიცემის გზით მიიღება.
ARB ტოკენების განაწილების ცხრილი წყარო: docs.arbitrum.foundation

ARB ტოკენების განაწილების ცხრილი წყარო: docs.arbitrum.foundation

აღსანიშნავია, რომ ARB გახდება მხოლოდ მართვის ინსტრუმენტი Arbitrum-ის ეკოსისტემაში, ანუ იქნება government-ტოკენი. ETH გამოყენებული იქნება როგორც ტრანზაქციის საკომისიო ქსელში, ისევე როგორც ის რეალიზებულია კონკურენტულ L2 გადაწყვეტილებაში, სახელწოდებით Optimism.

რაც შეეხება Arbitrum DAO-ს, მისი მნიშვნელოვანი თავისებურება მართვის თვითშესრულებადი პროცესია. ეს ნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელება ავტომატურად მოხდება წინასწარ დაპროგრამებული კოდის დახმარებით და არა მესამე პირების მეშვეობით, რომლებსაც ეს უფლება აქვთ მინიჭებული. ის ასევე განხორციელდება გარკვეული დაგვიანებით (21-დან 37 დღემდე), რათა უშიშროების საბჭო დარწმუნდეს, რომ ამ დროის განმავლობაში არ გამოვლინდა მოწყვლადობები, შეცდომები ან უკანონო ქმედებები. საბჭოში 12 წევრი იქნება და იმისთვის, რომ მათ რაღაცის გამოსწორება შეძლონ, საჭიროა, სულ მცირე, 9 წევრის მონაწილეობა.

სხვა სიახლეები მოიცავს Arbitrum Orbit-ის გადაწყვეტილების დანერგვას, რომელიც საშუალებას აძლევს გარე აპლიკაციებსა და პროტოკოლებს შექმნან მე-3 დონის ახალი ქსელები Arbitrum-ის  ინფრასტრუქტურის საფუძველზე.