კრიპტო საფულე: LG electronics გამოუშვებს აპლიკაციას ჰედერას საფუძ

ფოტო - კრიპტო საფულე: LG electronics გამოუშვებს აპლიკაციას ჰედერას საფუძ
სამხრეთ კორეულმა ტექნო-კომპანიამ LG Electronics-მა განაცხადა, რომ გამოუშვებს კრიპტო საფულის აპლიკაციას, რომელიც დაფუძნებული იქნება Hedera Hashgraph-ზე.
ტექნიკური გიგანტისთვის ეს სრულიად ბუნებრივი ნაბიჯია: ამ წლის დასაწყისში კომპანიამ გამართა აქციონერთა შეხვედრა, სადაც გადაწყდა, რომ კომპანია აპირებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ინტეგრირებას LG-ის განვითარების გეგმაში, რომელიც ასევე მოიხსენიება როგორც „ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და გაყიდვა“.

კრიპტო საფულის აპლიკაციას დაერქმევა Wallypto. აგვისტოდან დეველოპერები მას ბეტა ტესტირებას უტარებენ. ამჟამად აპლიკაცია  ვერიფიკაციის პროცესს გადის, რომელიც მალე დასრულდება.
სისტემური შეცდომების დასადგენად საბოლოო შემოწმების გავლის შემდეგ, სავარაუდოდ, ის ექსპლოატაციაში უკეთეს შემთხვევაში მესამე კვარტალში შევა ან მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში
, - ნათქვამია LG-ის განცხადებაში.
საფულე იქნება Hedera HTS ტოკენების მხარდამჭერი და ის გეგმავს ტოკენებისა და ქსელების სიის გაფართოებას Wallypto-ს ოფიციალური გაშვების შემდეგ. LG თვლის, რომ კრიპტო აპლიკაცია დააჩქარებს კომპანიის ინტეგრირებას ბლოკჩეინის სამყაროში, რადგან ის „აქტიურად შეუწყობს ხელს სინერგიას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გაერთიანებით არსებულ ფლაგმანურ ბიზნესებთან, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ელექტრო ველები“. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ LG კრიპტო საფულე, სავარაუდოდ, შეიძლება დაუკავშირდეს კომპანიის პროდუქტებს, კერძოდ LG ThinQ-ს. პლატფორმა, რომელსაც LG გამოიყენებს თავისი საფულესთვის, არის Hedera Hashgraph, განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია, რომელსაც ეწოდება ჰეშგრაფი და ბლოკჩეინის „ალტერნატივად“ განიხილება.  Hedera-ს მიერ გამოყენებული ტექნოლოგია ასევე ცნობილია როგორც DAG - Directed Acylic Graph, რომელიც ტრანზაქციების ბევრად სწრაფად განხორიცლების შესაძლებლობას იძლევა.

LG Electronics აპირებს გარდაქმნას თავისი ტექნიკის ბიზნესი პროგრამული უზრუნველყოფის  და კრიპტოვალუტის პლატფორმის შექმნის ბიზნესად. გარდა ამისა, კომპანია ასევე აპირებს არსებული LG მოწყობილობების გაერთიანებას ბლოკჩეინთან, რითაც შექმნას ახალი სინერგია არსებულ მოწყობილობებსა და ახალ კრიპტო ტექნოლოგიას შორის. მაგალითად, ამ წლის დასაწყისში, LG-მ დაიწყო თანაშრომლობა  ბლოკჩეინ პლატფორმას Kakao Ground X-ს, რის შედეგად  LG სმარტ ტელევიზორებში  NFT ფუნქციების ინტეგრირება მოხდა, რაც NFT არტ-ობიექტების ვაჭრობის შესაძლებლობას ქმნის.   
ბლოკჩეინი არის ბიზნესის ერთ-ერთი ახალი მიმდინარეობა, რომელიც მუდმივად ვითარდება
, - განაცხადა LG-ის წარმომადგენელმა.
LG არ არის ერთადერთი ტექნოლოგიური გიგანტი, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ნერგავს. ასე, Samsung Electronics ასევე მონაწილეობს თავისი კრიპტო ჰორიზონტების გაფართოების რბოლაში. ჩვენ ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ, რომ საკუთარ  მოწყობილობებზე ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შემოტანის გარდა, Samsung ასევე მუშაობს 2023 წელს კრიპტოვალუტის ბირჟის გაშვებაზე, სამხრეთ კორეის ფინანსური საინვესტიციო ასოციაციის გეგმის მიხედვით. კითხვაზე, გეგმავს თუ არა LG კრიპტოვალუტის ბირჟის ამოქმედებას, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ჯერ არაფერია გადაწყვეტილი“. მოდით დაველოდოთ და ვნახოთ, სად მიგვიყვანს სამხრეთ კორეის მთავრობის პრო-კრიპტოვალუტური პოზიცია და ვინ გახდება ლიდერი ამ რბოლაში.