კრიპტოვალუტების გამოყენება: რას ირჩევენ ადამიანები?

ფოტო - კრიპტოვალუტების გამოყენება: რას ირჩევენ ადამიანები?
CoinGecko-მ ჩაატარა კვლევა იმის დასადგენად, თუ როგორ იყენებენ ადამიანები კრიპტოვალუტებს. ყველაზე პოპულარული ვარიანტები იყო ინვესტიციები, სტეიკინგი და ჩვეულებრივი გადახდები, კრიპტოსესხებს კი მომხმარებლები, ჯერჯერობით, უგულებელყოფენ.
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტების გამოყენება სხვადასხვა სფეროშია შესაძლებელი, თითქმის ყველა მომხმარებელი მათ ფინანსურ აქტივად მიიჩნევს. ამიტომ, რვა შერჩეული ვარიანტი მათი გამოყენების საერთო სურათს საკმაოდ ზუსტად ასახავს.

ინვესტიციები და სტეიკინგი

ბიტკოინი დიდი ხანია აღიქმება, როგორც ციფრული ოქრო. ადამიანების 93,9% კრიპტოვალუტებს გრძელვადიან ინვესტიციების სახით იყენებს, მაგრამ მათგან მხოლოდ 37,9%-მა დაადასტურა, რომ  ინვესტირებას რეგულარულად ახდენს.

აღმოჩნდა, რომ დიდი მოთხოვნაა პასიური შემოსავლის მიღების შესაძლებლობაზე, ამიტომ პოპულარობით მეორე ადგილი დაიკავა სტეიკინგმა. მას იყენებს ადამიანების 88,8%, თუმცა მუდმივად - მხოლოდ 20,1%. როგორც ვხედავთ, უმეტესობას არ სურს ძალიან დიდი რისკის გაწევა ან სტეიკინგის პროვაიდერებს არ ენდობა...

გადახდები

პარადოქსი: ციფრული აქტივები სწრაფი გადახდებისთვის შეიქმნა, მაგრამ ახლა ეს მიმართულება მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს. მომხმარებელთა 84,5% კრიპტოვალუტით ყიდულობს საქონელს, მომსახურებას ან უბრალოდ რიცხავს მათ საფულეებს შორის. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ ფართო გავრცელების არარსებობას (ფიატთან შედარებით): გამოკითხულთა 53.1% კრიპტოვალუტაში შესყიდვებს იშვიათად აკეთებს.

ტრეიდინგი

ეს მიმართულება პირველი ვარიანტის (ინვესტიციის) ლოგიკური გაგრძელებაა და აღმოჩნდა, რომ კრიპტოვალუტებით ადამიანების 81% ვაჭრობს. ზოგი გარიგებებს ყოველდღიურად ხსნის (9.4%) და მეტი მოგების მიღებას ცდილობს, ზოგი კი უფრო იშვიათად და მხოლოდ შემოწმებული აქტივებით (21.6%) ვაჭრობს. უმრავლესობა  ვაჭრობის მიმართ ფრთხილ მიდგომას ინარჩუნებს და ბირჟებზე იშვიათად შედის (54.6%).

ტოკენების პირველადი გაყიდვები და ფარმინგი

ასეთი ფუნქციები, პირველ რიგში, გამოადგება გამოცდილ მომხმარებლებს, მაგრამ ტოკენების საწყის გაყიდვაში საკმაოდ ბევრი ინვესტორი მონაწილეობს (79.6%). ეს ნაწილობრივ განპირობებულია ICO-ს IEO-თ ჩანაცვლებით, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა წვდომა სასურველი ტოკენების შეძენაზე მათ ოფიციალურ ლისტინგამდე. მაგრამ ასეთ გაყიდვებში მუდმივ მონაწილეთა რაოდენობა ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა (8.9%).

თავის მხრივ, ფარმინგი, რომელიც კრიპტოვალუტების მუშაობაში  გარკვევას მოითხოვს, მეექვსე ადგილზეა (გამოკითხულთა 74,7%). ეს არის საკმაოდ დიდი პროცენტი, რაც შეიძლება მიუთითებდეს ინვესტორების საკმარის კვალიფიკაციაზე. რა თქმა უნდა, ფარმინგი  ჩამორჩება სტეიკინგს, მაგრამ ეს უკანასკნელი, ტექნიკური თვალსაზრისით, გაცილებით მარტივია.

მართვა

ბოლო დროს ბევრმა პროექტმა რეტროდროპი დაარიგა. ეს კეთდება იმისათვის, რომ მართვა საზოგადოებას გადაეცეს და კონტროლის დეცენტრალიზებული სისტემა შეიქმნას. მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერების გარკვეული ქმედებებისთვის ხმის მიცემას არ მოაქვს რაიმე შემოსავალი, მომხმარებელთა 74.5% DAO-ს წევრია. მათი 21,1% კი სისტემატურად ან ძალიან ხშირად აძლევს ხმას წინადადებებს პროტოკოლში ცვლილებების შეტანის შესახებ ან სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რომ DAO-ში კენჭისყრა კრიპტოვალუტური ტოკენების მეშვეობით ხდება.

დაკრედიტება

გამოკითხვაში აბსოლუტური აუტსაიდერი იყო კრიპტოდაკრედიტების სექტორი: მას უგულებელყოფს კრიპტოვალუტის მფლობელთა 42.4%. მიუხედავად იმისა, რომ დაკრედიტების პლატფორმები საკმაოდ გავრცელებულია, ადამიანებს, დიდი ალბათობით, არა სხვადასხვა რისკი, არამედ თავად სესხის აღების ფაქტი აფრთხობს. ამიტომ, დაკრედიტების პლატფორმებს მომხმარებლების მხოლოდ 6.3% იყენებს.

დასკვნა

კრიპტოვალუტა პოპულარული ალტერნატიული საბაზრო აქტივი გახდა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ტრადიციულ ბაზარზე წვდომა არ აქვს. ტოკენების სტეიკინგი, ფარმინგი და საწყისი გაყიდვები შემოსავლის კარგ შესაძლებლობებად რჩება. თუმცა, აუცილებელია ციფრული აქტივების გადახდის საშუალების სახით გამოყენების შემთხვევების გაზრდა.