ტრეიდინგის 3 ძირითადი სახეობა: უპირატესობები და ნაკლოვანებები

ფოტო - ტრეიდინგის 3 ძირითადი სახეობა: უპირატესობები და ნაკლოვანებები
დამწყები ტრეიდერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ისინი სავაჭრო სტრატეგიებს მუდმივად ცვლიან, როგორც კი თუნდაც მცირე პრობლემებს, ან სირთულეებს აწყდებიან. ხშირად ეს კიდევ უფრო დიდ ზარალს იწვევს.
ტრეიდერები ხშირად თავის თავს გარკვეულ ჯგუფს მიაკუთვნებენ: დეიტრეიდერი, სვინგ-ტრეიდერი, ან საშუალოვადიანი ტრეიდერი. ცალკე გრძელვადიანი ინვესტორები დგანან, რომლებიც ამათ ფუსფუსს ცოტა ზემოდანაც კი უყურებენ, ამიტომ დღევანდელ სიაში გრძელვადიანი ჰოლდის მეთოდი არ ჩავრთეთ. 

მიუხედავად იმისა, რომ ერთი სტრატეგიის ფარგლებში, ტრეიდერებს ფულის გამომუშავება ფასების სწრაფ შიდადღიურ მოძრაობებზე შეუძლიათ, ვაჭრობის ზოგიერთი სახეობა ღია პოზიციის შენარჩუნებას რამდენიმე დღის, ან თუნდაც თვის განმავლობაში მოითხოვს. ამ სტატიაში ტრეიდინგის 3 ძირითადი სახეობა განვიხილეთ, რომლის გამოყენება კრიპტოვალუტის ბაზარზე ეფექტურად შეიძლება.

დეიტრეიდინგი

დეიტრეიდინგი იმ ტრეიდერებს გამოადგება, ვისაც ურჩევნია, ვაჭრობა ერთი დღის განმავლობაში გახსნას და დახუროს, იმის ნაცვლად, რომ ის მომდევნო დღეს გადაიტანოს. "დღიური" ტრედერების უმეტესობას თავისი გარიგება საშუალოვადიანში არასოდეს გადააქვს - მათ ღამე დაძინება გაუჭირდებათ, თუკი ეცოდინებათ, რომ მათი პოზიცია, შესაძლოა, ფასის მკვეთრმა მოძრაობამ გამოაგდოს. 

უნდა გვესმოდეს, რომ შიდადღიური ვაჭრობა არ არის სისტემა, რომელიც ელვისებრ გამდიდრებას ეხმარება. ეს ძალიან სარისკო საქმეა და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ბაზრის კანონების იცნობთ და რისკებს აცნობიერებთ. 

შიდადღიური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სოლიდური დეპოზიტია. ვინაიდან ტრეიდერი დიდი რაოდენობით გარიგებებს ხშირად flat-ის დროს ახორციელებს, მას დეპოზიტი სჭირდება, რომელიც კარგი მოგების გამომუშავების შესაძლებლობას  წამგებიანი გარიგებებისა და დაბალი ვოლატილობის პირობებშიც კი მისცემს.  

ვინაიდან დეიტრეიდერი ბევრ გარიგებას ხურავს, ის ბირჟას უფრო მეტ კომისიას უხდის, ვიდრე ტრეიდერი, რომელიც დიდ თაიმფრეიმებზე იშვიათი ორდერებით მუშაობს.

სვინგ-ტრეიდინგი

სვინგ-ტრეიდინგი არის ვაჭრობა ფასის მოძრაობის შემობრუნების წერტილებზე. ტრეიდერი, რომელიც ამ სტრატეგიას მიმართავს, ხანდახან თავის გარიგებებს ღიად დიდი ხნის განმავლობაში (რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირამდე) ინარჩუნებს. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ ბაზარზე უკვე შეხვედით, მაშინ გარიგებიდან მაქსიმალური მოგების გამოწურვა გსურთ. სვინგ-ტრეიდერს ბაზრის კარგად გაანალიზება და ტრენდის შებრუნების წერტილების სწრაფად პოვნა უნდა შეეძლოს. გარდა ამისა, ასეთი ვაჭრობისთვის დიდი გამძლეობაა საჭირო, რაც მომგებიანი ორდერის დახურვის შეუპოვარი სურვილის დაძლევაში დაეხმარება.

ასეთი სტრატეგიის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები ორდერის მოცულობა და შესვლის წერტილია. 

გარიგების მოცულობა მცირე უნდა იყოს - ღია პოზიციამ ტრენდის ფარგლებში სქვიზებსა და კორექციებს უნდა გაუძლოს. ამისთვის თითოეულ გარიგებაში შესვლა დეპოზიტის არაუმეტეს 1-2%-ით არის რეკომენდებული. 

შესვლის წერტილად ყველაზე კარგად ტრენდის შემობრუნების მომენტი გამოდგება. როგორც წესი მას ფუნდამენტური ახალი ამბავი იწვევს. გონიერმა ტრეიდერმა უნდა იცოდეს, როგორ გამოყოს მნიშვნელოვანი ახალ ამბავი ზოგადი საინფორმაციო ხმაურიდან და ესმოდეს, აქედან რომელს შეუძლია ფასის მიმართულების შეცვლა.

სვინგ-ტრეიდერის სტრატეგია იმაში გამოიხატება, რომ პოზიცია ღიად მანამ შეინარჩუნოს, სანამ მას მოგება მოაქვს, თანაც ამ დროს მას ნაწილებად აფიქსირებს და სტოპ-ლოსს პროფიტის ზონაში სულ უფრო შორს სწევს.

საშუალოვადიანი ვაჭრობა

საშუალოვადიანი ვაჭრობა (ანუ პოზიციური ვაჭრობა) გარიგებებით ოპერირებს, რომლებიც გრძელ ვადაზე - რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეა გათვლილი. ამ ტიპის ვაჭრობა ყველაზე მომთმენი ცივსისხლიან ადამიანებისთვისაა შესაფერისი. როგორც სვინგ-ტრეიდინგისას, აქაც საჭიროა ვაჭრობის ღიად შენარჩუნება, მაშინაც კი, თუ ის სერიოზულ მინუსში წავიდა, ან კარგ პროფიტს უკვე აჩვენებს. 

ხშირად, პოზიციური ტრეიდერები გარიგებას ტრენდზე, ან მის შემობრუნებაზე ხსნიან. 

ითვლება, რომ საშუალოვადიანი ტრეიდინგი ბირჟებზე ერთ-ერთი უმარტივესი სავაჭრო სტრატეგია, მაგრამ დამწყებებს ყოველთვის როდი შეეფერება, რადგან სერიოზულ გამძლეობასა და ბაზრის მექანიზმების სიღრმისეულ ცოდნას ითხოვს.