კიევში Day Zero კონფერენციის შედეგები. ტექსტური ვერსია

ფოტო - კიევში Day Zero კონფერენციის შედეგები. ტექსტური ვერსია
20 მაისს, კიევის Unit.City-ს კომპლექსში გაიმართა Ethereum Kyiv-ისა და რიგი პარტნიორების მიერ ორგანიზებული კრიპტოვალუტური ღონისძიება Day Zero.
ორგანიზატორების თქმით, Day Zero არის სატესტო კონფერენცია დიდ ღონისძიებამდე, რომელიც 2023 წლის სექტემბერში გაიმართება. Gagarin News-ის გუნდი დაესწრო შაბათის ღონისძიებას  და მზად ვართ გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები.

პარტნიორების დიდი რაოდენობა

პირველი, რაც ყურადღებას იპყრობს, არის სტენდი კონფერენციაზე წარმოდგენილი კომპანიებისა და ორგანიზაციების სახელებით, რომლებიც მოწვეულნი არიან როგორც მომხსენებლები, პარტნიორები და სტუმრები. მათ შორისაა კრიპტოვალუტური ბირჟა WhiteBIT, ცნობილი პროტოკოლები HAPI, 1INCH, Trustee, რიგი კრიპტომედია და ინფლუენსერი.

ღონისძიება გაიმართა Unit.City-ს დიდი კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც მოსახერხებელი ადგილი აღმოჩნდა დეველოპერებისა და სტარტაპების ნეთვორკინგისთვის.

ღონისძიების ფორმატი

თითოეულმა მომხსენებელმა წარმოადგინა თავისი პრეზენტაცია შერჩეულ თემაზე, რის შემდეგაც უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს. გამოსვლები 15-25 წუთი გრძელდებოდა.

წარმოგიდგენთ სპიკერთა საერთო სიას მათი გამოსვლების თანმიმდევრობის მიხედვით, ასევე თითოეული პრეზენტაციის მოკლე თეზისებს:

  • ალექსანდრე ბორნიაკოვმა (უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილე), კირილო ბონდარმა (Unit.City-ის CFO და პარტნიორი) და იური ბოიკომ (საფონდო ბაზრისა და ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრი). განიხილეს უკრაინაში კრიპტობაზრის რეგულირების საკითხები და ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პერსპექტივები;

  • პეტერ ბილიკი (Juscutum-ის CIO). ჩამოაყალიბა კრიპტოვალუტურ სფეროში საკუთარი კომპანიის გახსნის სამართლებრივი ასპექტები, მისცა აუდიტორიას რჩევები და გაუზიარა ლაიფჰაკები იმის თაობაზე, თუ როგორ აიცილონ თავიდან ჯარიმები და სწორად მოახდინონ საქმიანობის გაფორმება ბლოკჩეინის ინდუსტრიაში;

  • ვლადიმერ ნოსოვი (WhiteBIT-ის CEO) უკრაინისა და უკრაინელების როლი გლობალურ ფინანსურ სტრუქტურებში. ხაზი გაუსვა კვალიფიციურ პერსონალის დიდ საჭიროებას და ასევე ივარაუდა, რომ აშშ დოლარის დეფოლტი (მართლაც რომ მომხდარიყო) დადებითად აისახებოდა კრიპტოვალუტებზე;

  • ქსენია ჟიტომირსკაია (Trustee-ის CTO). ისაუბრა საფულის მუშაობის პრინციპზე და კრიპტოვალუტური ბანკინგის პროტოკოლზე. ასევე გამოაცხადა კონკურსი 1 მილიონი სატოშიზე ($270) აპლიკაციის მარტივი ჩამოტვირთვისთვის. გამარჯვებული პირდაპირ კონფერენციის მსვლელობისას გამოვლინდა. ქსენიას მთავარი თეზისი: „... ჩვენ არ გვყავს კონკურენტები, გვყავს მხოლოდ პარტნიორები“;

  • ივან არქიპოვი (1Inch-ის წარმომადგენელი). აღწერა პროტოკოლ 1inch-ის მუშაობა, რიგი ახალი ფუნქციებისა და ტოკენის გამოყენება;

  • ალექსეი ჩუსოვი (First NFT Agency-ს თანადამფუძნებელი). გამოსვლის დროს ისაუბრა  NFT-ებზე, არაჩანაცვლებადი ტოკენების სექტორზე და მათ როლზე ეკონომიკურ სექტორში;

  • ალექსანდრე კურბატოვი (Distributed Labs). აღწერა კრიპტოვალუტებთან მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობები ბაზრის ვარდნის პირობებში, ანუ ე.წ. „დათვური ციკლის“ დროს;

  • Mister (HAPI). დაახასიათა კრიპტოვალუტური სექტორის პრობლემები კიბერუსაფრთხოების სფეროში.


გამოსვლები შესვენების შემდეგ გაგრძელდა.

შემდეგი სპიკერები და მათი პრეზენტაციის თემები იყო:

  • ალინა ტუსტანოვსკაია (COO INC4-ში). დაახასიათა ნულოვანი ცოდნის მქონე პროტოკოლების კრიპტოვალუტური ტექნოლოგიის თემა (Zero Knowledge Proofs) და შესაბამისი ტოკენები;

  • კირილე გოროხოვსკი (კიევი-მოჰილას აკადემიის მათემატიკის ფაკულტეტის უფროსი ლექტორი). ისაუბრა „ბლოკჩეინის ტექნოლოგია“-ზე საუნივერსიტეტო პროგრამის ფარგლებში.

  • იური სავჩენკო (AllBridge-ის CTO) და დიმიტრი ბუდორინი (Hacken-ის CEO). დიალოგი ეხებოდა კრიპტოვალუტების რეგულირებას და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის თანამედროვე კანონმდებლობასთან ადაპტაციას;  

  • ვახტანგ ჩიხლაძე (Vareger). ისაუბრა კრიპტოვალუტურ პროტოკოლზე zkSync;

  • ვიქტორ ელიზაროვი (წამყვანი ანალიტიკოსი Unicorn Factory Ventures-ში). აღწერა კრიპტოვალუტური ფონდის შიდა სამზარეულო და ისაუბრა ინვესტიციებზე ბლოკჩეინის სტარტაპებში;

  • ივან პავლოვსკი (Incrypted-ის CEO). პრეზენტაცია მიმკოინების როლის შესახებ კრიპტოვალუტების სფეროში;

  • სერგეი ანდრასიუკი (Hackless-ის CEO). აღწერა კრიპტოვალუტური გატეხების და „სენდვიჩ-თავდასხმების“ პრობლემა;

  • საშა ანდროპოვი (UH-ის დამფუძნებელი). Web3 ინდუსტრია, როგორც შემოწირულობების მოზიდვისა და ეფექტური მოხალისეობის ინსტრუმენტი;

  • მაქსიმ უპერიაკა (Intropia-ს CEO). მან განმარტა კრიპტოვალუტური მარკეტინგის მომენტები და აუდიტორიის მოზიდვის მექანიზმი.

ფინალური გამოსვლის შემდეგ მოეწყო მცირე ნეთვორქინგი მუსიკით და კოქტეილებით.

კონკურსი 1 მილიონ სატოშიზე

Trustee-ს გუნდმა ღონისძიების დროს 1 მილიონი სატოში (270 დოლარი) გაათამაშა. პირობის მიხედვით, ღონისძიების სტუმრებს უნდა ჩამოტვირთონ Trustee-ს აპლიკაცია იმისთვის, რომ ჰქონოდათ გათამაშებაში მონაწილეობის საშუალება.

გამარჯვებული ვლადიმერი გახდა კიევიდან. Gagarin News-ის ჟურნალისტთან მან მოკლე კომენტარი გააკეთა გამარჯვებასთან დაკავშირებით:

„ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დღეს სახლში უნდა ვყოფილიყავი. უბრალოდ, ჩემს მეგობარს გავუწიე მეგზურობა და ეს არის ერთ-ერთი პირველი გათამაშება, რომელშც გავიმარჯვე. ვეცდები რაციონალურად დავხარჯო ფული და მივმართო რაიმე სახის კრიპტოვალუტურ საქმიანობაზე“.

Day Zero-ს დადებითი და უარყოფითი მხარეები

Day Zero მოკლე დროში ორგანიზებული კარგი ღონისძიება გამოდგა. კონფერენციის მთავარ უპირატესობებს შორისაა:

  • მომხსენებელთა და სტუმრების დიდმა რაოდენობამ შეძლო უკრაინული კრიპტოვალუტური საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან კომუნიკაციის დამყარება;

  • გასართობი და მსუბუქი ატმოსფერო;

  • დაცულია მოვლენების ქრონოლოგია;

  • ზოგიერთი სპიკერის გამოსვლის საინტერესო თემები .


ამავდროულად, კონფერენციას გააჩნდა მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას სექტემბრის მთავარი ღონისძიების ორგანიზებამდე:

  • ზოგიერთი გამოსვლა გრძელი და არც ისე საინტერესო;

  • არასაკმარისი დრო აუდიტორიის კითხვებზე პასუხის გასაცემად;

  • პრეზენტაციის დროს ზოგიერთი მომხსენებელი ძალიან ნერვიულობდა, რამაც გავლენა მოახდინა გამოსვლების ხარისხზე.

ზოგადად, კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა და ბევრი განსხვავებული შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო კიევისა და უკრაინის კრიპტოვალუტურმა საზოგადოებამ შეძლო ყოველდღიური ცხოვრებიდან თავის დაღწევა და კარგი დროის გატარება თანამოაზრეებთან.