ევროპის გამოუყენებელი პოტენციალი: M2M-გადახდები სტეიბლკოინებში

ფოტო - ევროპის გამოუყენებელი პოტენციალი: M2M-გადახდები სტეიბლკოინებში
Digital Euro Association-მა Lipis Advisors-თან თანამშრომლობით გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც განხილულია სტეიბლკოინების უპირატესობები და ხარვეზები მანქანათშორის გადახდებში (M2M), ასევე აღინიშნება, რომ ევროპას ამ მიმართულებით უდიდესი შესაძლებლობები გააჩნია.
ვიდრე პოლიტიკოსები და სპეციალისტები  სტეიბლკოინების გამოყენების რისკებზე საუბრობენ, ის აგრძელებს აქტიურ განვითარებას და შეღწევას არა მხოლოდ კრიპტოვალუტების აქტიური მომხმარებლების, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. მაგრამ, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბევრს არ გააჩნია მათი პოტენციალის მკაფიო ხედვა. განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ინოვაციები განიხილება ძალზე ნელა. ამან შეიძლება გამოიწვიოს იმ შესაძლებლობების დაკარგვა, რომელსაც სტეიბლკოინები ქმნიან ეკონომიკის განვითარებისთვის უახლოეს ათწლეულებში.

ამ დროისთვის ევროპას საკუთარი წარმატებული სტეიბლკოინი არ გააჩნია. 2022 წლის ნოემბერში, ყველა ევროტოკენის მთლიანი კაპიტალიზაცია დაახლოებით $500 მილიონი იყო, ანუ მთლიანი ბაზრის 0.2%. ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სიტუაცია არ შეცვლილა. და ეს აშკარა წარუმატებლობაა, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ბევრი ქვეყანა  კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით პოზიტიურ პოლიტიკას აწარმოებს.

MiCa-ს მიღების შემდეგ სტეიბლკოინების რეგულირებასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები უნდა მოგვარდეს. მაგრამ,  DeFi-ში მარტივი შესვლისა და გადარიცხვების დაჩქარების გარდა, მათი გამოყენების საკითხი მაინც ღია რჩება. პასუხი შეიძლება იყოს ნივთების ინტერნეტის (IoT) ბაზარი და, განსაკუთრებით, მანქანათშორისი  გადახდები.

განსხვავება IoT და M2M-გადახდებს შორის

სანამ ამ მიმართულებას უფრო დეტალურად განვიხილავთ, უნდა გავიგოთ, რა განსხვავებაა IoT-სა და M2M-ს შორის. ნივთების ინტერნეტი არის მოწყობილობებისა და ნივთების ქსელი, რომელიც აღჭურვილია პროგრამული უზრუნველყოფით და სხვა ტექნოლოგიებით,  ერთმანეთს შორის ინტერნეტით მონაცემების გაგზავნისა და მიღების მიზნით.

2021 წლის ბოლოს, დაახლოებით 11.3 მილიარდი აქტიური IoT მოწყობილობა არსებობდა და ეს რიცხვი,  2030 წლისთვის, სავარაუდოდ, 30 მილიარდს მიაღწევს. ტენდენციები ნათელია და მალე ნივთების ინტერნეტი შეიძლება აქტუალური გახდეს ეკონომიკის უმეტესი სექტორებისთვის.

IoT-გადახდები შეიძლება დავყოთ 4 კატეგორიად პროგრამირებადობის და ავტონომიურობის დონეების მიხედვით:

  1. საინფორმაციო (ანგარიშის შესახებ მონაცემების მისაღებად);
  2. ნებართვით (საჭიროებს მომხმარებლის დადასტურებას);
  3. პირობებით (წინასწარ დადგენილი წესების მიხედვით);
  4. M2M-გადახდები (მომენტალური ავტომატიზირებული გადარიცხვები მოწყობილობებს შორის ალგორითმის, მაგ, სმარტ-კონტრაქტის საფუძველზე).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა M2M-გადახდა არის IoT- გადახდა, მაგრამ არა პირიქით.

რატომ მაინც და მაინც M2M?

ევროპაში, ციფრული ტრანზაქციებისა და ჩართული მოწყობილობების რიცხვი გაიზარდა კორონავირუსის კრიზისის შემდეგ, ხოლო მრეწველობაში  გაიზარდა ავტონომიური რობოტების რაოდენობა ყოველ  10 000 ადამიანზე. დასავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 225 ერთეულს შეადგენს. გერმანია აშკარა ლიდერია (დაახლოებით 330 ერთეული). სინგაპური და სამხრეთ კორეა (850 ერთეულზე მეტი) წამყვანი მოთამაშეები არიან მსოფლიო მასშტაბით.

საყოფაცხოვრებო  ავტომატიზაციის სფეროში აშშ-ის და აზიის ლიდერობის გათვალისწინებით, ევროპის ქვეყნებს გაუჭირდებათ მოწინავე პოზიციებზე გასვლა, მაგრამ ისინი აქამდე მაინც ლიდერებად რჩებიან SIM ბარათების რაოდენობით, რომლებიც M2M მოდულის იდენტიფიკატორი შეიძლება იყოს. ამის გამოყენებით, ევროპას შეუძლია მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენოს M2M გადახდების გლობალური ზრდის ფონზე, რათა სხვა რეგიონებისგან ჩამორჩენა თავიდან აიცილოს.

ასეთ გადახდებს მთელი რიგი უპირატესობა გააჩნია:

  1. ინიცირდება მოწყობილობის მიერ, სმარტ-კონტრაქტის პირობებით, საქონლის ან მომსახურების საფასურის გადახდისას და სრულდება მომენტარულად, ადამიანთან ურთიერთქმედების გარეშე.
  2. ეკონომიკურად ეფექტიანია მცირე ამოცანების შესრულებისას.

მაგრამ ასევე არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრა აუცილებელია:

  1. მნიშვნელოვანი ჰაკერული რისკები. ასეთი რისკების შემცირება შესაძლებელია თითოეული მოწყობილობისთვის ცალკე საფულის მინიჭებით და ხარჯვის ლიმიტის დაწესებით.
  2. მასშტაბირობა: კრიპტოვალუტების გამოყენებისას ეს  მთავარი პრობლემა ხდება, გამოყენებული მოწყობილობების რაოდენობის გათვალისწინებით.

მაგრამ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პლუსებისა და მინუსების აღქმა, არამედ იმის წარმოდგენა, თუ რა სიტუაციებში შეიძლება მათი გამოყენება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად,  პარკინგის, საგზაო მოსაკრებლის ან მანქანის დამუხტვის ავტომატური გადახდები, ასევე კომუნალური ხარჯები (ელექტროენერგია, წყალი) მოხმარების მონაცემებზე დაყრდნობით.

და რატომ სტეიბლკოინები?

ხელოვნური ინტელექტის, ახალი ტექნოლოგიების (5G, Bluetooth Low Energy) და ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპლიკაციების განვითარების წყალობით, M2M გადახდები ევროპაში შეიძლება დიდი წარმატებით განვითარდეს.

მაგრამ, ამისათვის საჭიროა კრიპტოვალუტის გამოყენება. სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით, მას პროგრამირებადობის უნარი გააჩნია, განსხვავებით სტანდარტული საბანკო გადარიცხვებისა, რომლებიც ასეთ ინფრასტრუქტურას აშკარად ვერ უზრუნველყოფს.

ამავდროულად, ჩვეულებრივი ტოკენები ზედმეტად ვოლატილურია საბოლოო მომხმარებლებისთვის და „თეთრი“ კომერციული ევრო-სტეიბლკოინი ევროპისთვის კარგი გამოსავალი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ECB-ს ციფრულ ვალუტას 2026 წლამდე ვერ დაამტკიცებენ. გარდა ამისა, მარეგულირებელმა უკვე დააფიქსირა პოზიცია M2M გადახდების პრიორიტეტის არარსებობაზე მის პროექტში. შესაბამისად, სტეიბლკოინებს შეუძლიათ მშვიდად  დაიკავონ ეს ნიშა.

მარეგულირებლების პრობლემა

სპეციალისტები წინასწარ გამოჰყოფენ  მთელ რიგ პრობლემას, რომლებიც უნდა გადაიჭრას IoT-ში სტეიბლკოინების ინტეგრირებამდე, რათა M2M გადახდები შეუფერხებლად განვითარდეს:

1.მოწყობილობების იდენტიფიცირების სისტემის არარსებობა.

მარეგულირებლები მოითხოვენ მონაცემთა ცენტრალიზებული  ბაზის შექმნას იდენტიფიკატორებით (ციფრული გასაღები, სერტიფიკატი) და მოწყობილობებით, რომლებსაც საფულეებთან ურთიერთობის უფლება ექნებათ.

2. ხარვეზები არსებულ წესებში.

ფაქტობრივად, M2M გადახდები პირდაპირ ეწინააღმდეგება PSD2-ს (ევროკავშირის მეორე საგადახდო დირექტივას) და GDPR-ს, რადგანაც ის მოქმედი საკანონმდებლო სისტემის ქვეშ არ ექცევა და გაუგებარია, მარეგულირებლებს ამაზე როგორი რეაქცია ექნებათ.

3. არაჰოსტინგური საფულეების სახელმძღვანელოს არარსებობა.

MiCa-ს მიღების შემდეგ, გაჩნდება ნორმატიული სიცხადე სტეიბლკოინებთან დაკავშირებით, თუმცა, არაჰოსტინგ საფულეებთან ურთიერთქმედების ასპექტები ღია დარჩება. ახლა მიღწეულია კონსენსუსი, რომ 1000 ევროზე მეტი თანხის გადარიცხვისას, კრიპტო სერვისის პროვაიდერმა უნდა გადაამოწმოს, რომ საფულე  კლიენტს ეკუთვნის. მაგრამ ყოველთვის შეიძლება შეიქმნას დამატებითი განმარტების საჭიროება.

4. სტეიბლკოინებისა და მოწყობილობების თავსებადობის არარსებობა.

კანონმდებლებმა უნდა შეიმუშაონ ერთიანი სტანდარტი სტეიბლკოინებისა და მოწყობილობებისთვის M2M გადახდებში (გარკვეული ბლოკჩეინი და ა.შ.). რადგანაც მრავალი განსხვავებული კომპანიის არსებობა, მართალია,  ჯანსაღ კონკურენციას შექმნის, მაგრამ ამავე დროს მას თან ახლავს სახსრების უკონტროლო ნაკადების შექმნისა და ბაზრის ფრაგმენტაციის რისკი.

დასკვნა

ევროპის ეკონომიკას ნამდვილად შეუძლია დიდი სარგებელის მიღება სტეიბლკოინებში M2M გადახდების განვითარებისგან. მაგრამ, მასობრივ გაშვებამდე ტექნიკური და რეგულირების საკითხები წინასწარ უნდა გადაწყდეს და არ მოხდეს მათი გადადება მომავლისთვის, რაც ნიშნავს ლიდერობას დათმობას ჩინეთსა და აშშ-სთვის.