როგორ და რისთვის ყიდულობს MicroStrategy ბიტკოინს

ფოტო - როგორ და რისთვის ყიდულობს MicroStrategy ბიტკოინს
ორწელიწადნახევარზე მეტია, MicroStrategy აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს Bitcoin-ში. ამ საინვესტიციო პოლიტიკით, ის მსოფლიოში Bitcoin-ის უმსხვილესი მფლობელი გახდა.

როგორ და რისთვის ყიდულობს MicroStrategy ბიტკოინს

2020 წელს MicroStrategy გახდა პირველი საჯარო კომპანია, რომელმაც Bitcoin-ი იყიდა. მას შემდეგ ის პირველი კრიპტოვალუტის უმსხვილესი მფლობელია და ბალანსზე $4.17 მილიარდზე მეტი ღირებულების 140 000 მონეტას ინახავს. MicroStrategy-ის აგრესიულმა ინვესტიციებმა კრიპტოვალუტის სექტორისკენ ბევრ ინსტიტუციონალურ ინვესტორს მიაპყრობინა ყურადღება. მოგვიანებით, Bitcoin-ის შეძენის შესახებ ასევე განაცხადეს ისეთმა მსხვილმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, როგორიცაა ილონ მასკის Tesla და ჯეკ დორსის Square.

მაიკლ სეილორი და MicroStrategy

1989 წელს მაიკლ სეილორმა და სანჯუ ბანსალმა დააარსეს MicroStrategy - პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც, ბიზნეს გადაწყვეტილების მისაღებად, გარე და შიდა მონაცემების ანალიზისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებითაა დაკავებული. კომპანია საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა და 1998 წელს საჯარო გახდა, მისი აქციები კი ბირჟაზე ივაჭრებოდა. 1999 წლის 20 აპრილიდან MicroStrategy-ის აქციები აჩვენებს მკვეთრ ზრდას +4500%.

თუმცა, 2000 წელს, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) MicroStrategy ბოლო ორი წლის განმავლობაში შემოსავლების მაჩვენებლების გაზვიადებაში  დაადანაშაულა. შედეგად, კომპანიამ $11 მილიონის ოდენობის  ჯარიმა გადაიხადა, მაგრამ აქციები 95%-ზე მეტით დაეცა. მიუხედავად ამისა, MicroStrategy თავის დარგში ლიდერად რჩება და ახალი პროდუქტების შემუშავებას აგრძელებს.
MicroStrategy-ის აქციების ზრდა. წყარო:TradingView

MicroStrategy-ის აქციების ზრდა. წყარო:TradingView

2020 წელს მაიკლ სეილორმა გადაწყვიტა, MicroStrategy-ის სახაზინო რეზერვების ნაწილი Bitcoin-ში გადაეყვანა. კომპანიამ კი კრიპტოვალუტის პირველი შესყიდვა განახორციელა: 21454 BTC $250 მილიონად. ერთი მონეტის საშუალო ფასი $11 652-ს შეადგენდა.

პანდემიის დროს ეკონომიკის სტიმულირების მიზნით ცენტრალური ბანკების მიერ განხორციელებულმა "იაფი ფულის პოლიტიკამ" ფულადი მასის ძლიერი ზრდა გამოიწვია. მომავალში ეს ინფლაციის მაღალ დონეს გამოიწვევს. ამიტომ, სეილორის თქმით, Bitcoin-ის შეძენა ფიატური ვალუტების გაუფასურების რისკებისგან დაცვის სურვილითაა გამოწვეული.
ეს ინვესტიცია ასახავს ჩვენს რწმენას, რომ ბიტკოინი, როგორც ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა მსოფლიოში, ღირებულების შენახვის საიმედო საშუალება და მიმზიდველი საინვესტიციო აქტივია. მისი გრძელვადიანი პოტენციალი უფრო მაღალია, ვიდრე ფიატური ფულის შემთხვევაში
, - მაიკლ სეილორი.
გარდა ამისა, მაიკლ სეილორი არაერთხელ აცხადებდა, რომ Bitcoin არის რევოლუციური, ახალი ტექნოლოგია, როგორც Facebook, ან Google, ოღონდ "ფულის სამყაროში". აქტივების ციფრული ტრანსფორმაცია ძალიან სწრაფად მიიწევს წინ და, სეილორის თქმით, მომავალი მობილურ ციფრულ საფულეებს ეკუთვნის. საფულეების ფართო გამოყენება კი გამოიწვევს სანდო ციფრული აქტივების, მათ შორის Bitcoin-ის დანერგვას.

მაიკლ სეილორი ასევე თვლის, რომ Bitcoin-ი ახალი სარეზერვო აქტივია, რომელშიც თავიანთი სახსრების ნაწილს მალე სხვა კომპანიებიც გადაიყვანენ. თანაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, Bitcoin-ში ჩადებული ინვესტიციის მომგებიანობა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე სხვა აქტივებში.

შედეგად, MicroStrategy-მ აამოქმედა Bitcoin-ის ყიდვის სტრატეგია და 2020 წელს კომპანიამ $1.125 მილიარდის ოდენობის კრიპტოვალუტა შეისყიდა.

Bitcoin-ის შესყიდვები 2020 წელს

  • 2020 წლის 11 აგვისტო: 21 454 BTC ის ყიდვა $250 მლნ–ად. საშუალო ფასი $11 652. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2020 წლის 14 სექტემბერი: 16 796 BTC-ის ყიდვა $175 მლნ–ად. საშუალო ფასი $10 419. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2020 წლის 4 დეკემბერი: 2 574 BTC-ის ყიდვა $50 მლნ–ად. საშუალო ფასი $19 427. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2020 წლის 21 დეკემბერი: 29 646 BTC-ის ყიდვა $650 მლნ–ად. საშუალო ფასი $21 925. Twitter/Form K-8 (sec.gov)

Bitcoin-ში MicroStrategy-ის ინვესტიციამ მთელი კრიპტოინდუსტრიის ინტერესი გამოიწვია, ხოლო ყოველი ახალი შესყიდვა ყველა მედიაში პირველ გვერდებზე შუქდებოდა. კრიპტოვალუტების განხილვა  არაერთმა მსხვილმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა დაიწყო, რამაც, საბოლოოდ, დარგში დიდი კაპიტალი მოიზიდა.

2020 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, კერძო და საჯარო კომპანიების, ასევე კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული ფონდების მართვის ქვეშ კონცენტრირებული იყო $32.4 მილიარდზე მეტი ღირებულების 1.151 მლნ BTC.
კომპანიები, რომლებმაც განახორციელეს ინვესტიცია Bitcoin-ში. 2020 წლის 30 დეკემბრის მონაცემები. წყარო: bitcointreasuries.net

კომპანიები, რომლებმაც განახორციელეს ინვესტიცია Bitcoin-ში. 2020 წლის 30 დეკემბრის მონაცემები. წყარო: bitcointreasuries.net

კომპანიის აქციები სწრაფად იზრდება. 2020 წლის 8 იანვარს ფინანსური კონგლომერატი Morgan Stanley ყიდულობს  MicroStrategy-ის 11,9%-იან წილს.

Bitcoin-ის პირველი შეძენის მომენტიდან და 2021 წლის 9 თებერვლამდე MicroStrategy-ის აქციები 900%-ით გაიზარდა. Bitcoin-მა კი თავისი ისტორიული ბულრანი დაიწყო და იმავე პერიოდში 320%-ით გაიზარდა. 
MicroStrategy-ისა და Bitcoin-ის აქციების ზრდა. წყარო: TradingView

MicroStrategy-ისა და Bitcoin-ის აქციების ზრდა. წყარო: TradingView

2021 წლის დასაწყისში, ბაზარი ააფორიაქა ახალმა ამბავმა, რომ ილონ მასკის კომპანია Tesla შეუერთდა ინვესტიციებს Bitcoin-ში და
 $1.5 მლრდ-ის ღირებულების მონეტები იყიდა. მაიკლ სეილორი კი აცხადებდა, რომ Bitcoin-ში ინვესტირება უფრო მიმზიდველია, ვიდრე Apple-სა და Facebook-ში.
ინვესტიციებს აბსოლუტურად ყველაფერში ვდებდი. ვიყავი Apple-ის, Facebook-ის, Amazon-ის, Google-ის, OpenTable-ის, eBay-ისა და PayPal-ის ადრეული ინვესტორი. კაპიტალს ვაათმაგებდი, ვაოცმაგებდი. მინდა ვთქვა, რომ ბიტკოინში ინვესტირება გაცილებით მიმზიდველად გამოიყურება
2021 წლის განმავლობაში კომპანია აქტიურად ყიდულობდა Bitcoin-ს, არა მხოლოდ საკუთარი სახსრებით, არამედ სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებულ შემოსავალსაც კრიპტოვალუტის შესაძენად იყენებდა. აქ არის საინტერესო მომენტი: ბონდების უზრუნველყოფას კომპანიის აქტივები, მათ შორის Bitcoin-ი წარმოადგენდა.

კომპანიამ რამდენიმე მსხვილი შესყიდვა განახორციელა პირდაპირ ბაზრის მწვერვალზე, თითქმის მაქსიმალურ ფასად: 5 აპრილს MicroStrategy-მ 253 BTC $59 339-ად შეიძინა, 29 ნოემბერს კი - 7 002 BTC $59 187-ად. ამასთან, როდესაც 2021 წლის შუა პერიოდში Bitcoin-მა ღირებულების 50%-ზე მეტი დაკარგა, სეილორი აცხადებდა, რომ ისინი მზად არიან, გაუძლონ ნებისმიერ ვარდნას და კრიპტოვალუტის გაყიდვას არ აპირებენ.

Bitcoin-ის შესყიდვები 2021 წელს

  • 2021 წლის 22 იანვარი: 314 BTC-ის ყიდვა $10 მლნ–ად. საშუალო ფასი $31 808. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 2 თებერვალი: 295 BTC-ის ყიდვა $10 მლნ–ად. საშუალო ფასი $33 810. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 24 თებერვალი: 19 452 BTC-ის ყიდვა $1.026 მლრდ-ად. საშუალო ფასი $52 765. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 1 მარტი: 328 BTC-ის ყიდვა $15 მლნ–ად. საშუალო ფასი $45 710. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 5 მარტი: 205 BTC-ის ყიდვა $10 მლნ–ად. საშუალო ფასი $48 888. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 12 მარტი: 262 BTC-ის ყიდვა $15 მლნ–ად. საშუალო ფასი $57 146. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 5 აპრილი: 253 BTC-ის ყიდვა $15 მლნ–ად. საშუალო ფასი $59 339. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 13 მაისი: 271 BTC-ის ყიდვა $15 მლნ–ად. საშუალო ფასი $55 387. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 18 მაისი: 229 BTC-ის ყიდვა $10 მლნ–ად. საშუალო ფასი $43 663. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 21 ივნისი: 13 005 BTC-ის ყიდვა $489 მლნ–ად. საშუალო ფასი $37 617. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 24 აგვისტო: 3 907 BTC-ის ყიდვა $177 მლნ–ად. საშუალო ფასი $45 294. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 13 სექტემბერი: 5 050 BTC-ის ყიდვა $242.9 მლნ–ად. საშუალო ფასი $48 099. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 29 ნოემბერი: 7 002 BTC-ის ყიდვა $414.4 მლნ–ად. საშუალო ფასი $59 187. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 9 დეკემბერი: 1 434 BTC-ის ყიდვა $82.4 მლნ–ად. საშუალო ფასი $57 477. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2021 წლის 30 დეკემბერი: 1 914 BTC-ის ყიდვა $94.2 მლნ–ად. საშუალო ფასი $49 229. Twitter/Form K-8 (sec.gov)

მთელი 2022 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტურ ბაზარზე დათვური ტრენდი შეინიშნებოდა. Bitcoin-ი ღირებულების 78%-ს კარგავდა და კრიპტოვალუტის ყოველი ახალი კლების ფონზე, MicroStrategy-ის აქციებიც ეცემოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაიკლ სეილორმა Bitcoin-ის ყიდვა განაგრძო და ყველა ინტერვიუში მისი უპირატესობების შესახებ საუბრობდა: 
ბიტკოინი ძალიან არასტაბილურ სამყაროში ყველაზე საიმედო რამ არის. ის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა 19 000 კრიპტოვალუტა, ვიდრე ნებისმიერი აქცია, ვიდრე ქონების ფლობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში
2022 წლის 8 აგვისტოს სეილორი MicroStrategy-ის CEO-ს თანამდებობას ტოვებს და აღმასრულებელი თავმჯდომარე ხდება. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება Bitcoin მიმართულებით უფრო ეფექტიანად მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.

Bitcoin-ის შესყიდვები 2022 წელს

  • 2022 წლის 1 თებერვალი: 660 BTC-ის ყიდვა $25 მლნ–ად. საშუალო ფასი $37 865. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2022 წლის 5 აპრილი: 4 167 BTC-ის ყიდვა $190.5 მლნ–ად. საშუალო ფასი $45 714. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2022 წლის 29 ივნისი: 480 BTC-ის ყიდვა $10 მლნ–ად. საშუალო ფასი $20 817. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2022 წლის 20 სექტემბერი: 301 BTC-ის ყიდვა $6 მლნ–ად. საშუალო ფასი $19 851. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2022 წლის 21 დეკემბერი: 2 395 BTC-ის ყიდვა $42.8 მლნ–ად. საშუალო ფასი $17 871. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2022 წლის 22 დეკემბერი: 704 BTC-ის გაყიდვა $11.8 მლნ–ად. საშუალო ფასი $16 761. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2022 წლის 24 დეკემბერი: 810 BTC-ის ყიდვა $13.6 მლნ–ად. საშუალო ფასი $16 845. Twitter/Form K-8 (sec.gov)

2023 წლის დასაწყისში, MicroStrategy-მ BTC-ის კიდევ 2 შესყიდვა განახორციელა და ჯამში $179.3 მლნ-ს ღირებულების 7500 BTC შეიძინა. 

Bitcoin-ის შესყიდვები 2023 წელს

  • 2023 წლის 23 მარტი: 6 455 BTC-ის ყიდვა $150 მლნ–ად. საშუალო ფასი $23 238. Twitter/Form K-8 (sec.gov)
  • 2023 წლის 5 აპრილი: 1 045 BTC-ის ყიდვა $29.3 მლნ–ად. საშუალო ფასი $28 016. Twitter/Form K-8 (sec.gov)

კომპანია MicroStrategy ამჟამად ფლობს 140 000 BTC-ს, რომლის ღირებულება $4.17 მლრდ-ს აღემატება. ერთი მონეტის საშუალო ღირებულება $29 803-ს შეადგენს.

Bitcoin-ის ყველა შესყიდვის გრაფიკი

კომპანია MicroStrategy-ის მიერ Bitcoin-ის ყველა შესყიდვისა და გაყიდვის გრაფიკი.

კომპანია MicroStrategy-ის მიერ Bitcoin-ის ყველა შესყიდვისა და გაყიდვის გრაფიკი.

კომპანიამ მტკიცედ აჩვენა, რომ ბიტკოინის დაგროვების სტრატეგიიდან გადახვევას დათვური ბაზრის პირობებშიც კი არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ სეილორს ბევრი აკრიტიკებს, ის აცხადებს, რომ MicroStrategy კრიპტოვალუტის დაგროვებას გააგრძელებს და მის გაყიდვას არ გეგმავს:
ბიტკოინი ჩვენზე დიდხანს იცოცხლებს და მას ფინანსური ბუშტების რიცხვს ვერ მივაკუთვნებთ. მისი ყიდვა შესაძლებელია მცირე მოცულობით დიდი ხნის განმავლობაში. შეგიძლიათ, კრიპტოვალუტა მთელი ცხოვრების განმავლობაში შეინახოთ და ის შემდეგ თაობებს გადასცეთ