Dogecoin (DOGE) - ერთი ნაბიჯი ხუმრობიდან "To the moon”-ამდე

icon DOGE
ფოტო - Dogecoin (DOGE) - ერთი ნაბიჯი ხუმრობიდან "To the moon”-ამდე
რა არის Dogecoin და სად გამოიყენება? ილონ მასკი Dogecoin-ის ინვესტორია? რატომ უჩივიან მასკს Dogecoin-ის სხვა ინვესტორები? წაიკითხეთ ვებგვერდზე

Dogecoin - გულის ამაჩუყებელი წითური კაბოსუდან 15000%-იან ზრდამდე

ამერიკული მონეტა Dogecoin (DOGE) ბაზარზე 2013 წლის 6 დეკემბერს გამოვიდა. წინასწარ ვიტყვით, რომ მონეტა ჩავარდა. მის შემქმნელებს ხომ უბრალოდ კრიპტოვალუტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსა და სპეკულაციებზე გახუმრება უნდოდათ. პირველივე დღიდან მსოფლიოში meme coin-ში ინვესტორთა ნაკადი არ წყდებოდა. ბოლო ხარული ციკლის დროს, 2021 წელს  Dogecoin-ის ფასი 15000%-ით გაიზარდა. დღეს DOGE-ს კონკურენტები არიან როგორც სხვა მიმ-მონეტები, ასევე "სერიოზული ბიჭები" Cardano, Polygon, ან Solana, რომლებიც კრიპტოვალუტების გლობალურ რეიტინგში Dogecoin-ის მეზობლად არიან. მასში Dogecoin მე-9 ადგილს იკავებს, რომელსაც მისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ოდენობის საბაზრო კაპიტალიზაცია უზრუნველყოფს.

2021 წელს Dogecoin 15000%-ით გაიზარდა

წყარო: Forbes

წყარო: Forbes

მონეტის ვიზუალურ სიმბოლოდ იქცა ინტერნეტ მიმი Doge, შიბუ ინუს ჯიშის ძაღლის, კაბოსუს ფოტოსურათი, რომელზეც დამტვრეული ინგლისურით წარწერები იყო დატანილი. ყველაფერი Twitter-ზე გამოქვეყნებული ხუმრობით დაიწყო. შემდეგ პროგრამისტმა, ჯექსონ პალმერმა შექმნა Dogecoin-ის ვებგვერდი ახალი მონეტის იდეის აღწერით და თანამოაზრეების გამოხმაურებებს დაელოდა. ასე გაუჩნდა Dogecoin-ს კიდევ ერთი დეველოპერი ბილი მარკუსი.

DOGE არის ღია კოდის მქონე დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, რომელიც დაფუძნებულია ვალუტაზე Litecoin. თავდაპირველად, დეველოპერებმა მაინინგის მექანიზმი ისესხეს ბიტკოინისა და Luckycoin-ისგან (Bitcoin-ის ფორკი). Bitcoin-ის მსგავსად, Dogecoin-ს საკუთარი ბლოკჩეინი აქვს.

Dogecoin იყენებს კონსენსუსის ალგორითმს PoW. მიმკოინის PoS-ზე გადასვლის შესახებ ჭორების მიუხედავად (ერთხელ  ასეთი ვარაუდი ვიტალიკ ბუტერინმაც კი გამოთქვა), ასეთი ცვლილებები ჯერ არ იგეგმება. PoW-ის გამოყენების მიუხედავად, პროექტის დეველოპერები ამტკიცებენ, რომ Dogecoi-ის მაინინგის გავლენა გარემოზე მინიმალურია. DOGE-ის ბლოკირების სიჩქარე საკმაოდ მაღალია (1 ბლოკი 1 წუთში), ტრანზაქციის საკომისიო კი შედარებით დაბალია - დაახლოებით 0.01 DOGE.

Dogecoin-ის კურსის დინამიკა 2022-2023 წლებში

წყარო: coinbase

წყარო: coinbase

კერძო ინვესტორები: Dogecoin – ფინანსური პირამიდაა

დღეს Dogecoin-ის მართვასა და მხარდაჭერას არაკომერციული ორგანიზაცია Dogecoin Foundation ახორციელებს. გასული წლის შემოდგომაზე ფონდი ფინანსური პირამიდის შექმნის საქმეზე ერთ-ერთი მოპასუხე გახდა. $258 მილიარდიანი სარჩელი ინვესტორთა ჯგუფმა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. სხვა ბრალდებულებს შორისაა მეწარმე ილონ მასკი, მისი Tesla, SpaceX, Boring Co და სხვა მრავალი კომპანია. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მასკი და მისი კომპანიები 2 წლის განმავლობაში შეგნებულად ზრდიდნენ DOGE-ის ფასს 36000%-ზე მეტით, შემდეგ კი მისი კრახი დაუშვეს. ვითომ, ილონ მასკმა იცოდა, რომ კრიპტოვალუტას არ აქვს შინაგანი ღირებულება და რომ მისი ღირებულება „მხოლოდ მარკეტინგზეა დამოკიდებული“. შედეგად, სარჩელში აღნიშნულია, რომ სხვა ინვესტორების მოტყუებით მოპასუხეებმა "ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება მიიღეს". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მონეტის მთავარი ინვესტორი, სავარაუდოდ, არის  მასკი. ის, თავის მხრივ, ამბობს, რომ "უბრალოდ ბიჭებმა სთხოვეს".

ძაღლური ტოკენომიკა

თავდაპირველად, Dogecoin-ის ემისია 100 მილიარდ მონეტას შეადგენდა. თუმცა, 2014 წლის ჰარდფორკის შემდეგ, შეზღუდვა მოიხსნა. განახლების შედეგად Doge-ის ემისია ფიქსირებული გახდა. ის ერთ ბლოკზე 10 ათასი მონეტას შეადგენს. წელიწადში 5 მილიარდი 256 მილიონი მონეტა გამოდის.

Dogecoin-ს არ აქვს ზედა ზღვარი DOGE-ის ოდენობაზე, რომელიც შეიძლება იყოს მიმოქცევაში. ბიტკოინის მსგავსად, DOGE-ის გამომუშავება ბლოკის მაინინგის სანაცვლოდ ჯილდოების სახით ხდება. ჯილდოს სტრატეგია ასეთია: ყოველი მომდევნო 50 ათასი მონეტის მოპოვებით, ჯილდო ნახევრდება.
წყარო: Dogecoin-ის White paper

წყარო: Dogecoin-ის White paper

  • DOGE-ს მიმოქცევაში არსებული მიწოდება დაახლოებით 132,7 მილიარდ მონეტას შეადგენს. 
  • 2023 წლის დასაწყისიდან Dogecoin კურსი დაახლოებით $0,08-ია. 
  • 2022 წლის ბოლოსთვის Dogecoin-ს 4,4 მილიონი საფულე - მისამართი ჰქონდა.
  • ჰეშრეიტი: 484,91 TH/s.