Gala Games-ის და pNetwork-ის დავა სასამართლოში გადაწყდება

ფოტო - Gala Games-ის და pNetwork-ის დავა სასამართლოში გადაწყდება
სასამართლო სარჩელის მიხედვით, ქსელთაშორისო ხიდის პროვაიდერის გულგრილობამ უსაფრთხოების დარღვევა გამოიწვია, რასაც ჰაკერული შეტევა და ტოკენის, GALA-ს გაუფასურება მოჰყვა.
უფრო მეტიც,  Gala Games-ის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ pNetwork-ში მართვის გასაღების დაკარგვის შესახებ იცოდნენ და რეაგირება დაგვიანებით განზრახ მოახდინეს, რათა მაქსიმალური პროფიტი მიეღოთ.  

გასული წლის შემოდგომაზე ხიდზე, pNetwork-ზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა, ჰაკერმა 55 მლრდ. ტოკენის დამინტვა განახორციელა, შემდეგ კი ის  DEX Pancakeswap-ზე გაყიდა, რითაც GALA- ს კურსი ჩამოშალა. 

ახლა Gala Games სასამართლოს მეშვეობით $27,7  მლნ-ის კომპენსაციას და დამატებით გადახდებს მოითხოვს, რეპუტაციისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად და მასზე დაკისრებული  საჯარიმო სანქციების კომპენსაციის სახით.

GC
GN Crypto
ავტორი