"ციფრული ევრო შეიძლება არც იყოს!" - ფ. პანეტა, ეცბ

ფოტო - "ციფრული ევრო შეიძლება არც იყოს!" - ფ. პანეტა, ეცბ
ევროპარლამენტის ზოგიერთ დეპუტატსა და საზოგადოების ბევრ წარმომადგენელს ევროკავშირის ტერიტორიაზე ციფრული ევროს დანერგვის აუცილებლობაში ეჭვი სულ უფრო ხშირად ეპარება. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პერიოდულად იმართება აქციები CBDC-ის დანერგვის წინააღმდეგ. ეჭვები ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებსაც უჩნდებათ.
ევროპის ცენტრალური ბანკის (ეცბ) გამგეობის წევრმა, ფაბიო პანეტამ განაცხადა, რომ ციფრული ევროს შექმნის პროექტი შეიძლება ნებისმიერ დროს შეჩერდეს. ეს შეიძლება მოხდეს, ვინაიდან პარლამენტარები და საზოგადოება სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ ეჭვებს ევროკავშირში ცენტრალური ბანკის ერთიანი  ციფრული ვალუტის (CBDC) დანერგვასთან დაკავშირებით.
ფაბიო პანეტა ევროპარლამენტში სიტყვით გამოდის. წყარო: Global Government Fintech

ფაბიო პანეტა ევროპარლამენტში სიტყვით გამოდის. წყარო: Global Government Fintech

ცენტრალური ბანკი მიიჩნევს, რომ CBDC ევროკავშირის ტერიტორიაზე უნდა დაინერგოს. ერთიანი ციფრული ვალუტა უნდა გამოიყენონ იმ მოქალაქეებმაც კი, რომლებსაც საბანკო ანგარიშები არ აქვთ. ზოგიერთი კანონმდებელი და საზოგადოების წარმომადგენლების უმეტესობა ამას მიუღებლად მიიჩნევს. ისინი ამას გადაჭარბებულ ზეწოლად და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევად აფასებენ. ასევე ითხოვენ ციფრული ევროს დანერგვის იდეაზე უარის თქმას.
 
მანამდე ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ პროექტის ბედი უახლოეს მომავალში გადაწყდება. ბანკი კი გააჟღერებდა გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია თუ არა ციფრული ევროს შექმნის პროექტის გაგრძელება. თუმცა, ეცბ-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა თავის განცხადებაში, როგორც ჩანს, აღიარა, რომ დეპუტატებს, პარლამენტის ეკონომიკური და სავალუტო კომიტეტის მეშვეობით, ამ პროცესის დაჩქარება შეუძლიათ.
უნდა იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება [ციფრული ევროს] გამოშვებასთან დაკავშირებით, ცენტრალური ბანკი კი ამის მისაღებად და შესაბამისი რეაგირებისთვის მზად უნდა იყოს
, - განაცხადა პანეტამ.
თუ ეს მოწოდება [პროექტის არგაგრძელების შესახებ] გაკეთდება პოლიტიკურ დონეზე - ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მეშვეობით, რომელიც ყველა წევრი სახელმწიფოს პოზიციას ასახავს, მაშინ მე ვერ ვხედავ ვერანაირ შანსს, რომ ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა პროექტის განხორციელების გაგრძელება მარტო, ან დამოუკიდებლად შეძლოს
, - დასძინა მან.
ფაბიო პანეტამ კანონმდებლებს მოუწოდა, ბოლოსდაბოლოს გაბედონ და მიიღონ ახალი კანონები, თუ პროექტი არ შეჩერდება. ციფრული ევრო ევროკავშირში ლეგალური გადახდის საშუალებად უნდა იქცეს. პანეტა გულისხმობს, რომ ვაჭრებმა, რომლებიც უკვე იღებენ ციფრულ გადახდებს, CBDC-იც უნდა მიიღონ. ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა ეს საკითხი ფინანსთა მინისტრებთან უკვე განიხილეს, მაგრამ ჯერჯერობით პასუხის გარეშე დატოვეს.
 
”ჩვენ გვინდა, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ვითარებაში, გვექნება სისტემა, რომელიც ევროპის ყველა მოქალაქეს საშუალებას მისცემს, გადაიხადონ ყველგან უსაფრთხოდ და ეფექტურად, მაღალი საკომისიოს გარეშე,” - თქვა პანეტამ. ის ეყრდნობოდა ევროპის ცენტრალური ბანკის  კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ CBDC-ის ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციად ევროკავშირის მოქალაქეები ნებისმიერ ადგილას თავისუფლად გადახდის შესაძლებლობას მიიჩნევენ. 

პანეტას თქმით, ევროპის ცენტრალური ბანკი ასევე განიხილავს ციფრული ევროს სამომავლო გამოყენების შესაძლებლობას მოსახლეობის თითქმის 5%-ისთვის, რომელსაც არ აქვს, ან არ სურს 
საბანკო ანგარიშებთან ურთიერთობა. რეალიზაციის განხორციელება იგეგმება საფოსტო განყოფილებებში პირადობის დამადასტურებელი პროცედურით, ონლაინ, ან სხვა შუამავლების მეშვეობით.

დებატების დროს, კანონმდებლების ჯგუფს, რომლებიც ციფრული ევროს შემოღების მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებდნენ, დეპუტატი ხონას ფერნანდესი შეუერთდა.
ზოგიერთ ადამიანს გამოთქვამს ეჭვებს, აუცილებელია თუ არა, გვქონდეს ციფრული ევრო, როდესაც ძნელია მისი გარჩევა ნებისმიერი სხვა გადახდის მეთოდისგან, რომელიც უკვე არსებობს“, - თქვა მემარცხენე-ცენტრისტული სოციალისტური და დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წამყვანმა წევრმა, ფერნანდესმა. "როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობები გვაიძულებდა, შეგვეთანხმებინა ამ პროექტზე მუშაობის გაგრძელება?
მაგრამ პანეტამ ასეთ მოწოდებას დადებითად უპასუხა. ბრიუსელში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე მან აღნიშნა, რომ კანონმდებლების ასეთ შენიშვნებს აღიქვამს არა როგორც სკეპტიციზმს, არამედ როგორც პროექტის იდეის უკეთ გაგების სურვილს.
ვფიქრობ, პარლამენტარები ტყუილად არ არიან დაინტერესებულნი დეტალების გაგებით... თუ ჩვენ დავუშვებთ შეცდომებს, ამან შეიძლება დიდი ზიანი გამოიწვიოს“, - თქვა მან. ”ჩვენ არ გვინდა შეცდომების დაშვება, მაგრამ ვფიქრობ, კარგია, რომ სხვებს ამაში დარწმუნება სურთ