ჰონგ-კონგის კიბერპოლიციამ საკუთარი მეტავერს პლატფორმა გამოუშვა

ფოტო - ჰონგ-კონგის კიბერპოლიციამ საკუთარი მეტავერს პლატფორმა გამოუშვა
ჰონგ-კონგი კრიპტოექსპანსიას აგრძელებს და დგამს ლოგიკურ ნაბიჯებს, რათა ეს უარყოფითი შედეგების გარეშე მიმდინარეობდეს. ამაზე მიუთითებს კიბერპოლიციის გადაწყვეტილება მეტავერსის შექმნის შესახებ, რომელიც განკუთვნილია Web3-თან და ვირტუალურ სივრცესთან დაკავშირებული ახალი საფრთხეებისა და შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.
მაისში ჩატარებული ბეტა ტესტირების შემდეგ, პლატფორმა CyberDefender Metaverse, როგორც იქნა, წარადგინეს. ამისთვის გაიმართა ვირტუალურ სივრცეში საზეიმო ღონისძიება, რომელსაც ახალგაზრდები, მშობლები და პედაგოგები სტუმრობდნენ. პრეზენტაციას 120-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
 
დამსწრეებს ახალი პლატფორმის სამი სივრცე წარუდგინეს: CyberDefender City, Web3 გალერეა და სალექციო აუდიტორია.
CyberDefender Metaverse-ის გახსნა წყარო: ჰონგ-კონგის მთავრობის ვებგვერდი

CyberDefender Metaverse-ის გახსნა წყარო: ჰონგ-კონგის მთავრობის ვებგვერდი

მოწვეულმა მომხსენებლებმა ერიკ ენგმა (ჰონგ-კონგის კიბერსპორტის ასოციაციის დამფუძნებელი) და ასკა ენგი (ჰონგ-კონგის მულტიმედიური დიზაინის ასოციაციის ხელმძღვანელმა) გააზიარეს თავიანთი შეხედულებები Web3-ისა და მეტავერსის  სამეწარმეო პოტენციალის, NFT ინდუსტრიის კარიერის პერსპექტივებისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ხელოვნების შესაძლო ზემოქმედების შესახებ.

ასევე სიტყვით გამოვიდა ჰონგ-კონგის კიბერპოლიციის მთავარი ინსპექტორი იპ ჩეუკ-იუ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ მეტავერსში შეიძლება მოხვდეს კიბერდანაშაულის ნებისმიერი ფორმა. ეს შეიძლება იყოს სისტემის არასანქცირებული გატეხა, ქურდობა, საინვესტიციო თაღლითობები და სექსუალური დანაშაულებიც კი. გარდა ამისა, მან გააფრთხილა, რომ Web3-ის დეცენტრალიზებულმა ასპექტმა, კრიპტოვალუტების გამოყენებასთან ერთად, შეიძლება უნებლიედ შექმნას ხელსაყრელი გარემო ზემოხსენებული უკანონო ქმედებებისთვის.
გამომსვლელები პლატფორმა CyberDefender Metaverse-ის გახსნაზე წყარო: ჰონგ-კონგის მთავრობის ვებგვერდი

გამომსვლელები პლატფორმა CyberDefender Metaverse-ის გახსნაზე წყარო: ჰონგ-კონგის მთავრობის ვებგვერდი

ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითობების რაოდენობის ზრდის შემდეგ, ჰონგ-კონგში პლატფორმის ამოქმედება დროულია. ის მიზნად ისახავს ციფრული წიგნიერების გაძლიერებას, განსაკუთრებით მოზარდებში, ციფრული ეპოქის შესაძლებლობებისა და გამოწვევებისთვის მომზადების გზით. 

აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება გაიმართა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, რომელიც 1 ივნისს უნდა მოხდეს. სწორედ ამ დღიდან კრიპტოვალუტები და მასთან დაკავშირებული სავაჭრო-ფინანსური ოპერაციები ჰონგ-კონგში ოფიციალურად ლეგალური იქნება. თუმცა, როგორც ცნობილია, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ სპეციალურ პლატფორმებზე, რომლებსაც გააჩნია ლიცენზია. ასევე, ლეგალიზაცია ჯერ არ ვრცელდება სტეიბლკოინებზე.
 
გარდა ამისა, ჰონგ-კონგი აქტიურად მოძრაობს CBDC-ის მიმართულებით, რადგან მისმა ფულად-საკრედიტო სამმართველომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა საპილოტე პროგრამა ელექტრონული ჰონგკონგური დოლარისთვის (e-HKD). უფრო ვრცლად ამის შესახებ ჩვენს ცალკე სტატიაში წაიკითხეთ.