Elliott-ი მილიარდობით ინვესტიციას დებს Salesforce-ში
posted 23 იან 2023
ამერიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჰეჯ-ფონდმა, Elliott-მა, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტ Salesforce-ში.
"ჩვენ მოუთმენლად ველით Salesforce-თან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რათა მოვახდინოთ მისი დონის კომპანიის შესაფერისი ფასეულობის რეალიზება", - თქვა Elliot-ის მმართველმა პარტნიორმა ჯესი კონმა, რომელიც ადრე მსახურობდა Citrix, eBay Inc., და Twitter-ის დირექტორთა საბჭოში.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Salesforce-მა გამოაცხადა NFT Cloud პლატფორმის გაშვებაზე. 2019 წელს დეველოპერმა ბაზარს ბლოკჩეინის შემუშავების საკუთარი ინსტრუმენტი შესთავაზა.