Energy Web (EWT): სუფთა ენერგიაზე გადასვლა ბლოკჩეინის დახმარებით

icon EWT
ფოტო - Energy Web (EWT): სუფთა ენერგიაზე გადასვლა ბლოკჩეინის დახმარებით
Web3-კომპანია, რომელიც მწვანე ენერგეტიკის სექტორს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ კორპორატიულ პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს. ასე შეგვიძლია აღვწეროთ ორგანიზაციაა Energy Web, უფრო სწორად Energy Web Foundation.
კომპანიის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს  განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე საწარმოებს პროცესების ღირებულებისა და სირთულის შემცირებაში დაეხმაროს. აქედან გამომდინარე, EWF-ის გარშემო  კომუნალური ფირმების, სატელეკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისა და ენერგეტიკული პროექტების დეველოპერების საზოგადოება ყალიბდება.

ორგანიზაციის გლობალური მიზანია ნახშირბადის კვალის შემცირება და ეკოლოგიურად  სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება.

Energy Web  ეფუძნება ღია საწყისი  კოდის დეცენტრალიზებულ ოპერაციულ სისტემას EW-DOS. ის მოიცავს პროგრამების, პროტოკოლების, პლატფორმების და კონტრაქტების ნაკრებს და, რაც მთავარია, ბლოკჩეინ Energy Web Chain-ს.  

განაწილებულ რეესტრს აქვს Proof-of-Authority კონსენსუსის მექანიზმი და მუშაობს Ethereum ვირტუალური მანქანის დახმარებით. ის ენერგეტიკული დარგის ნორმატიულ, საოპერაციო და ბაზრის საჭიროებებთან არის ადაპრიტებული.

2023 წელს კომპანიამ წარმოადგინა ახალი Energy Web X ბლოკჩეინის სატესტო ვერსია, რომელიც SDK Substrate ფრეიმვორქზე შემუშავდა. EWX იმოქმედებს Energy Web Chain-ის პარალელურად. 

ვინაიდან Energy Web-ის ტექნოლოგიების ნაკრები ყველასთვის ხელმისაწვდომია, დეველოპერებს შეუძლიათ შეისწავლონ პროექტის კოდების ბაზა Github-ზე, რათა დაიწყონ საკუთარი dApps-ის შექმნა.
Energy Web-ის დეცენტრალიზებული ოპერაციული სისტემის ინფოგრაფიკა.  წყარო - Gitbook Energy Web Foundation

Energy Web-ის დეცენტრალიზებული ოპერაციული სისტემის ინფოგრაფიკა. წყარო - Gitbook Energy Web Foundation

Energy Web-ის შექმნის ისტორია

კომპანია  2017 წელს დაარსდა და შვეიცარიის ქალაქ ცუგში ორი სხვა ორგანიზაციის - RMI-სა და Grid Singularity-ის მიერ დარეგისტრირდა. პირველი დაკავებულია იმ გზების ძიებით, რომელიც ენერგეტიკულ სექტორს ნახშირბადის ნეიტრალიტეტამდე მიიყვანს, ხოლო მეორე ბლოკჩეინის შემუშავებით.

ასევე, Energy Web-ს ჰყავს 10 სხვა ოფიციალური დამფუძნებელი კომპანია, როგორიცაა Shell, Tokyo Electric, Singapore Power, Engie და სხვა. EWF-ის კომერციული დირექტორია იოანის ვლახოსი.

ტოკენი EWT

Energy Web Token (EWT) არის Energy Web Chain ბლოკჩეინის უტილიტარული ტოკენი. ის არის საკვანძო  ინსტრუმენტი ქსელში ტრანზაქციების უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად. ის გამოიყენება საკომისიოს გადასახდელად, ტრანზაქციების განსახორციელებლად, სტეიკინგისთვის, Energy Web Chain ქსელში აპლიკაციების  და სმარტ-კონტრაქტების გასაშვებად.
EWT ბირჟებზე პირველად  2019 წელს გამოჩნდა. სტატიის  წერის მომენტისთვის მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 70,9 მილიონ დოლარს შეადგენს. მიმოქცევაში არის 30 მილიონი EWT. მაქსიმალური მიწოდება 100 მილიონი ტოკენია.

Energy Web-ის პროგრამები

კომპანია სთავაზობს თავის სერვისებს და აღწევს დეკარბონიზაციის მიზნებს  ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველოფის შემდეგი პაკეტის მეშვეობით:

Green Proofs
პროგრამა, რომელიც ადასტურებს საჯარო ვალდებულებებს ნახშირბადის კვალის შემცირებასთან დაკავშირებით. ის ასევე ხელს უწყობს ნახშირბადნეიტრალური პროდუქტების იდენტიფიცირებას მიწოდების ჯაჭვებში. Green Proofs-ით მომხმარებლებს შეუძლიათ  შეამოწმონ მწარმოებლის სუფთა ენერგიით სარგებლობის სერტიფიკატი.

მაგალითად, ამ პროგრამულ უზრუნველყოფას  იყენებს კონცერნი Volkswagen. პროგრამა საშუალებას აძლევს კომპანიის მომხმარებლებს დარწმუნდნენ იმაში, რომ ის სთავაზობს ელექტრომობილების დამუხტვის 24-საათიანი რეჟიმის სადგურებს სუფთა ენერგიის წყაროებიდან.

ასევე, ამ გადაწყვეტილების ჩარჩოებში, Energy Web-მა გამოუშვა საკუთარი ინსტრუმენტების ნაკრები აპლიკაციების შესაქმნელად, რომლებიც აკონტროლებენ მწვანე ელექტროენერგიის წარმოებასა და მოხმარებას.

Data Exchange
პროგრამული უზრუნველყოფა ელექტროენერგეტიკული საწარმოებისთვის. ორგანიზაციებს მონაცემთა გაზიარებას და ელექტროენერგიის გადაცემის/განაწილების პროცესების კოორდინაციას უადვილებს, ზრდის ლოგისტიკის პროდუქტიულობას და ამცირებს ხარჯებს.

ამ პროგრამის ბაზაზე შეიქმნა პროექტი AEMO EDGE, რომელიც ელექტროენერგიის აგრეგატორებს აწვდის ინფორმაციას მოთხოვნისა და წარმოების შესახებ.

Asset Management
გადაწყვეტილება გთავაზობთ უწყვეტ მონიტორინგს, ავთენტიფიკაციას და ავტორიზაციას რესურსების მართვისა და ადმინისტრირებისთვის. პროგრამის მეშვეობით შეიძლება შეიქმნას აუდიტის ჟურნალები, რომელიც დაცული იქნება არასანქცირებული წვდომისგან. ასევე წარმოების მდგომარეობის კონტროლისა და შემოწმებისთვის, მოწყობილობების დისტანციური კონფიგურაციისთვის, თანამშრომლებისა და პარტნიორების მონაცემების მართვისთვის.

მაგალითად, Asset Management-ის ინტეგრირებით, კომპანიებმა KORE-მ და Kigen-მა შეიმუშავეს SIM-ბარათი IoT მოწყობილობებს შორის კომუნიკაციისთვის.

თავის მხრივ, Elia Group-ის მიერ Energy Web პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე შექმნილი ReBeam გადაწყვეტილება, საშუალებას აძლევს ელექტრომობილის მფლობელს  დასამუხტი სადგურისთვის ენერგიის მიმწოდებელი საკუთარი შეხედულების მიხედვით აირჩიოს.