თაღლითებმა საკუთარი თავი Uniswap-ის ხელმძღვანელებად გაასაღეს

ფოტო - თაღლითებმა საკუთარი თავი Uniswap-ის ხელმძღვანელებად გაასაღეს
ბოლო მოვლენებით შოკირებული, Uniswap-ის შემქმნელი გეიდენ ადამსი Twitter-ზე აღშფოთებულ პოსტებს დებს პლატფორმის წინააღმდეგ განხორციელებული გამიზნული თავხედური თაღლითობის გამო. ბოროტმოქმედებმა არა მარტო შეიმუშავეს კომპლექსური სქემა და ყალბი Uniswap ვებსაიტი შექმნეს, არამედ კიდევ უფრო შორს წავიდნენ. მათ Zoom-ზე ერთსაათიანი პრეზენტაცია ჩაწერეს, სადაც თითქოს კომპანიის თანამშრომლები საუბრობდნენ.
თავიანთი ქმედებების სანდოობის ასამაღლებლად, თაღლითებმა შექმნეს ვიდეოჩანაწერი, რომლის მონაწილეები საკუთარ თავს ჩინეთის ქალაქ შენჩჟენიდან Uniswap-ის მაღალი რანგის ხელმძღვანელ პირებად ასაღებდნენ,. თვითმარქვიები ურცხვად უწევდნენ რეკლამირებას  $UNI-ს, Uniswap-ის მშობლიურ კრიპტოვალუტას, რაც კიდევ უფრო მეტად ატყუებდა მაყურებელს.

ადამსმა ამ თაღლითობაზე რეაგირება ძალზე სწრაფად მოახდინა  - მან განაცხადა, რომ არც პირადად მას  და არც Uniswap-ის ნამდვილ გუნდს არაფერი აქვთ საერთო ვიდეოსთან ან მის მონაწილეებთან. მან აღნიშნა, რომ Uniswap და მისი ფონდი ამ თაღლითურ ქმედებებში არ მონაწილეობენ.

სქამის ასეთი დახვეწილი ვერსია ხაზს უსვამს ერთ გარემოებას - იყავით ფხიზლად, რომ საკუთარი თავი ასეთი მზაკვრული სქემებისგან დაიცვათ.

GC
GN Crypto
ავტორი