AI ევროკავშირის მარეგულირებლებს მოსვენებას არ აძლევს
ევროკავშირი ნეიროქსელებსა და საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სიტუაციის გამწვავებას ეხმაურება. სწორედ ამიტომ მოიწონეს პარლამენტარებმა კანონპროექტი მსგავსი ტექნოლოგიების რეგულირებისა და მათი შემქმნელების საქმიანობის შესახებ.
27 აპრილს ოფიციალურმა პირებმა დოკუმენტს მხარი დაუჭირეს. ახლა დეტალების შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. კონცეფციის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები რისკის დონის მიხედვით უნდა იყოს კლასიფიცირებული. მაღალი საფრთხის შემცველი პროდუქტები სრულად არ აიკრძალება, მაგრამ გამჭვირვალობის მკაცრი რეგულირების წინაშე აღმოჩნდება. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გენერაციული ინსტრუმენტები, როგორიცაა ChatGPT და Midjourney, ვალდებულნი იქნებიან, საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენების შესახებ ინფორმაცია წარადგინონ.
ევროპარლამენტის დეპუტატი სვენია ხანი კანონში ძლიერ ზედამხედველობასა და ეფექტურ რეგულირებას შორის დაბალანსებულ მიდგომას ხედავს. ის თვლის, რომ ეს ინოვაციასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. ახალი აქტი ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროკავშირის კანონის ნაწილია, რომელიც ცალკე ნორმების სახით პირველად დაახლოებით ორი წლის წინ იყო წარმოდგენილი.
იმავე წელს, ევროპულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Eurofi, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს მოიცავს, გამოაქვეყნა ჟურნალის ნომერი, რომელშიც იყო განყოფილება ევროკავშირის ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების დანერგვის შესახებ. განყოფილება შედგება ხუთი მინი ნარკვევისაგან, რომლებშიც განხილულია AI ინოვაცია და რეგულირება, ფინანსურ ინდუსტრიაზე და AI-ს შესახებ მომავალ კანონზე განსაკუთრებული აქცენტით.
Google Cloud-ში EMEA-ს ფინანსური სერვისების დირექტორმა, ჯორჯინა ბულკლიმ, ხელოვნური ინტელექტის მკაფიო რეგულირების აუცილებლობაზე მიუთითა: ”AI ზედმეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ მარეგულირებელი ნორმების უგულებელყოფა არ შეიძლება. ის ასევე ისეთი მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ უნდა დარეგულირდეს".