Fantom-ის ხელმძღვანელი: “NFT-ზე ნუ მოცდებით“

icon FTM
icon NFT
icon FOR
ფოტო - Fantom-ის ხელმძღვანელი: “NFT-ზე ნუ მოცდებით“
Fantom უახლოესი მომავლის გეგმებს ასახელებს და მხოლოდ "ყურადღების გამფანტველ" defi-ზე, nft-ზე, gamefi-სა და ბირჟებზე არ ფიქრობს.
კრიპტობაზრის ვოლატილობის მიუხედავად, ბევრი კომპანია მომავალს უყურებს. 

მათ შორისაა Fantom, რომელიც საკუთარ თავს აღწერს, როგორც ციფრული აქტივებისა და აპლიკაციებისთვის განკუთვნილი ღია საწყისი კოდის მქონე სმარტ კონტრაქტების სწრაფ და მაღალი პროდუქტიულობის მქონე პლატფორმას. 

Medium-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, Fantom Foundation-ის დირექტორმა, ანდრე კრონიემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წელი არასტაბილური იყო. მიუხედავად ამისა, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი, ვინაიდან "ხარული ბაზარია, როდესაც ჩვენ დათვურის ბაზრის დროს გაწეული სამუშაოსთვის ჯილდოს ვიღებთ. ისინი, ვინც მშენებლობას წელში გაწყვეტამდე აგრძელებენ, ზრდას აგრძელებენ, დახვეწას აგრძელებემ, ხარის ნაყოფს იმკიან". 

დამატებითი კომენტარების გაკეთებისას მან თქვა, რომ Fantom დათვურ ბაზარზე დაიბადა,  კომპანია ამ გარემოსთვის შესაფერისია და ინსტრუმენტების, ინტეგრაციის, ინტუიციურობის, დეველოპერისთვის UX-ის და ა.შ. გაუმჯობესებას გეგმავს. 

„ჩვენ არ უნდა მოვცდეთ ახალ ნარატივებზე; defi / nft / gamefi / exchanges / და ა.შ. მომდევნო 12 თვის განმავლობაში ჩვენი მთავარი მიზანი დეცენტრალიზებული აპლიკაციების დეველოპერებისთვის გარემოს შექმნა იქნება, რაც მდგარი ბიზნესის შექმნას მოემსახურება და ამასთან, 1-ლი დონის სხვა გადაწყვეტილებებისგან განსხვავებული იქნება", - განაცხადა კრონიემ.

 მან დასძინა, რომ კომპანია გაზის მონეტიზაციაზე, გაზის სუბსიდიებზე, ანგარიშების აბსტრაჰირებაზე, გაზის გადასახადის ეკონომიკურ აბსტრაჰირებაზე, ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე (Fantom-ის ვირტუალური მანქანა, შენახვის ახალი მექანიზმი), წარმოების დაპროექტებაზე, დოკუმენტაციასა და სწავლებაზე მუშაობას გეგმავს. 

გაზის მონეტიზაციის კონცეფციაზე საუბრისას, კრონიე ამბობს, რომ ის გაზის საფუძველზე მოქმედი დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის (YouTube-ისა და Twitch-ის მსგავსი სისტემა) მიღებული შემოსავლის გაყოფის საშუალებას იძლევა, რაც დეცენტრალიზებული აპლიკაციების ძლიერი დეველოპერებისთვის გრძელვადიან მდგრად შემოსავალს უზრუნველყოფს. 

2018 წელს ამოქმედებული Fantom (FTM) კრიპტოვალუტაა, რომლის არსებული შემოთავაზება 3 175 000 000-ს შეადგენს. აქედან 2 767 661 433,537101 მიმოქცევაშია. პუბლიკაციის მომენტისთვის ის 0,2015 დოლარად ივაჭრება.

ადრე GNcrypto წერდა მარტივი მეთოდის შესახებ, რომელსაც ჰაკერები NFT-ების ჯადოსნურად მოსაპარად იყენებდნენ.