BlackRock ბიტკოინში ინვესტირებას აგრძელებს

ფოტო - BlackRock ბიტკოინში ინვესტირებას აგრძელებს
საინვესტიციო კომპანიამ BlackRock, რომელიც აქტივების მართვითაა დაკავებული, ბიტკოინის ფიუჩერსები თავისი გლობალური გამანაწილებელი ფონდის აქტივების სიაში დაამატა.
ამიერიდან Global Allocation Fund-ის მენეჯერებს სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის რეგისტრაციის მქონე ბირჟებზე BTC-ის კონტრაქტების ყიდვა შეუძლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ფასის მოძრაობა მოკლევადიან პერსპექტივაში არასტაბილურია, გრძელვადიან პერსპექტივაში, აქტივი, როგორც წესი, კარგ შემოსავლიანობას აჩვენებს. ალბათ, ამიტომაც BlackRock-მა თავისი კლიენტების პორტფელებისთვის სარგებელი დაინახა BTC-ში, რომელიც ფასი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მინიმალურია.

Global Allocation Fund იმ რამდენიმე ფონდიდან ერთ-ერთია, რომელთა შემადგენლობაში პირველი კრიპტოვალუტა ფიგურირებს. ეს მიანიშნებს, რომ კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელშიც კი BTC შეიძლება, მართებული აქტივი იყოს. 

მას შემდეგ, რაც BlackRock-ის სიახლე დადებით შედეგს მოიტანს, ბაზრის ლიდერის მაგალითს შეიძლება, სხვა საინვესტიციო კომპანიებმა მიბაძონ და თავის ფონდებში BTC ფიუჩერსები და სხვა ციფრული დერივატივები დაამატონ.

შეგახსენებთ, რომ Global Allocation Fund დივერსიფიცირებული ფონდია, რომლის აქტივების სია მოიცავს ამერიკულ, ევროპულ და აზიურ აქციებს, სავალო ვალდებულებებს, კაპიტალის ბაზრის ფასიან ქაღალდებს. ფინანსური ინსტრუმენტები პერიოდულად იცვლება და ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე ივსება. ფონდის მენეჯმენტის პოლიტიკის მიხედვით, ის თავისი სახსრების დაახლოებით 70%-ს წამყვანი ემიტენტების აქციებში დებს. ვებგვერდ BlackRock-ის თანახმად, Global Allocation Fund ზომა $18 457 მილიონს შეადგენს.

BlackRock-ის გამანაწილებელი ფონდის კლიენტები, როგორც წესი, არიან "თეთრსაყელოიანები" - ადამიანები, რომლებსაც ინვესტიციისთვის დანაზოგი აქვთ, მაგრამ ბაზარზე დამოუკიდებლად დაკვირვების დრო და სურვილი არ გააჩნიათ.

BlackRock მოძრაობა კრიპტოვალუტებისკენ

მანამდე BlackRock-ს უკვე დამატებული ჰქონდა BTC ფიუჩერსები ხელმისაწვდომი წარმოებულები ფინანსური ინსტრუმენტების სიაში მისი ორი ფონდისთვის. მოვლენა ბიტკოინის შესახებ საინვესტიციო კომპანიის გენერალური დირექტორის, ლარი ფინკის ოპტიმისტური განცხადების ფონზე მოხდა. მან განაცხადა, რომ პირველი კრიპტოვალუტა შეიძლება, ოქროს მნიშვნელოვანი ჩანაცვლება გახდეს და აღნიშნა, რომ BTC-ის პოპულარობა აშშ დოლარზე ახდენს გავლენას. ბევრისთვის მისი სიტყვები მოულოდნელი იყო, რადგან ის ბიტკოინს სპეკულაციურ აქტივად და ფულის გათეთრების ინსტრუმენტად თვლიდა.

2022 წლის ოქტომბერში BlackRock-მა ბლოკჩეინ-ინდუსტრიის კომპანიებისთვის ETF შექმნა, რომლის მეშვეობითაც ინვესტორებმა კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სექტორზე  წვდომა მიიღეს.

გასული წლის აგვისტოში BlackRock-მა ამერიკულ კრიპტობირჟასთან Coinbase პარტნიორობა გააფორმა.  თანამშრომლობა Coinbase Prime ანგარიშების გამოყენებით, კომპანიის ინსტიტუციონალური კლიენტებისთვის ბიტკოინით ვაჭრობისა და ბაზრის ანალიზზე წვდომის უზრუნველყოფას გულისხმობდა.