სკ “ბარსელონა” და Plastiks: ბრძოლა ნარჩენებთან NFT-ის მეშვეობით
საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ”, WhiteBit-ის ოფიციალურმა პარტნიორმა, Plastiks-თან თანამშრომლობით, გამოუშვა ექსკლუზიური NFT კოლექცია Unleash Your Passion, რომელიც მიზნად ისახავს პლანეტის პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას.
ეს კაცობრიობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება: ეკოლოგების გაფრთხილების მიუხედავად, გარემოში ყოველწლიურად ტონობით პლასტმასი იყრება. არც საფეხბურთო საზოგადოებაა, სამწუხაროდ, გამონაკლისი: მხოლოდ ერთ მატჩის მსვლელობისას წარმოიქმნება 8000 კგ-ზე მეტი ნარჩენი, რის გამოც ბევრი კლუბი და კომპანია გამოყენებული მასალის გადამუშავებას ცდილობს.
ახალი კოლექციის წყალობით გუნდი შეძლებს გამოყენებული პლასტმასის რაოდენობის შემცირებას დაახლოებით 35000 კგ-ით. ერთი შეხედვით, ეს მცირე რიცხვია, მაგრამ “ბარსელონამ” გააფორმა გრძელვადიანი პარტნიორობა Plastiks-თან (ეკო-კომპანია, რომელიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებს იყენებსას), რომელიც გეგმავს ხანგრძლივი პერიოდით დაკავდეს გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრით. შეთანხმებების თანახმად, მათ ერთად უნდა გაანადგურონ ერთ ტონაზე მეტი ნარჩენი სამ წელიწადში, სხვადასხვა თემების NFT-ების გამოშვებით და საინტერესო ბონუსების უზრუნველყოფით. ეს ყველაფერი კლუბის სტრატეგიულ გეგმას შეესაბამება.
Plastiks-თან ალიანსი გვეხმარება გაეროს და ევროკომისიის მიზნების მიღწევაში 2030 და 2050 წლებისთვის, განსაკუთრებით ნარჩენების სფეროში. გარდა ამისა, ამ პროექტის წამოწყება ასევე მთელ მსოფლიოში ადამიანების ცნობიერების ამაღლებისკენ მოწოდებას ნიშნავს, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს უფრო მდგრად საზოგადოებაში და დაეხმაროს გარემოს აღდგენას.©ჟორდი პორტაბელა, სკ “ბარსელონას” მდგრადი განვითარების დირექტორი
თავად კოლექცია შეიცავს 3000 NFT-ს (150 ვარიანტის 20 ეგზემპლარი) ცხოველების გამოსახულებით. არაჩანაცვლებადი ტოკენების შესაქმნელად, Plastiks ნახშირბად-უარყოფით ბლოკჩეინს Celo-ს იყენებს. NFT-ის მფლობელებს სხვადასხვა უპირატესობებს ჰპირდებიან, რომლებიც საფეხბურთო კლუბთან ერთად არის შექმნილი, რათა ფანებს კამპანიაში უფრო აქტიური მონაწილეობისკენ უბიძგონ: სოციალურ ქსელებში მოხსენიება, შეზღუდული კონტენტი, ექსკლუზიური ღონისძიებები და კლუბის ვარსკვლავების ავტოგრაფით ათი მაისურის გათამაშებაში მონაწილეობა (ჟორდი ალბა, ბუსკეტსი, ჰავი, ანსუ ფატი და სხვები). თითოეული შენაძენი ორამდე ლატარიის ბილეთს აგენერირებს, რომელთა მეშვეობით გამარჯვებულები 2023 წლის 22 ივნისს გამოვლინდებიან.
კოლექცია Unleash Your Passion. წყარო: Plastiks-ის ოფიციალური საიტი.
ოფიციალურად, გაყიდვები Plastiks-ის სავაჭრო პლატფორმაზე მიმდინარეობს. სტატიის წერის მომენტისთვის, NFT-ების უმეტესობა ხელმისაწვდომი რჩება, მაგრამ ზოგიერთი უკვე მთლიანად გაყიდულია. ფასები იწყება 20 დოლარიდან, ხოლო გადახდა კრიპტოვალუტით ან საბანკო ბარათით ხდება, რომლის ტრანზაქციებს კომპანიის სხვა პარტნიორების დახმარებით შემდგომი წვლილი შეაქვს პლასტმასის გადამუშავებაში. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება - მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა საკუთარი თავის მიმართ ყურადღებას, ძირითადად, ჯილდოებით იქცევს, ის რჩება ფოკუსირებული პროექტის ძირითად მიზანზე.
ასევე აღსანიშნავია კომპანიების გრძელვადიანი პარტნიორობა. ეს მიუთითებს ლეგენდარული საფეხბურთო კლუბის შესაძლო გეგმებზე მეტად იყოს წარმოდგენილი დეცენტრალიზებულ სივრცეში. ამიტომ, ბარსას გულშემატკივრებმა თვალი უნდა ადევნონ მათი საყვარელი გუნდის ყველა განახლებას, რათა არ გამოტოვონ შესაძლებლობა, რომ ექსკლუზიური საზოგადოების ნაწილი გახდნენ.