მაროკოს ციხეში ფრანგი კრიპტოს გამოყენებისთვის მოხვდა

ფოტო - მაროკოს ციხეში ფრანგი კრიპტოს გამოყენებისთვის მოხვდა
21 წლის კრიპტოტრეიდერი საფრანგეთიდან თომას კლაუზი €3,4 მილიონით დააჯარიმეს და წელიწადნახევარით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმის გამო, რომ მან გამოიყენა კრიპტოვალუტა, რომელსაც მაროკოს ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ქვეყნებზე, რომლებშიც კრიპტოვალუტით შესრულებული ნებისმიერი ოპერაცია სისხლისსამართლებრივი დევნის რისკს შეიცავს. მაროკო შედის იმ იურისდიქციების სიაში, სადაც ციფრული აქტივები უკანონოა.

სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ტურისტები და ექსპატები ადგილობრივ აკრძალვებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ისევ ვრწმუნდებით, რომ კანონის არცოდნა პასუხისმგებლობისგან არავის ათავისუფლებს.
თომას კლაუზი ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომაზე დააკავეს იმის გამო, რომ მან ძვირადღირებული მანქანის შესაძენად BTC გამოიყენა, რაც მაროკოს საბაჟომ უკანონო ტრანზაქციად შეაფასა.
თომას კლაუზის შენაძენი არ შეარგეს. წყარო: bladei.net

თომას კლაუზის შენაძენი არ შეარგეს. წყარო: bladei.net

თომასის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც კასაბლანკაში მცხოვრებმა ფრანგმა ქალმა ადგილობრივ ხელისუფლებას საჩივრით მიმართა.

ამ ქალბატონმა თომასს Ferrari 400 000 ევროდ კრიპტოვალუტაში მიჰყიდა. საფულეში ფული დროულად და სრულად 2021 წლის აპრილში ჩაერიცხა, როდესაც BTC კურსი $60 000-ის ნიშნულზე იყო. გაბრაზებულმა ქალმა სასამართლოში საჩივარი იმავე წლის ივლისში შეიტანა, როდესაც ბიტკოინის ფასი $30 000-მდე დაეცა.

2021 წლის ოქტომბერში კლაუზი გაასამართლეს მაროკოს ტერიტორიაზე უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორებისთვის.

სიტუაციის პიკანტურობა იმაში მდგომარეობდა, რომ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის კურსი კვლავ გაიზარდა, მაგრამ ამას მოსამართლეების პოზიცია არ შეურბილებია. 2021 წლის დეკემბერში  უიღბლო ტრეიდერი ჩასვეს ციხეში, სადაც ის დღემდე რჩება.

ეს ამბავი მასმედიაში ვერც კი მოხვდებოდა, რომ არა კლაუზის ადვოკატი, რომელსაც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სასჯელის ვადის შემცირებას ცდილობდა. მოსმენების დროს გამოვლინდა კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების კიდევ ერთი ეპიზოდი: როგორც გაირკვა, თომასმა, იმავე პერიოდში, იყიდა სამი ძვირადღირებული შვეიცარიული საათი. ამიტომ სასამართლომ არათუ არ შეუმცირა თომასს პატიმრობის ვადა, არამედ დააკისრა საათის მფლობელისთვის კომპენსაციის გადახდა 40 000 დირჰამის (€3900) ოდენობით.

ადვოკატის, მოჰამედ აგანაჯის თქმით, კლაუზი ციხეში კიდევ ორ ​​თვეს გაატარებს. ტრეიდერის მამამ განაცხადა, რომ მისი ვაჟი მაროკოში აფრიკული კრიპტობირჟა Africa Pay-ს შექმნის გეგმით ჩავიდა, ამიტომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის შესყიდვებს.

ჭეშმარიტად, ყველაზე ძვირი საკუთარი სისულელე გვიჯდება.