ჯასტინ სანი მიმკოინებს დაუჭერს მხარს

ფოტო - ჯასტინ სანი მიმკოინებს დაუჭერს მხარს
ჯასტინ სანმა განაცხადა, რომ მზადაა, მიმკოინების შემუშავებაში $1 მილიონამდე ჩადოს. მაგრამ იმ პირობით, რომ პროექტები ბლოკჩეინ Tron-ის შესაძლებლობებს გამოიყენებენ.
უფრო მეტიც, BitTorrent-ისა და Tron-ის დამფუძნებელი Huobi-სა და Poloniex-ზე ასეთი ალტკოინების პრიორიტეტული განთავსების  წინადადებით გამოვიდა.

გასაგებია, რომ ჯასტინ სანს ასეთი გულუხვი შეთავაზებას მიზეზი მხოლოდ გულკეთილობა არ იყო. ეს ინიციატივა არის იმ  მარკეტინგული ძალისხმევის ნაწილი, რომელიც Tron-ის ქსელის გამოყენების გაფართოებაზეა მიმართული. ჯასტინს, როგორც გამოცდილ მენეჯერს, ესმის, რომ ამისთვის აუცილებელია ბლოკჩეინზე რაც შეიძლება მეტი საინვესტიციოდ მიმზიდველი პროექტის მოზიდვა. ფინანსური მხარდაჭერა კი განკუთვნილია მიმკოინების დეველოპერებისთვის გაზის საკომისიოს ხარჯების ასანაზღაურებლად.

სანის განცხადება Twitter-ზე გამოქვეყნდა და ასე ჟღერდა:

ყურადღება, მიმკოინების დეველოპერებო! შეუერთდით #TRON-სა და #BitTorrent-ს თქვენს მიმკოინებთან ერთად და ისარგებლეთ ჩვენი $1 მილიონამდე ფინანსური მხარდაჭერით თქვენი საკომისიოების ასანაზღაურებლად. გარდა ამისა, წამყვანი ბირჟები, როგორიცაა HuobiGlobal და Poloniex, პრიორიტეტს თქვენი მიმკოინის ლისტინგს მიანიჭებენ.

დიდი ალბათობით, ამ პოსტის ადრესატები Banano-სა და ELON-ის მსგავსი, ნაკლებად ცნობილი ალტკოინების გუნდებია, რომლებსაც შეუძლიათ, ისარგებლონ გამოცდილი ბლოკჩეინ-მოთამაშეების მხარდაჭერით.

დადის ჭორები, რომ ჯასტინ სანი Huobi-ს ნამდვილი მფლობელია, თუმცა თავად ის ამ ფაქტს უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქმეში მისი მონაწილეობა მრჩეველთა საბჭოს წევრობით შემოიფარგლება.

მაგრამ თუ ეს ასეა, როგორ შეუძლია მრჩეველთა საბჭოს წევრს იმის გარანტირება, რომ Tron და BitTorrent მიმკოინების შემუშავებასა და ეკოლოგიურ განვითარებას Huobi-სთან პარტნიორობით დაუჭერენ მხარს?

გარდა ამისა, ჯასტინმა პირობა დადო, რომ TronDAO შექმნის ფონდს Memeverse-ს , რომელიც Tron-ის ეკოსისტემაში მიმ ტოკენების ყველაზე პოპულარული პროექტების დაჯილდოებისთვის  20 მილიონ TRX-ს შეინახავს.

როგორც ჩანს, მიმკოინმანიამ ყველაზე ცივსისხლიანი და წინდახედული კრიპტოლიდერებიც კი დაატყვევა და ისინი, ისევე როგორც ჩვეულებრივი ტრეიდერები, FOMO-ს გავლენის ქვეშ ექცევიან.