Friendship Bracelet: სიმბოლო გენერატიული ხელოვნების სიყვარულის

ფოტო - Friendship Bracelet: სიმბოლო გენერატიული ხელოვნების სიყვარულის
შეუძლია თუ არა ციფრულ ხელოვნებას ფიზიკურ სამყაროში ხორცშესხმა და თუ შეიძლება მას არა მატერიალური, არამედ სულიერი ფასეულობა ჰქონდეს? კი, თუ ეს არის The Friendship Bracelet Project გენერატიული ხელოვნების პლატფორმის Art Blocks დამფუძნებლებისგან.
Art Blocks–ის დამფუძნებელი  ერიკ კალდერონი,ასევე ცნობილი ფსევდონიმით Snowfro, რამდენიმე წლის განმავლობაში ფიქრობდა ციფრული ხელოვნების ნიმუშების ფიზიკურ სამყაროში რეალიზაციის იდეაზე.  მხატვრისთვის მნიშვნელოვანი იყო სიმბოლური ობიექტის მიღება, მაშინ როდესაც მისი მატერიალური ფასეულობა უკანა პლანზე გადაინაცვლებდა. MacTuitui–სთან  (ალექსის ანდრე) მისი კოლაბორაციის შედეგი გახდა მეგობრობის სამაჯური.
წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea

პროექტზე მუშაობისას, ავტორები შთაგონებას ხელოვნების მიმართ  მოქანდაკისა და ხელოვნებათმცოდნეს დონალდ ჯადის პრაკტიკულ მიდგომაში ნახულობდნენ, კერძოდ, ისინი  დიზაინის ელეგანტურობასთან საყოფაცხოვრებო მაღაზიაში  მონახული მასალების ხელმისაწვდომობის  შერწყმამ  მონუსხა. Friendship Bracelet  ჯადის კონცეფციის თანამედროვე განსახიერება გახდა,სადაც მნიშვნელობა როგორც ხელოვნების ნიმუშის ფლობას, ისევე მისი შექმნის პროცესს აქვს.  

მეგობრობის სამაჯური  — ეს არა მხოლოდ გენერატიული  NFT–ს კოლექციაა,არამედ მულინეს ჩვეულებრივი ძაფებით საკუთარი ხელით ანალოგიური სამაჯურის შექმნის ინსტრუქციაც.  პროექტი უნიკალური შემოქმედებითმა კოდირებამ და სამკაულების მრავალფეროვანმა ფერთა გამამ გახადა. Friendship Bracelet–ის შექმნაში მონაწილეობა Art Blocks–ის გუნდის ყველა წევრმა მიიღო: თითოეულმა  მათგანმა საკუთარი პალიტრა შეიმუშავა და სახელი მისცა.
წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea

ამ პროექტით Art Blocks–ის საზოგადოებამ მადლიერება გამოხატა იმ ავტორების და კოლექციონერების მიმართ, ვისაც  თავისი წვლილი შეჰქონდა პლატფორმის საქმიანობაში და განაგრძობს თანამედროვე სამყაროში გენერატიული ხელოვნების პოპულარიზაციას: 
ამ პროექტში მონაწილეობის მიღება არის, როგორც ონლაინ,ისე რეალურ ცხოვრებაში, იმის სიგნალი, რომ თქვენ ხართ ხელოვნებისა და საზოგადოების ამ ევოლუციის მონაწილე. თქვენ ეწევით საუკეთესო იდეების პოპულარიზაციას. თქვენ ხართ მიზეზი, რომლის გამოც ყველა ეს შემოქმედებითი პროექტი ხორცს ისხამს.
კოლექციის გამოშვებისას Art Blocks–ის  ნამუშევრების ყველა მფლობელს შეეძლო თეთრ სიაში მოხვედრა და 2 NFT–ს მიღება,მხოლოდ გაზის საფასურის გადახდით. შემქმნელთა ჩანაფიქრით, ერთი სამაჯური მყიდველს თავისთვის უნდა დაეტოვა, მეორე კი მეგობრისთვის გაეზიარებინა, და ამით გაეგრძელებინა გენერატიული ხელოვნების პოპულარიზაცია.

Art Blocks–ის სხვა უამრავი პროექტის მსგავსად, Friendship Bracelet NFT-ბაზარზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სტატიის დაწერის მომენტისთვის OpenSea–ზე  კოლექციის საერთო გაყიდვების მოცულობამ  8 823 ETH შეადგინა, რამაც საერთო რეიტინგში უზრუნველჰყო მისთვის   35–ე ადგილი. სიმბოლური სამაჯურების მფლობელი უკვე  13 000 მომხმარებელზე მეტი გახდა.