გამოკითხულთა 69%: მეტავერსი სოციალურ ცხოვრებას ჩაანაცვლებს

ფოტო - გამოკითხულთა 69%: მეტავერსი სოციალურ ცხოვრებას ჩაანაცვლებს
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელი კრიპტოვალუტის ბაზრისთვის საკმაოდ რთული წელი იყო, მაინც იგრძნობა, რომ ამ სფეროში დიდი პერსპექტივები არსებობს. მაგრამ ყველაზე მეტი ყურადღება მეტავერსებისა და Web3-ის სექტორმა მიიპყრო.
ცოტა ხნის წინ CoinWire-ის გუნდმა კრიპტოვალუტის 10000 მომხმარებელს შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 69%-ს სჯერა, რომ მეტავერსში დასვენება მათ ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას ჩაანაცვლებს. თანაც, დაახლოებით ნახევარი მიიჩნევს, რომ მეტავერსი გავლენას მოახდენს სხვა სფეროებზეც, როგორიცაა განათლება, ფინანსები და ბიზნესი.
 მეტავერსის ტრენდი ციფრებში წყარო: CoinWire

მეტავერსის ტრენდი ციფრებში წყარო: CoinWire

დიდ ფსონს ამ ინდუსტრიაზე აკეთებენ ცნობილი კომპანიებიც, როგორიცაა Meta, Microsoft, Nike, Nvidia და მრავალი სხვა. ამ მხრივ Microsoft ლიდერობს, რადგან ბოლო 5 წლის განმავლობაში კორპორაციამ მეტავერსთან დაკავშირებული 158 პატენტი მიიღო. მას Samsung Electronics მოჰყვება, რომელსაც ხელთ 122 პატენტი აქვს.

არანაკლებ საინტერესოა გამოკითხვის სხვა შედეგებიც, რომელთა თანახმად ინვესტორების ნახევარი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რომ მათ ტერმინ Web3-ის მნიშვნელობა ზუსტად ესმით. 60%-ს კი სურს, რომ დარგში მეტი წესი იყოს დამკვიდრებული, რაც მას უფრო რეგულირებადს და გასაგებს გახდის.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF 2023) წარმოდგენილი იყო ინიციატივა სახელწოდებით „მეტავერსის განსაზღვრა და აგება“. მას 120-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. ამ ფორუმის კომისიამ გააშუქა ინიციატივის პირველი ორი დოკუმენტი, რომელიც ეხება მმართველობას, ურთიერთქმედებასა და მომხმარებლის როლს მომავლის მეტავერსში.

ზოგადად, კრიპტოინდუსტრიის ეს სექტორი ერთ ადგილზე არ დგას, რაზეც ელექტრონიკის გამოფენა CES 2023-ც აჩვენებს. მასზე წარმოდგენილი იყო მეტავერსის მცხოვრებთათვის განკუთვნილი ინოვაციები, რომლებიც შეხებისა და სუნის შეგრძნებას შესაძლებლობებსაც კი ითვალისწინებს.

ცოტა ხნის წინ ჩვენ მიმოვიხილეთ ვირტუალური სამყაროს სათვალეები სხვადასხვა მწარმოებლებისგან, როგორიცაა Apple, Google, Meta და Microsoft. ამ გაჯეტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ჩვენი სპეციალური სტატია წაიკითხოთ.