ჩინეთის დედაქალაქი Web3-ით დაინტერესდა: აკრძალვა წარსულს ჩაბარდა

ფოტო - ჩინეთის დედაქალაქი Web3-ით დაინტერესდა: აკრძალვა წარსულს ჩაბარდა
web3-ის სფეროში განვითარებისა და ინოვაციებისკენ სწრაფვის პარალელურად, პეკინმა საკუთარი „თეთრი წიგნი“ გამოაქვეყნა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს, The Paper-ის ინფორმაციით, ეს დოკუმენტი Web3-ის ინოვაციებისა და განვითარების თეთრი წიგნის (2023)“ სახელს ატარებს და აღნიშნულ ტექნოლოგიას „მომავლის ინტერნეტ-ინდუსტრიის შეუქცევადი განვითარების ვექტორს“ უწოდებს.
პროექტის პრეზენტაცია ფორუმზე გაიმართა, რომელიც პეკინის სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის მიერ „ჩჟუნგუანცუნის“ სამეცნიერო ცენტრში იყო ორგანიზებული.

ამ ორგანიზაციის ძირითადი მიზანია - პეკინის, ციფრული ეკონომიკის სფეროში ინოვაციების მსოფლიოს ხაბად გადაქცევა. როგორც  „ჩჟუნგუანცუნის“ სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა იან ჰუნფუმ განაცხადა, ამ ამოცანის რეალიზებისთვის ჩაოიანის საქალაქო ოლქი 2025 წლამდე 100 მლნ იუანის (14 მლნ აშშ დოლარის), გამოყოფის ვალდებულებას იღებს.  ჩჟუნგუანცუნი ჩინეთის სილიციუმის ველად ითვლება.

თუ „თეთრ წიგნს“ ვენდობით, პეკინი დარგის პოლიტიკური მხარდაჭერის გააქტიურებას და მოწინავე პროექტების მხარდაჭერას გეგმავს, რაც მომავალში web3-ინდუსტრიის აყვავებას ხელს შეუწყობს.

ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისია ამ დღეებში კრიპტოვალუტების სექტორისთვის შემუშავებული ნორმების ჩამონათვალი წარმოადგინა. სიახლეები ძალაში შედის 1-ლი ივნისიდან და ის საცალო ინვესტორებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის უფლებას აძლევს. გარდა ამისა, კრიპტოვალუტის პლატფორმების ლიცენზირების ახალი სისტემა გაჩნდება.  აშშ-ში კრიპტოვალუტებზე მუდმივი ზეწოლის საპირისპიროდ, ჩინეთის მთავრობა ახორციელებს ზომებს, რომ რეგიონი კრიპტოვალუტების საწარმოების მუშაობისთვის ხელსაყრელი ადგილი გახდეს. როგორც ჩანს, ჩინეთმა ამ დარგის მიმართ უფრო მოქნილი პოლიტიკა აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს მან ციფრული აქტივების გამოყენება უკანონოდ გამოაცხადა.

GC
GN Crypto
ავტორი