სტეიბლკოინ USDD-ს მიმოხილვა

icon USDD
ფოტო - სტეიბლკოინ USDD-ს მიმოხილვა
USDD არის ალგორითმული სტეიბლკოინი, რომელიც აშშ დოლარზეა მიბმული. მისი ემიტენტია TRON Foundation, და ჯასტინ სანი ამტკიცებს, რომ ეს მონეტა ყველა საბაზრო სტეიბლკოინის საუკეთესო მახასიათებლებს აერთიანებს.
აშშ დოლარზე მიბმული კრიპტოვალუტები ცდილობენ აქტივის ღირებულება 1 დოლარის ფარგლებში შეინარჩუნონ და მუშაობენ, როგორც ნებისმიერი სხვა ციფრული აქტივი, რომელიც ფასეულობის სახით შეიძლება ერთი კრიპტომისამართიდან მეორეზე გადავიტანოთ.

ერთ-ერთ ინტერვიუში TRON-ის დამფუძნებელმა განაცხადა შემდეგი: „...ჩვენ შევისწავლეთ ყველა ალგორითმი სტეიბლკოინების დეცენტრალიზებულ ბაზრებზე,  შემდეგ გამოვიყენეთ ყველა სტეიბლკოინის უპირატესობა და ტრეიდერებისთვის საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ.”

რას ნიშნავს „სხვადასხვა სტეიბლკოინის უპირატესობების გაერთიანება”?

USDD  2022 წლის 5 მაისს გაუშვეს მიმოქცევაში. ნავარაუდევი იყო, რომ მონეტა გაჰყვებოდა სხვა ალგორითმული სტაბილური მონეტის, Terra USD (UST) ემისიისა და დაწვის  ალგორითმს, რომ შეენარჩუნებინა 1:1 ბმა აშშ დოლარზე. მაგრამ, უკვე ივნისში, დაიკარგა ბმა დოლარზე და კონტროლი კურსზე, რომელიც  $0,93-მდე დაეცა. ალგორითმი სიცოცხლისუუნარო აღმოჩნდა და USDD-მ ფაქტიურად გაიმეორა Terra USD-ის კრახის საწყისი ეტაპი. მაგრამ, ჯასტინ სანმა მოახერხა არ შესულიყო "სიკვდილის სპირალში", რომლიდანაც დო კვონის პროექტი ვერ გამოვიდა.

უფრო მეტიც, რამდენიმე მარეგულირებელმა ორგანომ ერთდროულად გააკეთა ხმაურიანი განცხადება ალგორითმული სტეიბლკოინების წინააღმდეგ და მათ არასაკმარის უზრუნველყოფაზე გაამახვილეს ყურადღება.

ამ ორმა მოვლენამ აიძულა დეველოპერები ეპოვათ სხვა გამოსავალი USDD ფასის გასაკონტროლებლად. თავდაპირველად მათ სცადეს პრობლემის გადაჭრა 100 მილიონი დოლარის ტრანშით სტეიბლკოინის უზრუნველყოფის განაკვეთის ასამაღლებლად.

მაგრამ, ამას დიდად არ შეუცვლია სურათი. ფასმა მაინც ვერ გადალახა $0.98 ზღვარი.
სტეიბლკოინმა USDD-მ დოლარზე ბმა ვერ შეინარჩუნა. წყარო: coingecko

სტეიბლკოინმა USDD-მ დოლარზე ბმა ვერ შეინარჩუნა. წყარო: coingecko

საბოლოო ჯამში, პროექტის დეველოპერებმა აირჩიეს მაღალლიკვიდური აქტივების  (BTC და USDT) რეზერვით გამყარებული TRX დაწვის მექანიზმი. Tron DAO-ს შერჩეულმა წევრებმა მოიპოვეს უფლება დაეწვათ ბლოკჩეინ Tron-ის ნატიური კრიპტოვალუტა რეზერვიდან.

მარტივად რომ ვთქვათ, USDD-ს ფასის შესანარჩუნებლად შესაძლებელია  სხვა აქტივების გამოყენება.  ზოგიერთი რეზერვიდან ხდება ჭარბი დოლარის გადამისამართება TRON Foundation სტეიბლკოინის კურსის შესანარჩუნებლად.

ჩვენ არ ვაპირებთ იმის გარკვევას, თუ რამდენად კორექტულია ეს ალგორითმი და რამდენ ხანს იმუშავებს ის. მით უმეტეს, რომ ჩვენი ანალიზის გარეშეც ფინანსური მარეგულირებლები უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას ფინანსურ ოპერაციებში ალგორითმული სტეიბლკოინების გამოყენების თაობაზე.

USDD-ს ტოკენომიკა

USDD-ის ტოკენომიკა საკმაოდ მარტივია. სტეიბლკოინი აგებულია უშუალოდ TRON ბლოკჩეინზე. რისკის შესამცირებლად მომხმარებლებს შეუძლიათ გაცვალონ თავიანთი TRX მონეტები USDD-ში.  

სტაბილური მონეტის გაშვებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, TRON DAO-ს რეზერვმა გამოისყიდა თითქმის 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების TRX, რაც 500 000 000 მონეტაზე მეტია. მიზეზები, რის გამოც Tron-მა მონეტები საკუთარ ბაზარზე შეისყიდა, ჯასტინ სანის თქმით, იყო USDD-ის დაცვა და დაწვის მექანიზმის ამოქმედება.

აამჟამად USDD-ს მთლიანი მიწოდება 725,332,035 მონეტას შეადგენს, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 725,184,775 აშშ დოლარს. ბოლო 3 თვის ვოლატილობა 0.1%-ს არ აღემატება. ეს კარგი მაჩვენებელია. თუ USDD-ის ღირებულება 1$-ს აცდება, ამოქმედდება დამატებითი ემისია მიწოდების გასაზრდელად, რათა შენარჩუნდეს ბმა დოლარზე.

მაგრამ, აქტივს არც ისე კარგი ყოველდღიური ბრუნვას მაჩვენებელი აქვს: ის მერყეობს 22 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში. შედარებისთვის, სტეიბლკოინს USDT აქვს დაახლოებით 24 მილიარდი აშშ დოლარის დღიური ბრუნვა. ეს აშკარად მიანიშნებს  ზოგადად ალგორითმული სტეიბილკოინების და კონკრეტულად USDD-ის მიმართ არსებულ უნდობლობაზე.

აქვს თუ არა აზრი ინევსტირებას USDD-ში?

„ორი მონეტის“ სისტემა არის სტეიბლკოინის ტიპური ალგორითმული სტრუქტურა, რომელშიც ერთი მონეტა გამოიყენება საბაზრო ვოლატილობის „შთანთქმისთვის“, ხოლო მეორე ცდილობს შეინარჩუნოს ბმა. ამავდროულად, აქტივის ფასს  სმარტ-კონტრაქტის კოდი არეგულირებს , რომლის შემოწმებაც შესაძლებელია. ამ მხრივ, USDD სხვა სტეიბლკოინებთან შედარებით უფრო გამჭვირვალეა.

ალგორითმულ სტეიბლკოინებს მომხმარებლების მხრიდან ინტერესისა და მოთხოვნის მაღალი დონე ესაჭიროება, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს. ალგორითმულ კოინთან წყვილში მყოფი მონეტის მიმართ კრიპტოსაზოგადოების მხარდაჭერის დაცემამ, შესაძლოა სისტემის ჩამოშლა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში დამფუძნებლების მხრიდან დამატებითი ფინანსური ინექციები ამას არ შველის.

USDD-ს შეძენა შემდეგ CEX-ბირჟებზეა შესაძლებელი:

  • Coinbase
  • Bybit
  • Huobi
  • Poloniex
  • Bitrue

თუ თქვენ აპირებთ USDD-ის გამოყენებას რისკების დივერსიფიკაციისთვის, თვალყური უნდა ადევნოთ TRX-ის ტენდენციებს და TRON Foundation-ის რეპუტაციას: პროექტის ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით ოდნავი ეჭვის შემთხვევაშიც კი, უმჯობესია აქტივების   უფრო მყარ სტეიბლკოინებში კონვერტაცია.