FTX-ის ოპერატიული ჯგუფი ამოქმედდა

ფოტო - FTX-ის ოპერატიული ჯგუფი ამოქმედდა
აშშ-ის ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა FTX-ის დაკარგული სახსრების დაბრუნებას ცდილობს.
აშშ-ის ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის (SDNY) პროკურატურა მასშტაბურ მოქმედებებს გეგმავს.

ახალ განცხადებაში, FTX საქმის ფედერალურმა პროკურორმა, რომელშიც სემ ბენკმენ-ფრიდი ფიგურირებს, ახალი ოპერატიული ჯგუფი წარადგინა. შეგახსენებთ, რომ სემს ბრალად ედება ელექტრონული ფულითა და ფასიანი ქაღალდებით თაღლითობა, შეთქმულება ელექტრონული ფულითა და ფასიანი ქაღალდებით თაღლითობის მიზნით, ფულის გათეთრება და კამპანიების დაფინანსების შესახებ კანონების დარღვევა.

ამ ჯგუფის შექმნის მიზანი FTX-ის კლიენტების დაკარგული ფულადი სახსრების კვალზე გასვლა და დაბრუნებაა.
 
 „ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რათა FTX-ის კრახის შედეგები გამოასწოროს“, - თქვა  უილიამსმა განცხადებაში და დასძინა: „ეს არის მომენტი, როდესაც მიზნის მისაღწევად ყველა ზედმიწევნით მუშაობს. ჩვენ SDNY FTX-ის ოპერატიულ ჯგუფი ავამოქმედეთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ SDNY-ის ყველა რესურსისა და გამოცდილების გამოყენებით, ეს გადაუდებელი სამუშაო იქამდე გაგრძელდება, სანამ სამართალი არ იზეიმებს".

SDNY-ის ცნობით, გუნდის შემადგენლობაში იქნებიან უფროსი პროკურორები ფასიანი ქაღალდებითა და საქონლით თაღლითობის, კორუფციის, ფულის გათეთრებისა და საერთაშორისო დანაშაულის დეპარტამენტებიდან. ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან "FTX-ის კრახთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებასა და განხილვაზე".

ასევე, FTX-ის ახალმა მენეჯმენტმა დაიქირავა კომპანია AlixPartners, რომელიც მზად არის FTX გამქრალი ციფრული აქტივების მიდევნება განახორციელოს.

FTX-ის ხელმძღვანელები ასევე ინვესტორების ნდობისა და ასობით მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის დაბრუნებას ცდილობენ. მათი თქმით, მათ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები იპოვეს, რომლებიც მთელს მსოფლიოშია მიმოფანტული.

მანამდე Gagarin News წერდა, რომ ამერიკელმა კანონმდებლებმა მეორე მოსმენა ჩაატარეს, რომლის დროს FTX-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სემ ბენკმენ-ფრიდი და ფირმის მუშაობის მეთოდები გააკრიტიკეს.

ფირმის მუშაობის ყველაზე უჩვეულო მეთოდებს შორის იყო ის, რომ მრავალმილიარდიანი კომპანია ბუღალტრული აღრიცხვისთვის Quickbooks იყენებდა. ეს პროგრამაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის განკუთვნილი.