Dogecoin ახალ გეგმებს აანონსებს: როგორც ყოველთვის, იუმორით

ფოტო - Dogecoin ახალ გეგმებს აანონსებს: როგორც ყოველთვის, იუმორით
Dogecoin-ს 2023 წლისთვის დიდი გეგმები აქვს და ის უკვე იწყებს განვითარების ფონდის Dogecoin Core-ის გაშვებას.
Dogecoin, რომელიც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმ-მონეტაა, განვითარებას აგრძელებს.

საზოგადოების განვითარების ფონდმა Dogecoin Core-მა წარადგინა ახალი პროექტი, სახელწოდებით „ასეთი ბირთვი, ბევრი განვითარება, ვაუ“ Dogecoin-ისთვის დამახასიათებელ კლასიკურ მეტყველების სტილში. დაგეგმილია, რომ მისი მართვა განხორციელდება  Dogecoin Foundation-ის დეველოპერებისა და საბჭოს წევრების მიერ. გარდა ამისა, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ყველა ხარჯისა და პროდუქტის შესახებ ბლოგში გამოქვეყნდება. 

განცხადების თანახმად, Dogecoin-ის ფონდი განვითარების ფონდში 5 მილიონ DOGE ტოკენს გადაიტანს. ასევე დაგეგმილია სახსრების გამოყოფა Dogecoin Core-სთვის, რომლის განვითარებაც აღწერილია, როგორც „მნიშვნელოვანი“.

„ეს არის ახალი, განცალკევებული საფულე მულტიხელმოწერით, რომელიც 5 000 000 DOGE-ის გამჭვირვალედ მართვისთვის შეიქმნა. ამ საფულეში შენახულ DOGE-ებს ჯილდოს სახით Dogecoin Core-ის დეველოპერები ნებისმიერი წვლილისთვის მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რამდენად დიდი, თუ მცირეა ის", - ნათქვამია განცხადებაში.

Dogecoin Core-ის დეველოპერები და Dogecoin Foundation-ის წევრები მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა საფულეზე, რომელიც "ხუთიდან სამი" ხელმოწერის ბარიერით და ასევე მცველებითაა დაცული. კომპანიის მონაცემებით, მცველებს საფულეში შენახული ფულის განკარგვის უფლება არ აქვთ და მხოლოდ საკუთარი სლოტისთვის მონაცვლეობის მოთხოვნა შეუძლიათ. ამასთან, მონაცვლის დანიშვნის უფლება მათ არ აქვთ. მცველების რიცხვში შედიან: Dogecoin Core-ის დეველოპერი, მეტსახელად chromatic, მარშალ ჰეინერი (Dogecoin Foundation-ის დირექტორთა საბჭო და ახალბედა), მიჩი ლუმინი (Dogecoin Core-ის დეველოპერი, Dogecoin-ის ფონდის საბჭო), პატრიკ ლოდერი (Dogecoin Core-ის დეველოპერი) და როს ნიკოლი (Dogecoin Core-ის ყოფილი დეველოპერი).

საფულის ფუნქციონირების პრინციპის ახსნისას, Dogecoin Foundation ხაზს უსვამს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც Dogecoin Core-ის ძირითადი, ან მეორეხარისხოვანი გამოშვება ხდება,  „500 000 DOGE გადანაწილდება ყველა მონაწილეზე, ვინც გამოშვებაში წვლილი შეიტანა, ოღონდ მხოლოდ წინა ძირითადი, ან მეორეხარისხოვანი გამოშვების მომენტიდან“.

Dogecoin-მა, რომელსაც ცოტა ხნის წინ 9 წელი შეუსრულდა, საზოგადოებას თბილი სიტყვებისთვის "ტვიტერში" მადლობა გადაუხადა.

მანამდე Gagarin News წერდა, რომ მარკ კუბანის აზრით Dogecoin-ს Cardano-ზე დიდი პოტენციალი აქვს. 

თუ თქვენ Dogecoin-ის მაინინგით დაინტერესებული ხართ, ეს სტატია წაიკითხეთ.