Gate Exchange მაღალი საკომისიოების გამო გააკრიტიკეს

ფოტო - Gate Exchange მაღალი საკომისიოების გამო გააკრიტიკეს
ცნობილმა ციფრულმა ბირჟა Gate.io-მ, BRC-20 ტოკენებით, განსაკუთრებით "ორდინალებით“ ოპერაციებისას გადაჭარბებული საკომისიოს გამო, მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.
ORDI, როგორც პირველი შექმნილი BRC-20 ტოკენი, თავდაპირველად, ციფრული აქტივების ახალი სტანდარტის პოტენციალის დემონსტრირებისთვის, მიმის სახით მოქმედებდა. ამან შთააგონა მრავალი სტარტაპი, შეემუშავებინათ ინსტრუმენტები ე.წ. ორდინალების მოჭრისა და შენახვისთვის.

8 მაისს, Gate.io გახდა პირველი სავაჭრო პლატფორმა, რომელმაც განათავსა BRC-20 ეკოსისტემის ხუთი ტოკენი:

  • ORDI
  • VMPX
  • MEME
  • BANK
  • PEPE. 

ამ ლისტინგმა გააძლიერა Gate.io-ს, როგორც მოწინავე ბირჟის პოზიცია, რომელიც ტრეიდერების სურვილებს ყურს უგდებს და ყველაზე აჟიოტაჟურ ტოკენებზე წვდომას აძლევს.

BRC-20 ტოკენების პოპულარობის ზრდასთან ერთად, Gate.io-ზე ამ ტოკენების დეპოზიტებისა და გატანის მოთხოვნების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა. თუმცა, პლატფორმამ გამოაცხადა, რომ მიმკოინების გატანის ნებას დართავს, როგორც კი ჩათვლის, რომ ეს სისტემის სტაბილურობისთვის უსაფრთხო იქნება.

19 მაისს, გაყვანა ამოქმედდა, მაგრამ დადებითი შეფასების ნაცვლად, ბირჟამ Twitter-ში რამდენიმე ასეული მრისხანე პოსტი მიიღო. ბირჟა ავადმყოფურ სიხარბეში, თაღლითობასა და საკომისიოს ზომებით მანიპულირებაში დაადანაშაულეს.

თავდაპირველად, საკომისიო განისაზღვრა განსაცვიფრებელი 65 ORDI ტოკენის დონეზე, რაც თითო ტრანზაქციაზე დაახლოებით $800-ს შეადგენს. საზოგადოება ამით იმდენად შოკირებული იყო, რომ ბირჟის ოფიციალური არხები აავსო აღშფოთებული შეტყობინებებით, რომელთაგან ზოგიერთი პლატფორმის ხელმძღვანელობის მიმართ მუქარასაც კი შეიცავდა. ამან აიძულა Gate.io, შეემცირებინა საკომისიო 5.58 ORDI ტოკენამდე, რაც $65-ს მაინც აღემატებოდა. სტატიის მომზადების მომენტისთვის, Gate.io შემდგომ დათმობებზე წასასვლელად მზად არ აღმოჩნდა. 

ORDI-ს გატანის ასტრონომიული ღირებულება გახდა მთავარი დაბრკოლება ტრეიდერებისთვის, რომლებსაც თავიანთი აქტივების გარე საფულეებში, ან სხვა ბირჟებზე გადარიცხვა სურთ. გარდა ამისა, პრობლემა ტოკენ ORDI-ს ღირებულების კლებამ გაამწვავა, რის გამოც აქტივების გატანის საკომისიო კიდევ უფრო არაპროპორციული გახდა. ბევრ შემთხვევაში მიმკოინების პერსონალურ საფულეებში გადარიცხვამ ყოველგვარი აზრი დაკარგა. ახლა პლატფორმის ზოგიერთი მომხმარებელი თვლის, რომ თუ ორდინალების ფასი კიდევ უფრო დაეცემა, უფრო იაფი იქნება, თუ ისინი თავიანთი მიმკოინების შესახებ საერთოდ დაივიწყებენ: თანხა, რომელიც  გასატანად იქნება გასახდელი ხომ მათ ღირებულებას მიუახლოვდება.

Gate.io-ს ასეთმა საქციელმა ჩრდილი მიაყენა მის, როგორც სანდო ბირჟის რეპუტაციას და შეარყია მისი ავტორიტეტი კრიპტოსაზოგადოებაში. ტრეიდერები ელიან, რომ ბირჟები შესთავაზებენ საკომისიოების გონივრულ და გამჭვირვალე სტრუქტურას, რომელიც ბაზრის სტანდარტებს შეესაბამება. მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი წააწყდნენ უსამართლო პრაქტიკასა და გადაჭარბებულ სპეკულაციას პლატფორმის დამფუძნებლების მხრიდან.

ბირჟის ხელმძღვანელობას მოუწევს, სერიოზულად იმუშაოს მომხმარებლის ნდობის აღდგენაზე. მათმა სიხარბემ უზარმაზარი რეპუტაციული დანაკარგები გამოიწვია და შესაძლოა, პლატფორმის შემდგომ მუშაობაზეც იქონიოს გავლენა.