Layer3: გაახურეთ თქვენი საფულე და კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი

ფოტო - Layer3: გაახურეთ თქვენი საფულე და კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი
Layer3 არის პლატფორმა სხვადასხვა ბლოკჩეინზე არსებული Web3 პროექტების შესასწავლად. დავალებების შესრულებისას, მომხმარებლები იღებენ გამოცდილების ქულებს, მიღწევებს, ან NFT-ებს, აპლიკაციები კი - დამატებით რეკლამასა და აქტივობას.
Layer3 შეეფერება არა მხოლოდ გამოცდილ Web3 მომხმარებლებს, არამედ ახალბედებსაც, რომლებმაც ახლახან დაიწყეს დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესწავლა. პლატფორმა არა მხოლოდ ახალი პროექტების აღმოჩენის  საშუალებას იძლევა. ის ასევე გვაწვდის აუცილებელ თეორიას სხვადასხვა თემატიკის დავალებების შესრულების წინ: DeFi, L2 გადაწყვეტილებები, ბლოკჩეინ თამაშები და ა.შ. 

რეგისტრაციისთვის ვებგვერდზე ნებისმიერი კრიპტოვალუტური საფულე (MetaMask, Coinbase Wallet) უნდა დააკავშიროთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დააყენოთ ავატარი, დაამატოთ სოციალური ქსელები (Discord, Twitter, GitHub) ან სხვა საჯარო ინფორმაცია. ვებგვერდს აქვს ლაკონური და მოსახერხებელი ინტერფეისი. ქვესტების გვერდზე შეგიძლიათ აირჩიოთ ქვენთვის საინტერესო ბლოკჩეინი, ან კატეგორია. 
გვერდი ქვესტებით. წყარო: Layer3–ის ოფიციალური ვებგვერდი

გვერდი ქვესტებით. წყარო: Layer3–ის ოფიციალური ვებგვერდი

ქვესტები Layer3–ზე

ქვესტები არის რამდენიმე თანმიმდევრული დავალების ნაკრები (თეორიული ცოდნის ტესტირება, მოქმედებები სოციალურ ქსელებში, შესაბამისი აპლიკაციების გამოყენება) შემდგომი ჯილდოთი. პლატფორმა ამჟამად მხარს უჭერს რვა ბლოკჩეინს: Ethereum, Optimism, Polygon, Celo, Arbitrum, Avalanche, Aurora და Binance Smart Chain. 
ცალკეული ქვესტის გვერდი. წყარო: Layer3–ის ოფიციალური ვებგვერდი

ცალკეული ქვესტის გვერდი. წყარო: Layer3–ის ოფიციალური ვებგვერდი

ქვესტის წარმატებით დასრულებისთვის, უნდა შეასრულოთ ყველა საჭირო დავალება. სირთულიდან გამომდინარე, მომხმარებლებს ზოგჯერ ჯილდოს სახით სამახსოვრო NFT-ების მიღება  შეუძლიათ, მაგრამ ძირითადად მხოლოდ გამოცდილების ქულებს იღებენ (XP), რომლებიც დონეს ზრდის. ეს საშუალებას გაძლევთ, გახსნათ ადრე მიუწვდომელი ქვესტები, განბლოკოთ მიღწევები და დაიკავოთ მოწინავე პოზიციები მონაწილეთა ცხრილში. თუ მათი გავლა რეგულარულად გსურთ, შეგიძლიათ შეტყობინებები ელფოსტის მეშვეობით მიიღოთ. 

როგორ განვათავსოთ პროექტი პლატფორმაზე?

დეველოპერებს, რომლებსაც Layer3-თან ხელშეკრულების დადება სურთ, ამის გაკეთება სოლიდური თანხის სანაცვლოდ შეეძლებათ – თვეში $10,000–ად. სამაგიეროდ, პლატფორმა უზრუნველყოფს  წვდომას  120 000 ყოველდღიურ მომხმარებელზე. კონტრაქტის გაფორმებამდე გუნდი  პროექტებს გულდასმით არჩევს და მხოლოდ გრძელვადიან თანამშრომლობას (3 თვიდან) აფორმებს, რათა ქვესტების ჯაჭვი ხანგრძლივი დროით ჩამოყალიბდეს. იდეალურ შემთხვევაში, მათ გუნდს სანდო პარტნიორებთან მუდმივი თანამშრომლობა სურს.

იქნება თუ არა აირდროპი?

რა თქმა უნდა, ბევრს აინტერესებს, გამოუშვებს თუ არა პლატფორმა მმართველობით ტოკენს შემდგომი აირდროპით ყველა აქტიური მომხმარებლისა და ინვესტორისთვის. ასეთი გეგმები ჯერ არ არსებობს. მაგრამ, Web3 ბაზრის ტენდენციის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით Layer3 საკუთარ ტოკენს გამოუშვებს. გუნდი წინასწარ აღნიშნავს, რომ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება და ცრუ ინფორმაციას შესაძლო დარიგების შესახებ ყველამ იგნორირება უნდა გაუკეთოს. აირდროპი რომც არ მოხდეს, Layer3 კარგი შესაძლებლობაა, გაახუროთ თქვენი საფულე მესამე მხარის რეტროდროპებისთვის სხვადასხვა ბლოკჩეინებთან, პროტოკოლებსა და აპლიკაციებთან ურთიერთქმედებით.