Hedera შეფერხებით მუშაობს

ფოტო - Hedera შეფერხებით მუშაობს
Hedera-ზე დაფუძნებული სხვადასხვა dApp-ების მომხმარებლები სირთულეებს გადააწყდნენ. გარდა ამისა, Hedera Hashport-ის უტილიტმა მუშაობა შეაჩერა. Pangolin DEX-მა კი მომხმარებლებს ლიკვიდობის სრულად გაყვანისკენ მოუწოდა.
მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მმართველი ორგანიზაცია HBAR Foundation გარემოებებს პირობითად ფორსმაჟორს უწოდებს. SaucerSwap Labs კი არ გამორიცხავს ექსპლოიტის არსებობას. 

გუნდი მუშაობს პრობლემის მოგვარებაზე და კონტაქტზეა მომხმარებლებთან და პარტნიორებთან.

GC
GN Crypto
ავტორი