რა არის დელტა-ნეიტრალური სტრატეგია?

ფოტო - რა არის დელტა-ნეიტრალური სტრატეგია?
დელტა-ნეიტრალური სტრატეგია არის სავაჭრო ტექნიკა, რომელიც გამოიყენება საინვესტიციო პორტფელის საბაზრო რისკებისადმი მოწყვლადობის შესამცირებლად. ბოლო დროს ეს სტრატეგია კრიპტოვალუტების სფეროში გახდა პოპულარული.
დელტა არის ტერმინი, რომელიც ზოგადად ოფციონებით ვაჭრობაში  გამოიყენება. ის ზომავს ოფციონის ღირებულების ცვლილებას საბაზისო აქტივის ფასთან მიმართებაში. სტრატეგიის მიზანი ამ მაჩვენებლის ნულოვანი მნიშვნელობის მიღწევაა.

ამისათვის კრიპტოტრეიდერები იყენებენ ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტს, როგორიცაა ფიუჩერსები. მაგალითად, ლონგ  პოზიციით წარმოქმნილი დადებითი დელტა დაბალანსებულია უარყოფითი დელტას, ანუ შორთ პოზიციის შექმნით. ეს ხელს უწყობს საპირისპირო მიმართულებით ფასების შესაძლო მოძრაობასთან დაკავშირებული რისკის შემცირებას, რაც უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ მოგებას გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის უკეთ გასაგებად, მოდით შევხედოთ მაგალითებს:

1) ჩვენ გვინდა კრიპტოვალუტის დადება სტეიკინგში კარგი საპროცენტო განაკვეთით, მაგრამ არსებობს რისკი, რომ სტეიკინგის პერიოდში აქტივის ფასი შემცირდება. ამის კომპენსაციის მიზნით, შეგიძლიათ გახსნათ ეკვივალენტური შორთ პოზიცია ფიუჩერსების ბაზარზე (მაგალითად, იგივე თანხაზე და ლევერიჯის გარეშე), რომელიც სტეიკინგის პერიოდზეა გათვლილი. ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ მოგებას შორთ გარიგებიდან, რომელიც დაახლოებით იმ ზარალის ტოლი იქნება, რაც სტეკინგში ჩადებული კრიპტოვალუტის გაუფასურების შედეგად მივიღეთ.

2) თქვენ გეგმავთ ახალი პროექტის ტოკენების პირველად გაყიდვაში მონაწილეობას, მაგრამ ამ გაყიდვის პირობების მიხედვით, თქვენ გარკვეული დროით თქვენს ბალანსზე უნდა შეინახოთ სხვა ტოკენები (როგორც წესი, ეს პლატფორმის ტოკენებია, რომელზეც გაყიდვა ხდება). არსებობს რისკი, რომ ამ დროის განმავლობაში იმ კრიპტოვალუტის ფასი, რომელიც თქვენ უნდა შეინახოთ, შეიძლება დაეცეს. როგორც პირველ შემთხვევაში, აქაც რისკის საკომპენსაციოდ, თქვენ ქმნით ეკვივალენტურ შორთ  პოზიციას, რომელსაც ხურავთ მას შემდეგ, რაც აღარ დაგჭირდებათ პლატფორმის ტოკენების შენახვა.

უნდა აღინიშნოს, რომ დელტა-ნეიტრალური სტრატეგიის განხორციელება შეიძლება რთული იყოს, რადგან ეს ბაზრების ღრმა ცოდნას მოითხოვს. თქვენ უნდა შეძლოთ თქვენი პოზიციების მუდმივი მონიტორინგი და კორექტირება, ასევე ისეთი საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა ლიკვიდობა, ვოლატილობა ან ნორმატიული ცვლილებები.