დაფარული ბანი ამერიკული კრიპტოკომპანიებისთვის

ფოტო - დაფარული ბანი ამერიკული კრიპტოკომპანიებისთვის
აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტოლობისტურმა ჯგუფმა, The Blockchain Association-მა მოითხოვა დოკუმენტაცია კრიპტოპროექტების შესაძლო „დებანკინგთან“ დაკავშირებით. ასოციაციამ გამოძიება Signature Bank-ის, Silicon Valley Bank-ის და Silvergate-ის ამასწინანდელი ჩამოშლის შემდეგ დაიწყო. ყველა ეს ბანკი კრიპტოინდუსტრიასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.
Blockchain Association-ში ძალზე შეშფოთებულები არიან იმით, რომ ზოგიერთი ბანკი კრიპტოვალუტის კომპანიების ანგარიშებს ხურავს ყოველგვარი შეტყობინების ან ახსნის გარეშე.  

„ეს საგანგაშო ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ რეგულატორებს საბანკო სისტემიდან კრიპტოვალუტის სრული ამოღება სურთ“, - განაცხადა ასოციაციის მთავარმა პოლიტიკურმა დირექრორმა ჯეიკ ჩერვინსკიმ.

GC
GN Crypto
ავტორი