Mastercard დაინტერესებულია Web3-ით და კრიპტოვალუტის გამოშვებით

ფოტო - Mastercard დაინტერესებულია Web3-ით და კრიპტოვალუტის გამოშვებით
საერთაშორისო საგადახდო სისტემა, Mastercard ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული კრიპტოვალუტის ბაზრის განვითარებაში. ამჟამად ეს საერთაშორისო საგადახდო სისტემა აქტიურად არეკლამებს თავის სერვისებს Web3-პროექტებს შორის და ასევე კრიპტობირჟებისთვის ბარათებს უშვებს.
Web3 გადახდის პროტოკოლ Immersve-სა და საერთაშორისო გადახდის სისტემას,  Mastercard-ს შორის პარტნიორობა მომხმარებლებს კრიპტოვალუტით გადახდების განხორციელების ახალ შესაძლებლობებს უხსნის ნებისმიერ სფეროში: ციფრულ, ფიზიკურ ან თუნდაც მეტასამყაროში. გადახდების დროს გამოყენებული იქნება სტეიბლკოინი USDC, რომელიც მიბმულია აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით და ემიტირებულია კომპანია Circle-ის მიერ. გადახდისას კრიპტოვალუტა ფიატად ავტომატურად კონვერტირდება  და მას მერჩანტები  (მოვაჭრეები) Mastercard-ის მთელ ქსელში იღებენ.
ანონსი  Mastercard-თან თანაშრომლობის შესახებ. წყარო: Immersve

ანონსი Mastercard-თან თანაშრომლობის შესახებ. წყარო: Immersve

Mastercard-სა და Immersve-ს შორის პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა დეცენტრალიზებული პროტოკოლების გამოყენება ციფრული აქტივების ანგარიშსწორებისთვის ოფლაინ და ონლაინ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც Mastercard ბარათებს იღებენ. და ეს ყველაფერი - რეალური დროის რეჟიმში. კრიპტოვალუტის მფლობელებს ახლა შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ პირდაპირი კრიპტოსავალუტო გადახდები Web3 საფულეებიდან შუამავლის სერვისების გარეშე, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

თავის მხრივ, Immersve-მა სხვადასხვა გადახდის პროვაიდერებთან და აგრეგატორებთან პარტნიორობის შესაძლებლობა მიიღო და მის მომხმარებლებს მიანიჭა უფლება გამოიყენონ USDC ნებისმიერი შესყიდვისთვის.

ახლა ამ ფორმატში შესაძლებელია კრიპტოვალუტით გადახდების განხორციელება პირდაპირ პოპულარული არაკასტოდიალური Web3-საფულეებიდან. ტრანზაქციის დასადასტურებლად პირადი გასაღები გამოიყენება.
Immersve-ის და Mastercard-ის  კრიპტოსავალუტო გადახდების უპირატესობები

Immersve-ის და Mastercard-ის კრიპტოსავალუტო გადახდების უპირატესობები

Immersve-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერომ ფორიმ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:
პარტნიორობა ისეთ ცნობილ და სანდო ბრენდთან, როგორიცაა Mastercard, მნიშვნელოვანი ნაბიჯია Web3 საფულეების უფრო ფართო გამოყენების პოპულარიზაციისთვის
ეს თანამშრომლობა საშუალებას აძლევს ნებისმიერ Web3-საფულეს და დეცენტრალიზებულ საფინანსო პროტოკოლს ინტეგრირდეს Immersve-თან API-ების ან სმარტ-კონტრაქტების გამოყენებით, რათა განახორციელონ ტრანზაქციები ყველგან, სადაც მერჩანტები Mastercard-ის ბარათებს იღებენ.

Immersve არის საერთაშორისო გადახდის სისტემის, Mastercard-ის პრინციპალური წევრი (principal member). ეს არის IaaS (Issuing-as-a-Service) პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს როგორც ცენტრალიზებულ, ასევე დეცენტრალიზებულ გადახდებს და არის გადახდის  სერვისების დარეგისტრირებული  პროვაიდერი (Financial Services Provider).

კრიპტობირჟებისთვის ბარათების გამოშვება

Mastercard-ის ინტერესის კიდევ ერთი სფერო ციფრული აქტივების ინდუსტრიაში არის კრიპტობირჟებთან კობრენდირებული ბარათების გამოშვება. ეს არის ნიშა, სადაც Mastercard-ს აქვს ბანკებთან და ფინანსურ კომპანიებთან თანამშრომლობის უზაამაზარი  გამოცდილება.

2022 წლის თებერვლის დასაწყისიდან კრიპტობირჟამ Bit2Me და Mastercard-მა დაიწყეს სადებეტო ბარათების გამოშვება კრიპტოვალუტის ქეშბექით. ახალი ბარათები, ზოგადად, ფუნქციონალურობით დიდად არ განსხვავდება Bit2Me კრიპტობარათების წინა თაობისგან, თუმცა მათ აქვთ ერთი განსხვავება - მათ მფლობელებს ექნებათ ციფრული აქტივებით გადახდილი თანხის 9%-მდე ქეშბექის უფლება.
Bit2Мe-ის ახალი ბარათის რეკლამა აპლიკაციით შეკვეთის შეთავაზებით. წყარო: Bit2Мe

Bit2Мe-ის ახალი ბარათის რეკლამა აპლიკაციით შეკვეთის შეთავაზებით. წყარო: Bit2Мe

Web2 და Web3 თაობების გადახდის ინსტრუმენტების გაერთიანების პროცესი სულ უფრო აქტიური ხდება, რადგანაც კრიპტოვალუტის სადებეტო ბარათები სულ უფრო და უფრო მასიური მოვლენა ხდება და მათზე მოთხოვნა იზრდება.

ახალი ბარათის ანონსი  10 თებერვალს შედგა - ესპანეთის უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Bit2Me-ის წარმომადგენელმა წარმოადგინა  Mastercard-ის ახალი სადებეტო ბარათის ნიმუში ქეშბექის ფუნქციით.

Mastercard და Bit2Me ბარათებს შეზღუდვების გარეშე მთელ Mastercard ქსელში იღებენ. ქეშბექი დაირიცხება ბარათით განხორციელებული ყველა შესყიდვისთვის, როგორც ონლაინ, ასევე POS-ტერმინალების საშუალებით მაღაზიებში ან სავაჭრო ობიექტებში.

Bit2Me-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ლეიფ ფერეირა თვლის, რომ Web2-ის ეპოქის კარგად ცნობილი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა სადებეტო და საკრედიტო ბარათები, ანგარიშსწორებისთვის ციფრული აქტივების უფრო ფართო გამოყენებას შეუწყობს ხელს.
ჩვენი მიზანია, რომ ნებისმიერ მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჰქონდეს მარტივი წვდომა Web3 ფინანსური სერვისების უსაზღვრო სამყაროზე
, - აღნიშნა მან.
ბარათი მხარს უჭერს რვა კრიპტოვალუტას, მათ შორის ბიტკოინს. ერთი წლის განმავლობაში, Bit2Me სხვა ციფრული აქტივების დამატებასაც გეგმავს. ამჟამად Bit2Me ბირჟა მომსახურებას უწევს მომხმარებლებს მსოფლიოს 69 ქვეყნიდან. ევროპის ეკონომიკური ზონის მცხოვრებლებისთვის მხოლოდ ერთი შეზღუდვა არსებიბს - მათ  მხოლოდ ვირტუალური, და არა პლასტიკური ბარათების შეკვეთა შეუძლიათ.

Bit2Me-თან პარტნიორობის გარდა, Mastercard-მა ცოტა ხნის წინ  კრიპტობირჟასთან თანამშრომლობის შედეგად  ბრაზილიაში  წინასწარი გადახდის ბარათების გამოშვება დაიწყო.  ასეთი ბარათების საშუალებით, ამ ბირჟის მომხმარებლებმა შესაძლებლობა მიიღეს გადაიხადონ 14 კრიპტოვალუტით რეალურ დროში ფიატში ავტომატური კონვერტაციით.  ბარათის მფლობელები ასევე იღებენ 8%-მდე ქეშბექს შესყიდვების თანხებზე და ნულოვან საკომისიოს ზოგიერთი ბანკომატიდან თანხის განაღდების შემთხვევაში.
Binance-ის ახალი წინასწარი გადახდის Mastercard-ის ბარათის რეკლამა.   წყარო: Binance

Binance-ის ახალი წინასწარი გადახდის Mastercard-ის ბარათის რეკლამა. წყარო: Binance