როგორ შევქმნათ საკუთარი მიმტოკენი?

ფოტო - როგორ შევქმნათ საკუთარი მიმტოკენი?
მიმტოკენების პოპულარობამ და მათ ირგვლივ შექმნილმა აჟიოტაჟმა უბიძგა მომხმარებლებს დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ როგორ გამოეშვათ ამ ტიპის საკუთარი აქტივი. და მართლაც, ამაში რთული არაფერია.
საკუთარი მიმტოკენის შექმნა ჩვეულებრივი ტოკენის გამოშვების მსგავსია, მაგრამ აქვს რამდენიმე უნიკალური თავისებურება. ამ სტატიაში ჩვენ აგიხსნით, თუ როგორ შევქმნათ და გამოვუშვათ წარმატებული მიმტოკენი და რა თანხა და რესურსებია საჭირო ამისთვის.

რატომ არის მიმები ასეთი პოპულარული?

ანალიტიკური რესურსის CoinMarketCap-ის მიხედვით, მიმკოინების და ტოკენების კაპიტალიზაცია 17 მილიარდი დოლარია. ამ სახსრების უმეტესი ნაწილი მოდის Dogecoin და Shiba Inu-ზე, რომელთა ჯამური კაპიტალიზაცია 15 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბოლო დროს მიმების აქტივების ირგვლივ აჟიოტაჟი კვლავ გაიზარდა PEPE და FLOKI-ის სწრაფი ზრდის გამო.
მიმტოკენების სია CoinMarketCap-ის მიხედვით (https://coinmarketcap.com/view/memes/)

მიმტოკენების სია CoinMarketCap-ის მიხედვით (https://coinmarketcap.com/view/memes/)

მოკლე დახასიათება, თუ რატომ გახდა მიმტოკენები ასეთი პოპულარული:

  • აქტივის მეტი ცნობადობა მარტივი სახელწოდების გამო;
  • დეველოპერებისგან დაპირებების არარსებობა;
  • სიმარტივე და გახსნილობა;
  • ინფლუენსერების მხარდაჭერა (მაგალითად, Dogecoin-ის მუდმივი ხსენება ილონ მასკის ტვიტებში);
  • მხარდაჭერა კრიპტოვალუტური საზოგადოებისგან საგადახდო სისტემებში ინტეგრაციის მეშვეობით. ლისტინგი ბირჟებზე და ა.შ.

მიმტოკენები რეალურად გახდა ხიდი კრიპტოსკენ ახალი მომხმარებლებისთვის, რომლებიც  მას ჯერ როგორც ხუმრობას ისე აღიქვამენ და მხოლოდ ამის შემდეგ უღრმავდებიან ტექნოლოგიას. მიმტოკენების ზრდის კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ მომხმარებლები მათ არ ყიდიან. თუ  DOGE-ის და SHIB-ის მფლობელები გაყიდნენ აქტივს პირველი მოგების შემდეგ, ფასი დაუბრუნდებოდა იმ დონეს, რომელიც  ზრდის დაწყებამდე იყო. საბაზრო კაპიტალიზაციის ტოპ ოცეულში 2 მონეტა არის მიმი, რომლებსაც მომხმარებლები ინახავენ საფულეში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ სახალისო სახელი და ემბლემა.

ვირჩევთ ტოკენის სახელს

რაც უფრო მარტივი და პოპულარულია ტოკენის სახელი, მით უფრო მეტი ადამიანი მიაქცევს მას ყურადღებას. სწორედ ამიტომ, მიმტოკენების უმეტესობა ეხება ძაღლებს, კატებს, ბაყაყებს ან სხვა ცხოველებს. აუცილებელია ისეთი სახელის მოფიქრება, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი, ცნობადი მთელ მსოფლიოში და ადვილად აღსაქმელი მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის.

უმჯობესია შექმნათ ტოკენი პოპულარული მიმის ან საერთაშორისო ხუმრობის საფუძველზე. ამ ნამუშევრების უმეტესობაზე არ ვრცელდება საავტორო უფლებები, რადგან მათი შემქმნელები დიდი ხანია დაიკარგნენ ინტერნეტის სივრცეში.

ვქმნით ვებსაიტს და დოკუმენტაციას

აქ წესები იგივეა, რაც პირველ პუნქტში: არანაირი ალგორითმები, რთული ვადები და მომგებიანობის დაპირებები. მიმი არის ხუმრობა, გასართობი და ასეთი აქტივისადმი მიდგომა შესაბამისი უნდა იყოს. საიტი შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ერთი გვერდისგან, სადაც მითითებული იქნება სახელი, ხალხისთვის ნაცნობი რამდენიმე სურათი და ტექსტის 2-3 აბზაცი.

მიმტოკენების დოკუმენტაციის მთავარი პუნქტია ტოკენომიკა, რომელიც ასევე არ უნდა იყოს გართულებული. შეგიძლიათ ან დაწვათ ტოკენების უმეტესი ნაწილი, ან ხალხს დროპის სახით დაურიგოთ. ეს გაზრდის საზოგადოებაში აჟიოტაჟსა და ინტერესს. მაგალითად, PEPE-ს შემქმნელებმა დაწვეს ტოკენების 93%, დანარჩენი კი გამოიყო ლიკვიდობაზე ლისტინგისთვის კრიპტოვალუტურ ბირჟებზე.
PEPE მიმტოკენის ტოკენომიკა. წყარო: https://www.pepe.vip/

PEPE მიმტოკენის ტოკენომიკა. წყარო: https://www.pepe.vip/

ბლოკჩეინის არჩევა ტოკენის გამოსაშვებად

ყველაზე დიდ წარმატებას მიმტოკენები აღწევენ ახალ ქსელებსა და ბლოკჩეინებზე, რომლებზეც ასეთი აქტივების მინიმალური რაოდენობაა. მაგალითად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, BRC-20 და DRC-20 სტანდარტის მიმტოკენებმა, რომლებიც Bitcoin და Dogecoin-ის ბლოკჩეინებზე გამოუშვეს, ყველაზე მეტი პოპულარობა მოიპოვეს.

თუ ბლოკჩეინში უკვე ბევრია ასეთი აქტივი, მაშინ ლიკვიდობა და მომხმარებლის ყურადღება გაიფანტება და პროექტი არ მოიტანს მოსალოდნელ შედეგებს (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია).

ვუშვებთ მონეტას

აზრი არ აქვს მიმტოკენისთვის საკუთარი ბლოკჩეინის შექმნას. საკმარისია აიღოთ მზა სმარტ-კონტრაქტი GitHub-ზე, ჩადოთ იგი შემუშავების გარემოში, მაგალითად, Remix Ethereum-ში, შეცვალოთ პროექტის სახელი და მასში არსებული ტოკენების რაოდენობა და გამოუშვათ აქტივი.

თუ საერთოდ არ გაქვთ კოდზე წვალების სურვილი, შეგიძლიათ შექმნათ ტოკენი კონსტრუქტორების საშუალებით, მაგალითად:

  • DxSale;
  • PinkSale;
  • CoinTool;
  • Dodo Finance

გამოსახულება აქტივისთვის, სავარაუდოდ, ცალკე უნდა დაემატოს ტოკენის ბლოკჩეინ-ექსპლორერის მეშვეობით.

Airdrop და მარკეტინგული კომპანია

მონეტის გამოშვების შემდეგ, თქვენ უნდა დაკავდეთ მისი პოპულარიზაციით. ეს მიიღწევა სხვადასხვა გზით:

■ ლისტინგი დეცენტრალიზებულ და ცენტრალიზებულ ბირჟებზე;
■ უფასო აქტივობები და მონეტების გათამაშება;
■ მონეტის შესახებ ვიდეო კონტენტის შექმნა;
■ მონეტის ლისტინგი ისეთ ანალიტიკურ რესურსებზე, როგორიცაა CoinGecko და CoinMarketCap.

მომხმარებლები ხშირად ეძებენ მონაცემებს DexTools-ის მსგავსი, დამოუკიდებელი, მიმტოკენებზე ფოკუსირებული სმარტ-კონტრაქტების მკვლევარების გამოყენებით. ასეთ რესურსებზე ასახულია კურსის დინამიკა და ვაჭრობის მოცულობა. ამიტომ, მიმტოკენის შემქმნელები მიმართავენ სავაჭრო ოპერაციების რიცხვის ხელოვნურ მატებას თავიანთი პროექტის რეიტინგის გაზრდის მიზნით.

რამდენი ფულია საჭირო?

ტოკენის გამოშვება 100 დოლარი დაგიჯდებათ. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ვებგვერდი თავად, კონსტრუქტორის დახმარებით, ან გადაუხადოთ სპეციალისტს. მარტივი ერთგვერდიანი ვებსაიტი 2000 დოლარამდე ეღირება.

ლისტინგი მოითხოვს ყველაზე დიდ ინვესტიციებს კრიპტოვალუტური აქტივების შექმნასა და პოპულარიზაციაში. მაშინაც კი, თუ თქვენ უბრალოდ ამატებთ მონეტას DEX ბირჟაზე, გჭირდებათ მინიმუმ $10,000 იმისთვის, რომ სავაჭრო წყვილი სტაბილურად გამოიყურებოდეს და ფასი ადეკვატურად რეაგირებდეს ტრეიდერების ყიდვებსა და გაყიდვებზე. სხვა ხარჯები ძალიან პირობითია და ეხება სარეკლამო კამპანიებს და სხვა აქტივობებს, რომელთა ინტეგრირებაც სურს დეველოპერს.

რეზიუმე და დისქლეიმერი

მაშინაც კი, თუ თქვენ ვერ შექმნით წარმატებულ მიმტოკენს, ეს მცდელობა შეიძლება იყოს კარგი შესაძლებლობა, რომ მოიპოვოთ გარკვეული უნარები კრიპტოვალუტის პროგრამირებაში, მარკეტინგში და თქვენი პროექტის პოპულარიზაციაში. ამ გამოცდილებას აქვს პოტენციალი დადებითი გავლენა მოახდინოს თქვენს გზაზე კრიპტოვალუტურ ინდუსტრიაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მასალა არ არის სავაჭრო რეკომენდაცია, არამედ მხოლოდ განსაზღვრავს მოქმედებების სავარაუდო ალგორითმს, რომელიც საჭირო იქნება თქვენი საკუთარი აქტივის გამოსაშვებად. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე გაითვალისწინეთ რისკები და შესაძლო შედეგები.