როგორ ჩავდოთ ინვესტიცია ბიტკოინში BTC-ის ყიდვის გარეშე?

ფოტო - როგორ ჩავდოთ ინვესტიცია ბიტკოინში BTC-ის ყიდვის გარეშე?
ბიტკოინში ჩადებული ინვესტიცია პირველი კრიპტოვალუტის უშუალო შეძენას ყოველთვის არ ნიშნავს. ამ სტატიაში განვიხილავთ გზებს, როგორ ჩადოთ ბიტკოინში ფული მისი ყიდვის გარეშე.
კრიპტოვალუტების ყიდვა ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ რთული ამოცანად გამოიყურება. ინვესტორებს, რომლებიც ადრე მხოლოდ საფონდო ბირჟებზე ვაჭრობდნენ,  კრიპტოვალუტების შენახვასა და გადარიცხვასთან დაკავშირებით შეიძლება, სირთულეები შეექმნათ. ინსტიტუციონალებს მკაფიო სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობა აფრთხობს. თუმცა, არსებობს მეთოდები, როგორ იშოვოთ ფული კრიპტობაზრის ზრდაზე კრიპტოვალუტების შეძენის გარეშე.

1. ბიტკოინთან დაკავშირებული კომპანიების აქციების შეძენა

ბიტკოინთან დაკავშირებულ საჯარო კომპანიებში ინვესტიცია ბიტკოინის ვოლატილობაზე ფულის შოვნას უწყობს ხელს, რადგან მათი აქციების ფასი ხშირად BTC-ის ფასთან კორელაციაშია.

მაგალითად, MicroStrategy ბიტკოინში მილიონობით დოლარს ფლობს და დიდი ხანია, MSTR-ის აქციების ფასი BTC-ს მისდევს.

საჯარო მაინინგ კომპანიების აქციები, როგორიცაა Hut 8 ან Riot Blockchain, ბიტკოინის ფასის დაცემასთან ერთად იკლებს და კრიპტობაზარზე ხარული ტრენდის დროს იზრდება. ეს იმის გამო ხდება, რომ ბევრი მაინინგ კომპანია ბიტკოინებს კი არ ყიდის, არამედ მათ საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად იყენებს, ან უბრალოდ უფრო შესაფერის ფასებს ელოდება.

ბირჟა Coinbase, რომლის აქციებით ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე ხდება, ტრეიდერის საკომისიო გადასახადებისგან მოგებას იღებს. ხარული რბოლის დროს ადამიანები კრიპტოვალუტებს უფრო ხშირად ყიდულობენ და უფრო მეტს ვაჭრობენ, ამიტომ, თეორიულად, ციფრულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად COIN-ის ფასი უნდა გაიზარდოს. 

2. ბიტკოინის მაინინგი

თუ თქვენ ბიტკოინის პირდაპირ ყიდვა არ შეგიძლიათ, ან არ გსურთ, შეგიძლიათ, მონეტები ბიტკოინ ქსელის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერით გამოიმუშაოთ. 

ერთ-ერთი ასეთი საშუალება მაინინგ ფერმის მოწყობაა.

რაც უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებთ მაინინგისთვის განკუთვნილ დანადგარებში, მით უფრო მეტი BTC-ის გამომუშავებას შეძლებთ. თუმცა პლუსში გასვლას შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბიტკოინის ფასის დაცემასთან ერთად მაინინგი შეიძლება, წამგებიანი გახდეს.

არის სხვა ვარიანტები, რომლებიც ტექნიკურად ნაკლებად გათვითცნობიერებულ მომხმარებლებს გამოადგება. თანაც, ისინი არც ისე ძვირია. მაგალითად, მომხმარებლებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ არსებულ მაინინგ პულს, ან გამოიყენონ ღრუბლოვანი მაინინგი.

3. Bitcoin ETF

ბირჟაზე მოვაჭრე ფონდები, რომლებიც ბიტკოინს ყიდულობს, საფონდო ბირჟის საინვესტიციო საშუალება არის. Bitcoin ETF-ის აქციების ფასი BTC-ის ფასის პროპორციულია.

რეგულაციების არარსებობისა და შენახვის სირთულეების გამო ინვესტორები ყოველთვის არ არიან მზად, ბიტკოინი პირდაპირ იყიდონ. ETF ბიტკოინში ინვესტირების უსაფრთხო გზა არის, რომელიც საფონდო ბროკერისგან აქციების ყიდვისგან არაფრით განსხვავდება, რითაც შესვლის ბარიერს ამცირებს.

არსებობს ნიუანსი: ბიტკოინის სპოტ ETF-ები ახლა მხოლოდ მცირე რაოდენობის იურისდიქციებშია კანონიერი, მაგალითად, კანადაში, ან ბრაზილიაში. 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) სპოტ ბიტკოინ-ETF-ის ამოქმედებაზე განაცხადები უკვე რამდენჯერმე უარყო და ამტკიცებდა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი მანიპულაციისადმი ძალიან მოწყვლადია. თუმცა, SEC-მა რამდენიმე ფიუჩერსული ETF მოიწონა, რომლებიც მონიტორინგს არა BTC-ის სპოტ ფასს, არამედ დერივატივების ბაზარზე არსებულ ფასს უწევს.