რატომ იზრდება DYDX–ის ტოკენის ფასი

ფოტო - რატომ იზრდება DYDX–ის ტოკენის ფასი
DEX –ბირჟის ტოკენმა dYdX სწრაფი ზრდა აჩვენა მას შემდეგ,რაც განცხადდა,რომ 130 მილიონი ტოკენის დაგეგმილი განბლოკვა ათი თვით გადაიდო.

როგორ ახდენს ტოკენომიკა კრიპტოვალუტის ფასზე გავლენას

ტოკეკონომიკის ძირითადი კომპონენტია აქტივის საბაზრო წინადადება. არსებობს სამი სახის მიწოდება: მიმოქცევაში მყოფი.  ტოკენების მთლიანი და მაქსიმალური რაოდენობა.
 
1. ცირკულაცია — эეს არის სავაჭრო და გაცვლით პროცესებში ჩართული ტოკენები. 
2. მთლიანი წინადადება — ყველა ემიტირებული ტოკენი, დამწვართა გამოკლებით.
3. მაქსიმალური რაოდენობა — ეს არის ყველა ტოკენი, რომელათა გენერირებაც შეიძლება პერსპექტივაში შეიძლება.
 
ასევე არსებობს უსასრულო ემისიის მქონე კრიპტოვალუტები. უსასრულო მარაგის მქონე აქტივის ფასის რეგულირების თავისებურებების შესახებ  ცალკე სტატიას  მოვამზადებთ.  
 
თუ ტოკენის ცირკულაციას   დეველოპერები არეგულირებენ, რათა თავიდან აიცილონ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის გადახრა, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტოკენის ღირებულება მომავალში გაიზრდება. მეორეს მხრივ, თუ ბაზარზე ბევრი ტოკენი  ერთდროულად ან ძალიან ხშირად იდება, მაშინ მისი ფასი კანონზომიერად იკლებს.
 
კრიპტოეკონომიკაში მუშაობს  ბაზრის ტრადიციული კანონები: მიწოდების სიჭარბე ყოველთვის იწვევს ფასის შემცირებას. ეს პრინციპი გამოიყენება სტეიკინგში: აქტივების  გაყინვაზე (დაბლოკვაზე) მომხმარებელთა  მოტივირებით, პროექტის მფლობელები აკავებენ მათ ინფლაციას. მაგრამ დაბლოკვა არ შეიძლება იყოს მარადიული. ადრე თუ გვიან, მფლობელების მიერ გაყინული ყველა აქტივი მათ უნდა გადაეცეს. და შემდეგ  პროექტის წინაშე დგება კითხვა: როგორ ავიცილოთ თავიდან ტოკენის ფასის ვარდნა? 

გამოიყენება სხვადასხვა საშუალება:

● იზრდება სტეიკინგისთვის გადასახდელი ჯილდოს პროცენტი;
● იცვლება წვის ალგორითმი;
● ხდება განბლოკვის საბოლოო ვადის გადადება.

როგორ ებრძვის ინფლაციას dYdX Foundation–ის გუნდი

DYDX  არის dYdX–ის  უვადო კონტრაქტების ბირჟის  შიდა ტოკენი. მისი მაქსიმალური წინადადება 1 მილიარდია. მაგრამ მიმოქცევაში მთლიანი მარაგის მხოლოდ 16%-ია – 156 256 174 DYDX.
 
25 იანვარს dYdX-მა ბლოკშე შეტყობინება გამოაქვეყნა, რომ ინვესტორებისთვის, დეველოპერებისთვის და მრჩევლებისთვის განკუთვნილი DYDX –ის 130 მილიონი ტოკენი, რომელთა განბლოკვა 3 თებერვალს იყო დაგეგმილი, მიმოქცევაში მხოლოდ 1 დეკემბერს შევა,  გაანგარიშების  თარიღიდან 10 თვის დაგვიანებით.  შეკავებული ტოკენების საერთო რაოდენობა 300 მილიონი დოლარია.
 
Coinmarketcap-ის მონაცემებით, DYDX მაშინვე ანომალურად ავარდა  61%-ით. მაგალითად, ამავე დროში ETH  5.8%-ით გაიზარდა. 
წყარო: coinmarketcap

წყარო: coinmarketcap

ვინაიდან ამჟამად მიმოქცევაში dYdX–ის  156 მილიონი ტოკენია, მათი წინადადება გალღვობის  შემდეგ 80%-ით უნდა გაზრდილიყო. ეს  აქტივის საბაზრო ფასს მინიმუმ ორჯერ ეგრევე დაანგრევდა.

მაგრამ ბაზარზე დაბლოკილი ტოკენების შემოტანის  თარიღის მუდმივად გადაწევა შეუძლებელია. ინვესტორები და დეველოპერები უკმაყოფილო იქნებიან. რა თქმა უნდა, მზარდ ბაზარზე ისინი დაინტერესებულნი არიან აქტივის გაყინვით, მაგრამ კრიპტოგაზაფხული  მუდმივი არაა. ეს უკვე კარგად ვიცით. და არ არსებობს გარანტია, რომ 10 თვეში ისინი არ მიიღებენ თავის განკარგულებაში რამდენიმე საფეხურით გაუფასურებულ ტოკენს.  
ამიტომ, dYdX პროექტის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს მინიმუმამდე დაეყვანათ ჰოლდერთა რისკები.
 
განბლოკვა 1 დეკემბრიდან დაიწყება, მაგრამ გაყინული DYDX-ის მხოლოდ 30% შევა მიმოქცევაში. 40%-იანი ტრანში განბლოკილი იქნება 2024 წლის 1.01-დან 1.06-მდე. კიდევ 20%–ს განბლოკვა მოხდება 2024 წლის ივლისში. დარჩენილი ტოკენები ბაზარზე 2025 წლის ივლისში შევა.