როგორ გამოვიმუშაოთ ფული ორმაგი ვალუტის ინვესტიციებით?
კრიპტოვალუტაში არსებული დანაზოგის, სტეიკინგის, ან მომგებიანი ფარმინგის გარდა, პასიური შემოსავლის მიღება ორმაგი ვალუტის ინვესტიციებითაც შეიძლება. ტოპ კრიპტობირჟების უმეტესობა ამ ტიპის შემოსავალს რამდენიმე სავალუტო წყვილში, მოქმედების სხვადასხვა ვადით გთავაზობთ.
ორმაგი ვალუტის ინვესტიცია (Dual investment) გარკვეული საბაზრო აქტივის ღირებულების ცვლილებებით პასიური შემოსავლის მისაღებად მოკლევადიანი საინვესტიციო ინსტრუმენტია. გარიგებაში შესასვლელად საჭიროა მხოლოდ განჭვრიტოთ არჩეული კრიპტოვალუტის (BTC, ETH და ა.შ.) ფასის მოძრაობის მიმართულება გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ყველაზე ხშირად 1, 7, 30 დღე ან მეტი, თუმცა არის საათებზე გათვლილი შეთავაზებები).
განსაზღვრული ვადის შემდეგ ინვესტორი, გარიგების პირობების შესაბამისად, იღებს შემოსავალს USDT-ში, ან შერჩეულ აქტივში.
ვისთვის არის ეს საინვესტიციო პროდუქტი და რა უპირატესობები აქვს მას?
ორმაგი ვალუტის ინვესტიცია საინტერესო იქნება ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ:
- ფულის გამომუშავება USDT-ში, ან ტოპ კრიპტოვალუტების ხარჯზე საინვესტიციო პორტფელის გაუმჯობესება;
- მაღალი რისკის მქონე მარჟინალური, ან დაბალი შემოსავლიანობის მქონე სპოტ ბაზრის ალტერნატივის მოძებნა;
- ზიანის მინიმიზაცია, ან აქტივების დაგროვება დაღმავალი ტრენდის დროსაც კი;
- უფრო მაღალი შემოსავლის მიღება, ვიდრე აღმავალი ტრენდის დროს საფულეში აქტივების პასიურ შენახვას მოაქვს;
- ბაზარზე მოკლევადიანი ფლეტის პროგნოზირება, რომლის დროს არჩეულ სავალუტო წყვილიდან ორი კრიპტოაქტივის ფასი პრაქტიკულად არ იმოძრავებს.
ორმაგი ვალუტის ინვესტიციის უპირატესობები:
- უფრო მაღალი მომგებიანობა - შერჩეული აქტივის ფასის მოძრაობის მიმართულების სწორად განსაზღვრის შემთხვევაში, ინვესტორი იღებს მეტ შემოსავალს (წლიურ 150% -მდე და მეტსაც კი);
- იდეალურია ტოპ კრიპტოვალუტების (USDT/BTC/ETH და სხვა პოპულარული ალტკოინების) მფლობელებისთვის, რომლებსაც სურთ, გაზარდონ მათი რაოდენობა ბალანსზე, ან მიიღონ მოგება სტეიბლკოინში;
- მოკლე ვადები - გარიგების მოკლე ვადა (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე) საშუალებას გაძლევთ, ხშირად შეცვალოთ პროგნოზი, ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით.
გარიგების მაგალითი
მოდით, განვიხილოთ, როგორ მუშაობს მოგების დარიცხვის სქემა BTC-USDT სავალუტო წყვილის მაგალითზე.
თუ ინვესტორი ირჩევს ვარიანტს "გაყიდე BTC უფრო მაღალ ფასად", ის ფსონს დებს BTC-ის უფრო მაღალ ფასად გაყიდვაზე მას შემდეგ, რაც აქტივის ფასი სამიზნე ნიშნულს მიაღწევს. თუ ეს არ მოხდა, მაშინ მეტ BTC-ს მიიღებთ. თუ ვაჭრობის ვადის ამოწურვისას BTC-ის ფასი სამიზნეზე მაღალია, თქვენი BTC უფრო მაღალ ფასად გაიყიდება, რაც USDT-ში მოგებას გაზრდის (ინვესტორის პროგნოზი სრულად გამართლდა). თუ ვაჭრობის ვადის ამოწურვისას BTC-ის ფასი სამიზნეზე დაბალია, ინვესტორი მეტი BTC-ის დაგროვების უფლებას იღებს.
სქემა "გაყიდე BTC დაბალ ფასად"
სცენარი 1: თუ ფასი სამიზნეზე დაბალია, ინვესტორი მიიღებს დამატებით BTC-ს.
ოდენობა, რომელსაც ინვესტორი მიიღებს გარიგების ვადის ამოწურვის, განისაზღვრება ფორმულით: წინასწარი გადახდის ოდენობა x (1 + წლიური განაკვეთი / 365) = BTC-ის ოდენობა.
სცენარი 2: თუ ფასი სამიზნეზე უფრო მაღალია, ან მისი ტოლია, მაშინ BTC-ს ყიდიან წინასწარ გადახდის ფასზე უფრო მაღალ ფასად.
ოდენობა, რომელსაც ინვესტორი მიიღებს გარიგების ვადის გასვლის შემდეგ, განისაზღვრება ფორმულით: წინასწარი გადახდის ოდენობა x სამიზნე ფასი x (1 + წლიური განაკვეთი / 365) = USDT ოდენობა.
თუ ინვესტორი ირჩევს ვარიანტს „იყიდე BTC დაბალ ფასად“, ის BTC-ის კურსის დაცემას ითვალისწინებს და ცდილობს, იყიდოს ის დაბალ ფასად მას შემდეგ, რაც აქტივის ღირებულება სამიზნე ფასს მიაღწევს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ის მეტ USDT- მიიღებს. იმ პირობით, რომ BTC-ის ფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი სამიზნე ფასი ვაჭრობის ვადის ამოწურვისას, ინვესტორი დამატებით USDT-ს იღებს. თუ ვაჭრობის ვადის ამოწურვისას დროს BTC-ის ფასი სამიზნეზე დაბალია, ინვესტორი შეიძენს BTC-ს უფრო დაბალ ფასად, როგორც ამას ვარაუდობდა კიდეც.
სქემა "იყიდე BTC დაბალ ფასად"
სცენარი 1: თუ ფასი სამიზნეზე დაბალი, ან მისი ტოლია, BTC-ს წინასწარ გადახდის ფასზე უფრო დაბალ ფასად ყიდულობენ.
ოდენობა, რომელსაც ინვესტორი გარიგების პერიოდის დასრულების შემდეგ მიიღებს, განისაზღვრება ფორმულით: წინასწარი გადახდის ოდენობა / სამიზნე ფასი x (1 + წლიური განაკვეთი / 365) = BTC-ს ოდენობა.
სცენარი 2: თუ ანგარიშსწორების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე სამიზნე, ინვესტორი დამატებით USDT-ს მიიღებს.
ოდენობა, რომელსაც ინვესტორი მიიღებს ტრანზაქციის პერიოდის დასრულების შემდეგ, განისაზღვრება ფორმულით: წინასწარი გადახდის ოდენობა x (1 + წლიური განაკვეთი / 365) = USDT-ის ოდენობა.
რისკები
ამ საინვესტიციო ინსტრუმენტთან მუშაობისას არსებობს გარკვეული რისკები:
- გარიგების გააქტიურების შემდეგ აქტივების ოდენობა იბლოკება, ამიტომ არ არსებობს გარიგების რაიმე ფორმით გაუქმების, ან აქტივების ვადის ამოწურვამდე დაბრუნების შესაძლებლობა;
- თუ ფასი სამიზნისგან შორს არის, შეუძლებელი იქნება აქტივების ყიდვა, ან გაყიდვა ხელსაყრელ ფასად;
- ბაზრის არახელსაყრელი ცვლილებების შემთხვევაში, ვადის ამოწურვის შემდეგ, აქტივის ოდენობა, ანგარიშსწორების შემდეგ, შეიძლება იყოს დეპოზიტის საწყის ოდენობაზე ნაკლები;
- გარიგება ხორციელდება მხოლოდ დახურვის მომენტში არსებული ფასის გათვალისწინებით (გარიგების ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე).
დასკვნა
ეს საინვესტიციო პროდუქტი ერთი შეხედვით რთული ჩანს, მაგრამ ის საშუალებას გაძლევთ, დაცემის პერიოდში მყოფ ბაზარზე დაკარგოთ იმაზე ნაკლები, ვიდრე დაკარგავენ ის ტრეიდერები, რომლებიც ბაზრის მიღმა იმყოფებოდნენ და ჰაიზე აქტივის გაყიდვა ვერ მოასწრეს. ასევე ორმაგი ვალუტის ინვესტიცია საშუალებას გაძლევთ, მზარდ ბაზარზე იმაზე მეტი ფული გამოიმუშაოთ, ვიდრე ჰოლდერები, ან ტრეიდერები, რომლებიც ბაზრის მიღმა, ან სულაც სპოტ ბაზარზე ღია ლონგ პოზიციაში იყვნენ.
ორმაგი ვალუტის ინვესტიციის მოქმედების მექანიზმის გასაგებად, უნდა სცადოთ მისი გამოყენება და, ნებისმიერ შემთხვევაში, მოგების მიღება.