როგორ მოვახდინოთ Dogecoin–ის მაინინგი

icon DOGE
icon SHIB
icon ONE
icon ELON
ფოტო - როგორ მოვახდინოთ  Dogecoin–ის მაინინგი
Dogecoin — ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მემ–მონეტაა. მისი ცნობადობის გაზრდას ხელს უწყობს ილონ მასკი, რომელმაც ერთხელ მის CEO დაინიშნა თავი. მან გამოხმაურება ჰპოვა უამრავ კრიპტო–მოყვარულს შორის, განსაკუთრებით კი მათში, ვისაც ძაღლების ჯიში შიბა–ინუ უყვარს.
მაგრამ რა არის საჭირო  Dogecoin–ის მაინინგისთვის?

მოდით ამ მიმოხილვაში უფრო ღრმად ჩავიხედოთ, რათა მეტი გავიგოთ.

მაინინგი

კრიპტოში დამწყებებისთვის, სიტყვა „მაინინგს“ განსაკუთრებული აზრი არ გააჩნია. ესეიგი, მოკლედ თუ რაზეა საუბარი..

კრიპტოში მაინინგი ციფრული ვალუტის სისტემაში ახალი ტრანზაქციების პროცესის შემოწმებას განეკუთვნება მესამე პირთა ჩართვით, რომლებიც ცნობილები არიან, როგორც მაინერები, და რომლებიც ხსნიან რთულ გამოთვლით მათემატიკურ ამოცანებს.

მაინერები ამას ქსელის სწორი მუშაობისთვის  და ახლად შექმნილი კრიპტოვალუტის მისაღებად აკეთებენ. ამ ადამიანებს სისტემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ, რადგან მათ გარეშე მთელი დეცენტრალიზებული სისტემა ვერ იფუნქციონირებს.  

რთული ამოცანების ამოხსნით, მაინერები ხშირად ერთმანეთს ეჯიბრებიან. ის, ვინც ამას პირველი გააკეთებს, დაამატებს ბლოკჩეინში ახალ ბლოკს და მიიღებს მონეტებს.

Dogecoin–ის მაინინგი

ვინაიდან ის ბიტკოინის შორეული ფორკია, Dogecoin–ის მაინინგის პროცესი  $BTC–ის  მაინინგის პროცესის ანალოგიურია.   

Dogecoin–ის უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ სირთულის შეფასება,სტანდარტული ზომა, რომელიც მონეტის მაინინგის გამოთვლითი მოთხოვნების შესაფასებლად გამოიყენება, ერთ–ერთი ყველაზე დაბალია.    

გარდა ამისა,  Dogecoin–ის პულები ხშირად სთავაზობენ მაინინგს  Litecoin–თან ერთად.

დაწყებამდე

მაინინგი მოგების მიღების უსიტყვოდ მიმზიდველი საშუალებაა. თუმცა,არის რამდენიმე რამ, რაც უნდა გახსოვდეთ, ვიდრე ამ შესაძლებლობით ისარგებლებთ.  

• პოტენციურად უფრო მაღალი გადასახადები ელექტროენერგიაზე

იმის და მიხედვით, მაინინგის თუ რომელ მეთოდს აირჩევთ, ელექტროენერგიაზე თქვენი გადასახადები საგრძნობლად შეიძლება გაიზარდოს, რადგან პროცესი ენერგოტევადია. აუცილებლად კარგად დაიანგარიშეთ, რომ მიხვდეთ, ღირს კია ამის გეკეთება თქვენს შემთხვევაში.

• აღჭურვილობის საჭიროება

თუ კი გადაწყვეტთ ამ შესაძლებლობით სარგებლობას, დარწმუნდით, რომ იცით, თუ როგორი აღჭურვილობა გჭირდებათ და მზად ხართ თუ არა მასზე ფული დახარჯოთ, რადგან თქვენი კომპიუტერის პროცესორის გამოყენება, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, არ არის ფულის შოვნის ოპტიმალური ვარიანტი..

• მოგების რყევა

იმისგან დამოუკიდებლად, მაინინგის თუ რომელ მეთოდს იყენებთ, თქვენი შემოსავალი სავარაოდოდ ვერ იქნება სტაბილური. თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ და გესმოდეთ, რომ მაღალი გაურკვევლობის ზონაში შედიხართ.  

• გარემოს პრობლემები

მაინინგი არც ისე ეკოლოგიურად სუფთა საქმიანობაა, ამიტომ, თუ ეკოლოგიის დაცვას მხარს უჭერთ, მისგან თავის შეკავება მოგიწევთ.

• მაღალი კონკურენცია

მაინინგში კონკურენცია მაღალია და ზრდას განაგრძობს. ასე რომ არ გქონდეთ იმედი, რომ უმალ შეძლებთ ათასების შოვნას.

Dogecoin–ის საფულის შექმნა

თუ თქვენ მაინინგი გსურთ, მნიშვნელოვანია Dogecoin–ის საფულის შექმნა, რომელიც მოგცემთ საშუალებას მაინინგისთვის  ჯილდო Dogecoin–ებში მიიღოთ.

მისი შექმნა თქვენს მიერ არჩეულ კრიპტობირჟაზე შეგიძლიათ,მაგალითად WhiteBit–ზე,  რომელსაც უსაფრთხოების მკაცრი შემოწმება გააჩნია.

თუ ამის გაკეთება ოფლაინ გსურთ, ჩამოქაჩეთ Dogecoin ორიგინალური საფულე. ალტერნატივის სახით გამოიყენეთ გარე პროგრამული საფულეები ან აპარატული საფულეები, რომლებიც წარმოადგენენ ფიზიკურ მოწყობილობებს,  USB-სალტეს მსგავსად, რომლებიც კრიპტოვალუტას ავტონომიურ რეჟიმში ინახავენ, ისეთები, როგორებიცაა Ledger Nano S.

როგორ მოვხდინოთ Dogecoin–ის მაინინგი

არის ამის გაკეთების სამი გზა: სოლო მაინინგი, მაინინგის პულზე დაერთება და ქლაუდ–მაინინგის პროვაიდერის გამოყენება.

სოლო მაინინგი

მაინინგის განხორციელება მარტომ რომ შეძლოთ, თქვენ უნდა ჩაერთოთ Dogecoin–ის ქსელში (გადადით მათ ოფიციალურ საიტზე  მეტის გასაგებად) ცალკე კვანძის სახით და გამოიყენოთ თქვენი მაინინგის დანადგარი  ტრანზაქციების ბლოკების ამოსახსნელად. თუ ჯაჭვში ახალი ბლოკის დამატებას შეძლებთ, მიიღებთ ჯილდოს.   

და მაინც, ვიდრე შფოთვას დაიწყებდეთ, გაითვალისწინეთ, რომ მაინინგის ეს მეთოდი შეიძლება ზედმეტად რთული გახდეს ჯილდოს არარეგულარულობის და არამუდმივობის გამო, რადგან თქვენ კონკურენციაში შედიხართ მაინინგის მსხვილ პულებთან, რომლებსაც აპრიორი უპირატესობა გააჩნიათ. ამგვარად, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ხარჯები და გადასახადები ელექტროენერგიაზე თქვენს ბიუჯეტს არ გადააჭარბებს.

გარდა ამისა, თუ მაინინგი დამოუკიდებლად გსურთ,თქვენ დაგჭირდებათ გარკვეული აღჭურვილობა: ცენტრალური პროცესორი (ცპ), გრაფიკული პროცესორი (გპ ანდა ვიდეო კარტა)ან სპეციალიზებული ინტეგრალური სქემა (ASIC).

მაღალი კონკურენციის გამო პირველ ვარიანტს წარმატების ცოტა შანსები აქვს, რადგან ამ გზით ბევრ ფულს ვერ იშოვით.  

მომგებიანობის თვალსაზრისით მეორე ვარიანტი უფრო რეალისტურია, თუმცა მაინერებს შორის  მწვავე კონკურენციამ ვიდეო კარტებზე მომგებიანი მაინინგი საკმაოდ რთული გახადა.  მაგალითად, ბაზარზე მაინინგისთვის ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი კარტა  AMD Radeon VII  არის, რომელიც მოგცემთ საშუალებას ნოლში გახვიდეთ.

ASIC —ოპტიმალური არჩევანია, რომელიც უკვე მრავალი წელია პოპულარობით სარგებლობს  ბიტკოინების მაინინგში.  თუმცა გაითვალისწინეთ, რომ Dogecoin–ის მაინინგისთვის თქვენ ვერ გამოიყენებთ Bitcoin ASIC. პლიუს ამას– ის ძვირიცაა.

Dogecoin–ის მაინინგის პული

Dogecoin–ის მაინინგის პულები ინდივიდუალური მაინინგის  საიმედო ალტერნატივაა,რადგან რამდენიმე მაინერის ერთობლის ძალისხმევას წარმოადგენენ, რაც ტრანზაქციის ბლოკის ამოხსნის  ალბათობას ზრდის. ჯილდო პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ჰეშრეითი შემოიტანა თითოეულმა მაინერმა.   

ერთ–ერთთან მიერთებისას თუნდაც ბევრი რომ ვერ იშოვოთ,  თქვენ მაინც გექნებათ გარკვეული თანხები, რადგან მაღალი კლასის დანადგარის გარეშე თქვენი ერთეული ძალისხმევა, სავარაუდოდ, უსარგებლო იქნება.  თქვენ ასევე პულისთვის გადახდაც მოგიწევთ მისი მომსახურებისთვის ( 0,5%–დან   4%–მდე).

იმის მიუხედავად, რომ Dogecoin–ის მომპოვებელი  ათობით მსხვილი და საშუალო პული არსებობს,  მხოლოდ რამდენიმე მსხვილი პული ხსნის ბლოკების უმეტესობას ქსელში, ისეთები, როგორებიცაა  ViaBTC და LitecoinPool.org.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღწერილი მაინინგის ამ ტიპისთვის თქვენ აღჭურვილობა დაგჭირდებათ.

Dogecoin–ის ქლაუდ მაინინგი

Dogecoin–ის ქლაუდ–მაინინგი – მემ–მონეტის მაინინგის კიდევ ერთი ხერხია, რომელიც თქვენგან მომსახურების მომწოდებლისთვის ყოველთვიურ ან ყოველწლიურ გადახდას მოითხოვს, რომელიც „მოგაქირავებთ“  ჰეშის გამოთვლად სიმძლავრეს და გაძლევთ წილს მაინინგის მოგებიდან, რომელიც თქვენს ჰეშ–სიმძლავრეს შეესაბამება.    ეს მიდგომა ნიშნავს, რომ თქვენ არ გჭირდებათ მაინინგისთვის საჭირო რაიმე აღჭურვილობის ქონა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ Dogecoin–ის ქლაუდ–მაინინგი ითვალისწინებს მერყევ შემოსავლიანობას,  და არც ისე ბევრ საიმედო სერვისების არჩევანს, ვინაიდან Dogecoin რჩება ნაკლებად მიმზიდველ ვარიანტად, ვიდრე  Bitcoin ან Ethereum. უფრო მეტად ცნობილ კომპანიებს შორის, რომლებიც Dogecoin–ის ქლაუდ–მაინინგს სთავაზობენ, არიან  NiceHash და Genesis Mining.

დასკვნითი შენიშვნები

Dogecoin პოპულარულ მონეტად რჩება, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, უამრავი კრიპტო–ბოსების აზრით, ისეთების, როგორებიც არიან Ethereum–ის თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტურინი და ინვესტორი მარკ კუბანი.  

მას ასევე საკმაოდ შეკრული საზოგადოება გააჩნია,რაც მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ რჩევის მიღება და გარკვეული იდეების სხვებისგან გაგება.

გულდასმით ჩაატარეთ კვლევები და წარმატებული მაინინგი!