Bloktopia – პროექტის მიმოხილვა

ფოტო - Bloktopia – პროექტის მიმოხილვა
Bloktopia – არის მეტასამყარო ბლოკჩეინ Polygon–ზე. მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაეფლონ ვირტუალური რეალობის სივრცეში, სადაც ნებისმიერს შეუძლია შექმნას თავისი უნიკალური სამყარო.
Bloktopia–ს გააჩნია შიდა ტოკენი  BLOK. მონეტის გამოყენება შესაძლებელია მეტასამყაროში ვირტუალური უძრავი ქონების შესაძენად   და იჯარით ასაღებად.  ტოკენის ფლობა ასევე შესაძლებელს ხდის ექსკლუზიურ ღონისძიებებში, აუქციონებსა და მიწის წინასწარ გაყიდვებში მონაწილეობას.

BLOK –ის შეძენა შესაძლებელია KuCoin, Gate, OKX, MEXC–ის ცენტრალიზებულ ბირჟებზე და სხვა პლატფორმებზე. ტოკენი ასევე ივაჭრება Quickswap–ის   დეცენტრალიზებულ ბირჟაზეც,რომელიც ბლოკჩეინ  Polygon–ზე (Matic) მუშაობს.
კრიპტოვალუტის ბირჟები, სადაც შესაძლებელია BLOK (Coingecko)ტოკენის შეძენა ან მისით ვაჭრობა

კრიპტოვალუტის ბირჟები, სადაც შესაძლებელია BLOK (Coingecko)ტოკენის შეძენა ან მისით ვაჭრობა

Bloktopia–ს მეტასამყაროში  მოთამაშეებს შეუძლიათ ფლობდნენ, გაყიდონ ან გააქირაონ ვირტუალური მიწები. ასევე „უძრავი ქონენის“ ტერიტორიაზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება, რომლისგან მიღებულ შემოსავალსაც  პროექტი და BLOK ტოკენის   ჰოლდერები იყოფენ.

თავად სათამაშო ეკოსისტემა კი 21–სართულიანი ცათამბჯენის სახითაა აშენებული  ( პირდაპირი მინიშნება BTC–ს ემისიაზე – 21 მილიონი მონეტა). ყველა სართულს გააჩნია ბლოკი, ბლოკები კი შეიცავენ უჯრედებს, რომლებიც მიწების NFT–ტოკენები არიან.  ახლა 21დან მხოლოდ 5  სართულია  გახსნილი, ის კი, რაც გასაყიდად გამოაქვთ, ძალიან სწრაფად მიაქვთ.
Bloktopia –ს მეტასმყაროს მე–4 სართული და ხელმისაწვდომი მიწები

Bloktopia –ს მეტასმყაროს მე–4 სართული და ხელმისაწვდომი მიწები

მიწების ფლობისთვის გასამრჯელოს მისაღებად, საჭიროა  NFT–ს გარკვეული ჩამონათვალის ქონა. თუკი თქვენ მოახერხეთ და ხელში ჩაიგდეთ სასურველი უძრავი ქონება, «Jobs»  განყოფილებაში თქვენ იპოვით მისაღებ განაცხადებს თანამშრომლობისთვის. ქირის გადახდა ხდება ყოველი თვის 2 რიცხვში.
 «Jobs» განყოფილება, სადაც მომხმარებლებს მიწით სარგებლობა შეუძლიათ

«Jobs» განყოფილება, სადაც მომხმარებლებს მიწით სარგებლობა შეუძლიათ

ასევე მეტასამყაროში  შესაძლებელია საკუთარი ოთხების შექმნა, მეგობრებთან ურთიერთობა, საკუთარი პროექტების ჩაშვება ბლოკჩეინზე Polygon  Bloktopia–ს სივრცეში. ყოველივე ეს ხელმისაწვდომია  NFT–სა и ტოკენის BLOK ჰოლდერებისთვის, რომლებსაც თამაშში ბლოკტოპიანელებს უწოდებენ. შიდა ტოკენის სტეიკინგი ხელმისაწვდომია საიტზე  Bloktopia.com. შემოსავალი წლიურ 30% აღწევს.

თვითონ ტოკენი ახლა ისტორიული მინიმუმის მახლობლად ივაჭრება. BLOK–ის მონეტის აქტუალური ღირებულებაა – $0.003.
BLOK–ის ტოკენის კურსი  (TradingView)

BLOK–ის ტოკენის კურსი (TradingView)

Bloktopia – საინტერესო მეტასამყაროა, რომლის ათვისებაც დამწყებსაც მარტივად შეუძლია. კრიპტოვალუტების უმრავლესობის ვარდნის გამო, პროექტის სათამაშო ტოკენმაც დაიწია, რაც შეიძლება კარგ შესაძლებლობად იქცეს ახალი მოთამაშეებისთვის, რომლებიც ბლოქჩეინზე ვირტუალურ სამყაროში ჩაფლობას გეგმავენ.