ბირჟა AAX-ის პრობლემები - კიდევ ერთი გაკოტრება გველოდება?

ფოტო - ბირჟა AAX-ის პრობლემები - კიდევ ერთი გაკოტრება გველოდება?
FTX-ის ბირჟის კვალდაკვალ პრობლემები კიდევ ერთ CEX-AAX-ს შეექმნა. საგანგაშო სიგნალების დიდი რაოდენობა მეტყველებს, რომ ბირჟა საკუთარ მოვალეობებს ვერ ასრულებს და სახსრების გატანას ხელს უშლის.
2022 წლის 13 ნოემბერს ჰონგ-კონგის ბირჟა AAX-მა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაცხადა, რომ ყველა ოპერაციას, მათ შორის სავაჭრო ორდერებისა და სახსრების გატანის შესახებ განაცხადების დამუშავებას აჩერებს, ასევე გაავრცელა შეტყობინება მასშტაბური სისტემური განახლების აუცილებლობის შესახებ.
ბირჟის ვებ-გვერდზე განთავსებული შეტყობინება

ბირჟის ვებ-გვერდზე განთავსებული შეტყობინება

შეტყობინებიდან ცხადი ხდება, რომ პრობლემა „third-party პარტნიორის“ გამო შეიქმნა. სისტემური განახლება, თითქოს, მომხმარებელთა აქტივების შესახებ ყველა მონაცემის შემოწმებისა და აღდგენისთვის არის აუცილებელი. ბირჟა მუშაობის განახლებას 7-10 დღეში გეგმავს, როგორც კი საინტეგრაციო სამუშაოები დასრულდება.

თუმცა, აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, სავაჭრო პლატფორმის საშტატო მუშაობა მაინც არ აღდგა. შემდგომში კრიპტოვალუტის ბირჟამ AAX Youtube-სა და Facebook-ზე თავისი ოფიციალური ანგარიშები წაშალა, რამაც მომხმარებლები საგონებელში კიდევ უფრო მეტად ჩააგდო... მაინც, რა ხდება AAX-ის თავს?

ბირჟის შესახებ

კრიპტოვალუტის პლატფორმა AAX (Atom Asset Exchange)  სეიშელის იურისდიქციის ქვეშ მოქმედებს და მუშაობა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.

AAX-ის ოფისები მთელს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშია განლაგებული და 200-კაციან გუნდს გენერალური დირექტორი ტორ ჩანი  ხელმძღვანელობს.

მომხმარებელთა გეოგრაფია: აშშ (11.6%), ინდოეთი (11.1%), თურქეთი (9.4%), ტაივანი (8.9%), ავსტრალია (8.7%), ჰონგ-კონგი (8.2%).

სამუშაოების გაგრძელების აუცილებლობა

19 ნოემბერს ვებ-გვერდზე კომპანიამ პლატფორმის განახლების სამუშაოების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ ახალი განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც აღმოჩნდა, FTX-ის კრახის შემდეგ ბირჟის ტექნიკურმა გუნდმა საკუთარ სისტემებში გარკვეული „ანომალიები“ დააფიქსირა, რომლებიც მომხმარებელთა კონფიდენციალურ მონაცემებს საფრთხეს უქმნიდა. ოპერაციები უსაფრთხოების მიზნით შეჩერდა, მაგრამ აქტივებს, რომლებიც AAX-ის პლატფორმაზე ინახებოდა, ჰაკერები თითქოს არ ემუქრებიან.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ოპერაციების შეჩერების შესახებ განცხადების შემდეგ, ნეგატივისა და პანიკის ფონზე, რამაც FTX-ის გაკოტრება გამოიწვია, საკვანძო ინვესტორებიდან რამდენიმემ AAX-იდან კაპიტალების გაყვანის სურვილი გამოთქვა, რითაც ლიკვიდურობის დეფიციტი გაზარდეს. აქტივების შევსების გარეშე ბირჟა ნორმალური საქმიანობის აღდგენას ვერ შეძლებს.

AAX-ში განაცხადეს: თუ კომპანია აუცილებელ დაფინანსებას ვერ იპოვის, იძულებული იქნება, აქტივების გადანაწილებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის იურიდიული პროცედურები წამოიწყოს.

მოგვიანებით, ბირჟა AAX-ში კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ შექმნილი ვითარება საშტატო საქმიანობის აღდგენისთვის დამატებითი კაპიტალის შემოდინებას საჭიროებს, ხელმძღვანელობა თითქოს „50 პოტენციურ ინვესტორთან“ მოლაპარაკებებს უკვე მართავს, რამდენიმე მათგანთან კი „უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევიდა“.
ინვესტორებს გარკვეული დრო დასჭირდებათ, რათა AAX-თან დაკავშირებით სიტუაცია შეაფასონ და due diligence ჩაატარონ. ბირჟას საკმარისი დაფინანსების მიღებისა და უახლოეს კვირებში ნორმალური მუშაობის აღდგენის ყველა შანსი აქვს. სიტუაციის ასეთი მოგვარება ბირჟის ყველა პარტნიორისა და მომხმარებლისთვის საუკეთესო შედეგი იქნებოდა
, - აღნიშნულია AAX-ის ახალ განცხადებაში.
21 ნოემბერს პლატფორმამ ფიუჩერსებში კლიენტების პოზიციები ავტომატურად ჩახურა, როგორც ამას შეტყობინებაში ჰპირდებოდა.

სავალალო ფინალის დიდი ალბათობა

28 ნოემბერს ბირჟა AAX-ის ვიცე-პრეზიდენტმა, Ben Caselin-მა Twitter-ში ინფორმაცია გაავრცელა, რომ სამსახურს ტოვებს. სქრინშოტში ჩანს AAX HR-ის შეტყობინება, რომლის თანახმად კომპანიაში მიიღეს გადაწყვეტილება  გაკოტრებისა და ლიკვიდაციის შესახებ, მომუშავე პერსონალს ხელფასის გარანტიას მხოლოდ ნოემბერში აძლევენ, პლატფორმაზე არსებული მომხმარებლების აქტივების დაბრუნება კი მხოლოდ სანახევროდ იქნება შესაძლებელი.
ბირჟა AAX-ის ვიცე-პრეზიდენტის, Ben Caselin-ის ტვიტი

ბირჟა AAX-ის ვიცე-პრეზიდენტის, Ben Caselin-ის ტვიტი

ჩემო ძვირფასებო, ეს სიმართლეა, მე AAX-დან წამოვედი. მე ვიბრძოდი საზოგადოებისთვის, მაგრამ არც ერთი ინიციატივა, რომელიც წარმოვადგინეთ, არ იქნა მიღებული
ადამიანები, მათ შორის ჩემი ოჯახი, დახმარებას ითხოვენ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. ყველა ცვლილებებს ელის. მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ სიტუაცია ბოროტი განზრახვის გარეშე მოგვარდება, თუმცა ბრენდს ზიანი უკვე მიადგა და ნდობაც აღარ არის

არაკეთილსაიმედო დასკვნები

როგორც ჩანს, კიდევ ერთი გაკოტრებაა. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ბირჟა ААВ-ის ნატიური ტოკენის ღირებულებას „მიწას მიაყრიან“ ისევე, როგორც ეს ბირჟა FTX-ის ტოკენის შემთხვევაში მოხდა. 20 ნოემბრის მონაცემებით მან  ღირებულების 35% უკვე დაკარგა. კრიპტოვალუტის ბაზარზე არც თუ ისე კარგი დრო დადგა. CEX-ები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება... ღირს საკუთარი აქტივების დივერსიფიკაცია, თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ.