რა არის Tezos? პროექტის მიმოხილვა

ფოტო - რა არის  Tezos? პროექტის მიმოხილვა
Tezos – ბლოკჩეინ–პლატფორმაა სმარტ–კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის Ocaml პროგრამირების ენის ბაზაზე.
Tezos, კრიპტოვალუტების   დღევანდელი კრიტერიუმებით, საკმაოდ ძველი ბლოკჩეინია. პროტოკოლის ალფა–ვერსია ჯერ კიდევ  2017 წელს , Solana–ს, Aptos–ის, Polygon–ის  და სხვა პოპულარული ქსელების გამოჩენამდე გამოუშვეს.  

გადავწყვიტეთ დეტალურად გაგვერჩია Tezos ბლოკჩეინი, რათა თქქვენ უფრო კომფორტულად შეძლოთ ისარგებლოთ მისი უპირატესობებით და გესმოდეთ მუშაობის საერთო პრინციპი.

პროტოკოლის შექმნა და $232 მილიონის ICO

Tezos არტურ ბრეიტმანმა შექმნა – ცნობილმა მათემატიკოსმა და საინვესტიციო ბანკების Goldman Sachs–ისა და Morgan Stanley–ს  ყოფილი თანამშრომელმა.   2013 წელს შექმნის პროცესს შეუერთდა არტურის ცოლი კეტლინი. 2014 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა პროექტის  Whitepaper  და მემორანდუმი საერთო ცნებებით.

2015-ში ბრეიტმანებმა შექმნეს კომპანია Dynamic Ledger Solutions (DLS), რომელმაც ერთი წლის შემდეგ პროექტის საწყისი კოდი დაწერა. შვეიცარიის კანონების თავისებურებათა გამო, Tezos–ის შემდგომი განვითარებისთვის შეიქმნა არაკომერციული ფონდი Tezos Foundation, რომელიც ფინანსური საკითხებით იყო დაკავებული,  DLS  კი საავტორო უფლებებს ფლობდა.

ICO–ს ფარგლებში 2017წელს მოზიდულ იქნა  $232 მილიონის ინვესტიცია. კომპანიამ 500 მილიონ ტოკენზე მეტი გაყიდა  მონეტის საშუალო ფასით $0.47. 
ბლოკჩეინ–პლატფორმის Tezos ICO–ს დეტალები   (cryptorank.io)

ბლოკჩეინ–პლატფორმის Tezos ICO–ს დეტალები (cryptorank.io)

ბლოკჩეინის სტრუქტურა და მუშაობის ალგორითმი

Liquid Poof-of-Stake (LPoS) –Tezos კონსენსუსის მთავარი ალგორითმია. ამ ალგორითმის ფარგლებში ახალ ბლოკებს შემთხვევითი შერჩევის  პრინციპით  არჩეული დელეგატი ქმნის, დანარჩენი მონაწილეები კი მას იწონებენ.  

Tezos–ზე მაინერებს  ბეიკერებს (მცხობელებს)  ეძახიან, შესაბამისად მაინინგის პროცესს– ბეიკინგს.  ბეიკერი შეიძლება  გახდეს ქსელის მონაწილე, რომელსაც ბალანსზე აქვს TEZ–ის 8000 მონეტა TEZ (XTZ - საბირჟო ტიკერი). ასევე მომხმარებლებს თავისი მონეტების დელეგირება შეუძლია, ასეთ დროს ბეიკერი მათი დახარჯვის უფლებას კარგავს.

ბლოკჩეინში მასშტაბირების სისტემაა ინტეგრირებული: რაც უფრო მეტი მონეტა აქვს ვალიდატორს და რაც უფრო დიდხანს მუშაობს ის, მით უფრო მაღალია ბლოკის პოვნის შანსი.

ამ მომენტისთვის ქსელში  144 ბეიკერი მუშაობს, მაგრამ ყველა არ ადასტურებს  ტრანზაქციებს.
Tezos–ზე აქტიურ ბეიკერთა ჩამონათვალი  (tzkt.io)

Tezos–ზე აქტიურ ბეიკერთა ჩამონათვალი (tzkt.io)

Tezos პლატფორმის შექმნისთვის გამოყენებულია პროგრამირების ენა  OCaml, სმარტ–კონტრაქტები კი  Michelson–ზე იწერება. ამ ენების თავისებურებაა ჩაშენებული ფორმალური ვერიფიკაცია, რომელიც ქსელის უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს და ახდენს კოდთან ნებისმიერი შეუსაბამობის იდენტიფიცირებას.

ქსელი, რომელიც იხვეწება

Tezos – არ არის სტატისტიკური ბლოკჩეინი. მის არქიტექტურაში ჩადებულია მოდიფიკაციის ტექნოლოგია: კრიპტოინდუსტრიის «ევოლუციასთან» ერთად,  Tezos–ის საზოგადოებას შეუძლია ცვალოს სისტემის ნიბისმიერი კონფიგურაცია.  

ამით ბეიკერები არიან დაკავებული. თითოეულ მათგანს აქვს ხმის უფლება ბლოკჩეინში «არჩევნებზე», ხმის მიცემის პროცესი  და სიახლეების ინტეგრაცია 4 ეტაპად ხდება:

  • წინადადებების შეტანის პერიოდი;
  • სატესტო ხმის მიცემა;
  • სატესტო ქსელში წინადადებების შემოწმება;
  • დანერგვისთვის ხმის მიცემა.

Tezos–ის ერთი განახლების სრული ციკლი   3 თვემდე დროს საჭიროებს.  ეს საკმაოდ სწრაფია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგი ბლოკჩეინი მსგავსი სიახლეების დანერგვისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადება. (მაგალითად,Ethereum–ის  PoS–ზე გადასვლა).

ქსელში ცვლილების შეთავაზება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. თუ მომხრეთა რაოდენობა 80%–ს აჭარბებს, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება და შემდგომი ეტაპებისთვის  ემზადება.
ხმის მიცემის პროცესები და მიმდინარე წინადადებები  Tezos–ზე (tzkt.io)

ხმის მიცემის პროცესები და მიმდინარე წინადადებები Tezos–ზე (tzkt.io)

ეკოსისტემა და აპლიკაციები Tezos–ზე

Tezos აქტივში მუშაობისთვის საჭირო აპლიკაციების სრული ასპექტი აქვს: DEFI-სექტორი, NFT, მარკეტპლეისები, DEX-ბირჟები, საკრედიტო პროტოკოლები, სტეიბლკოინები, პლატფორმები ავტომატიზებული სმარტ–კონტრაქტებისთვის.   ხელმისაწვდომი dApp–ების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე  Tezosprojects. ასევე საიტებზე  Coinmarketcap და Coingecko შეგიძლიათ დაახარისხოთ პროექტები თეგით  Tezos Ecosystem, და დაათვალიეროთ ბლოკჩეინთან დაკავშირებული ყველა ტოკენი.
Tezos–ის ეკოსისტემა (tezosprojects.com)

Tezos–ის ეკოსისტემა (tezosprojects.com)

სტარტაპებს და ბლოკჩეინ–შემქმნელებს შეუძლიათ გრანტზე განაცხადის შეტანა  Tezos Foundation–ში და მიიღონ დაფინანსება საკუთარი პროექტის განსახორციელებლად.

XTZ–ის ტოკენი და სტატისტიკური მონაცემები

ბლოკჩეინში ქსელის მონეტას  «tez» ეწოდება, მაგრამ ბირჟებზე აქვს ტიკერი  XTZ. ზოგიერთ მომხმარებელს  ამის გამო  ირევა.

ტოკენით ვაჭრობა  2018 წლის ივლისში დაიწყო  ფასით $2. მონეტის ისტორიული მაქსიმუმი  2021 წლის 10 მაისს იქნა მიღწეული,  $8.35–ის ნიშნულზე. ახლა XTZ კრიპტოვალუტების ყველა დიდ ბირჟაზე ვაჭრობს.  აქტუალური ღირებულებაა– $0.92, $905 მილიონის საბაზრო კაპიტალიზაციას კი Tezos კრიპტო–პროექტების რეიტინგში  47-ე ადგილზე აჰყავს, Coinmarketcap–ის თანახმად.
XTZ–ს ტოკენის ფასის დინამიკა

XTZ–ს ტოკენის ფასის დინამიკა

საინტერესო ფაქტები

  • tez–ის მონეტების ემისია განუსაზღვრელია, წლიური ინფლაცია  5%.–ს შეადგენს. მაგრამ სურვილისამებრ ამ პუნქტის შეცვლაც შეიძლება;

  • არტურ ბრეიტმანი  Tezos–ზე მუშაობას მალავდა,როდესაც შტატიანი მათემატიკოსი  იყო  Morgan Stanley–ში. ამისთვის ფინანსურმა რეგულატორმა FINRA მოგვიანებით ბრეიტმანი  $20 000–თ დააჯარიმა.

  • ICO–ს მერე  Tezos Foundation–სა და  DLS–ს შორის კონფლიქტი მოხდა,  რომელმაც ინვესტორთა შორის ტოკენების განაწილება შეაყოვნა. ასევე ამერიკელმა რეგულატორმა იეჭვა ტოკენების ფასიანი ქაღალდების სახით გაყიდვა. კომპანია SEC–ის მიერ  $25 მილიონით დაჯარიმდა,ფონდის ბევრმა თანამშრომელმა კი თავისი თანამდებობები დატოვა;

  • ბრეიტმანებმა  Whitepaper–ში BTC–ს მოქნილობის არქონის პრობლემა და ტოკენების და dApp–ების შექმნის შეუძლებლობა იწინასწარმეტყველეს, ასევე უამრავი  «ერთდღიანი ტოკენი» განჭვრიტეს;

  • პლატფორმის სახელი ხელოვნურმა ინტელექტმა შესთავაზა. არტურ ბრეიტმანის მიერ შექმნილი ალგორითმი  ინტერნეტში ყველაზე არამოთხოვნადმა ინგლისურმა დომენმა შეარჩია;

  • ბოლო დროიდან, საფეხბურთო კლუბ Manchester United–ის სპონსორი და პარტნიორია.