ვენდოთ თუ არა პროექტს Copium Protocol?
კრიპტომაინინგში ახალი მოთამაშე - Copium Protocol გაჩნდა. პროექტის ვებ-გვერდსა და სხვადასხვა მიმოხილვაში მას წარმოაჩენენ, როგორც დეცენტრალიზებულ მაინინგში ინვესტიციისთვის განკუთვნილ ინოვაციური ეკოსისტემას. ვენდოთ თუ არა პროტოკოლს?
მოდით, დავიწყოთ სახელით. Сopium ინგლისური სლენგის ტერმინია, რომელიც მიმად იქცა. ის აერთიანებს ორ სიტყვას - to cope (გამკლავება, გადალახვა) და opium (ოპიუმი - მძიმე ნარკოტიკი). ის იმ ადამიანებთან მიმართებაში გამოიყენება, რომლებიც რაციონალიზაციას, ან საკუთარი წარუმატებლობის წარმატებად გასაღებას ცდილობენ. ასევე ის შესაფერისია ისეთი სიტუაციის აღსაწერად, როდესაც ადამიანი პოულობს ახსნას ისეთი რაღაცებისთვის, რომლებისაც სჯეროდა, მაგრამ ისინი ტყუილი აღმოჩნდა. დაგვეთანხმებით, ეს ლეგიტიმური კრიპტოვალუტის პროექტისთვის არც თუ ისე კარგი სახელია.
უფრო წინ წავიწიოთ. მთავარ გვერდზე მომხმარებლისთვის Copium Protocol-ის კოლექცია Investor Pass-ის ჯერ გამოუცემელი NFT-ების მიყიდვას 3 ETH-ად ცდილობენ. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სანაცვლოდ თქვენ დიდი რაოდენობით პრივილეგიები უნდა მიიღოთ, რომლებიც საწყისი ინვესტიციის ზომის საგრძნობლად გადაჭარბების საშუალებას მოგცემთ.
მაგალითად, NFT-ების მფლობელებს 10 000 მონეტა Copium-ის გადარიცხვას airdrop-ის საშუალებით ჰპირდებიან, რათა მათ, ვისაც გაუმართლა, მოგების მაღალი წლიური პროცენტის მქონე სტეიკინგზე განთავსება შეძლონ. როგორც ვებ-გვერდსა და თეთრ წიგნში წერენ, 10 000 NFT-ს გაყიდვით მიღებული სახსრების დახარჯვას დამფუძნებლები მაინერებსა და კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის მოდერნიზაციაზე გეგმავენ.
ვინ დგას პროექტის უკან? ვინმე ტომ ვები და კარლ შოუ, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში შეუძლებელია. ამასთან, გვარებიდან ყალიბდება სიტყვა „ვებ შოუ“. არც ისე ბევრი საფუძველია ნდობისთვის.
შესაძლოა, კრიპტოვალუტის პროექტის ანალიზის ასეთი მიდგომა სასაცილოდ მოგეჩვენოთ. მაშინ უფრო წონიან არგუმენტებზე გადავიდეთ.
Copium Protocol-ის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ Investor Pass-ის ამოქმედებასთან ერთად, ტოკენის საჯარო ლისტინგი დეცენტრალიზებულ ბირჟაზე Uniswap შედგება, ახლა კი მისი წინასწარი გაყიდვა მიმდინარეობს.
გვერდი „Presale ICO“. წყარო — Copium Protocol
თუმცა, Copium Protocol-ის საკუთარი ტოკენი პლატფორმა IDOdar-ზე (მომავალი და დასრულებული ICO-ების კალენდარი) იპოვეს, სადაც ნათქვამია, რომ Copium Protocol-ის საწყისი შეთავაზება 10 ოქტომბერს დასრულდა.
ტოკენის ლისტინგთან დაკავშირების ვითარების გასარკვევად, ჩვენ მისი ერთ-ერთი სოციალური ქსელი გავხსენით და ვნახეთ, რომ Copium Protocol-ის ტვიტერში ბოლო პუბლიკაცია 7 ოქტომბერს გაკეთდა. მასში ნათქვამია, დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
Copium Protocol-ის ტვიტერი
Copium Protocol-ის კიდევ ერთი ტვიტში გამოყენებულია სიტყვები, როგორიცაა „რისკების გარეშე“ და „სიმდიდრე“ , რაც პროექტზე კარგად არ მეტყველებს.
ამასთან, მათ ტელეგრამ-ჩატში არის პოსტი, რომელშიც ადმინისტრატორი აქტივობის ნაკლებობისთვის ბოდიშს იხდის და თავს მარკეტინგულ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემებით იმართლებს, ასევე CAPS LOCK-ით ამტკიცებს, რომ ეს არც სკამია, და არც Rug Pull.
და ბოლოს, ჩვენ გადავწყვიტეთ, Copium Protocol-ისა და მისი მშობელი კომპანიის Copium Mining ვებ-გვერდების დომენები გადაგვემოწმებინა. აღმოჩნდა, რომ ორივე აშშ-შია რეგისტრირებული, არადა მომხმარებელს აცნობებენ, რომ ისინი ახალ ზელანდიაშია დაფუძნებული. გარდა ამისა, Copium Mining-ის რეგისტრაცია 2022 წლით თარიღდება, მაგრამ ისინი ამტკიცებენ, რომ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
ეს ერთადერთი საეჭვო დეტალები არ არის, რომლებიც მიანიშნებს, რომ ამ პროექტს უნდა ვერიდოთ. შეცბუნებას პროექტის დამფუძნებლების პარტნიორების, საგზაო რუკებისა და სოციალური ქსელების არარსებობა იწვევს.
გსურთ, მეტი გაიგოთ, როგორ ამოიცნოთ კრიპტოპროექტები, რომლებსაც სკამის გემო აქვს? გირჩევთ, წაიკითხოთ ჩვენი სტატია „რა ნიშნები აქვთ shit-კოინებს“.