როგორ ავარიდოთ თავი ტრეიდერის ხაფანგებს: FOMO და FUD

ფოტო - როგორ ავარიდოთ თავი ტრეიდერის ხაფანგებს: FOMO და FUD
ტრეიდერები უფრო მეტ კრიტიკულ შეცდომას უშვებენ, როდესაც არასტაბილურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან. ყველაზე ხშირად ეს FOMO-ს გავლენით ხდება და ისეთ სიტუაციებში, როდესაც ბაზარზე ტემპს FUD იკრეფს.
FOMO და FUD ხშირად გვერდიგვერდ მიდის. უფრო კონკრეტულად კი, FUD-მანიპულაციები საუკეთესოდ მუშაობს ისეთი აუდიტორიის შემთხვევაში, რომელიც FOMO-ს გავლენის ქვეშ უკვე იმყოფება. როგორ ავიცილოთ თავიდან ცუდი გადაწყვეტილებების მიღება, თუ არასტაბილურობის ორომტრიალში ჩაგითრიათ?

რით განსხვავდება FUD FOMO-სგან?

ერთ-ერთ სტატიაში ჩვენ უკვე აღვწერეთ, რა არის FUD და მოვიყვანეთ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს ის კრიპტობაზარზე. ახლა მოდით, FOMO-ზე შევჩერდეთ, ოღონდ მანამდე ძირითადი ტერმინები გავიხსენოთ.

FOMO (fear of missing out, ან “ხელიდან გაშვებული სარგებლის სინდრომი”) საკუთარი უმოქმედობის გამო იმ უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიშია, რომელსაც ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლა სწრაფად შეუძლია. ასეთი დამოკიდებულება ადამიანის შინაგან ფსიქოლოგიურ პარამეტრებთან არის დაკავშირებული.

FUD (Fear, Uncertainty and Doubt) გარე ფსიქოლოგიური მანიპულაციაა, რომლის მიზანი სამიზნე ჯგუფში მიმდინარე მოვლენების კითხვის ქვეშ დაყენების, პანიკის, დაბნეულობისა და სასწრაფოდ სადმე გაქცევისა და რაღაცის გაკეთების სურვილის დათესვაა. თანაც, მანიპულაცია ისე იგება, რომ სამიზნე აუდიტორიის ქმედებებმა მანიპულატორს მოგება მოუტანოს. FUD ყველაზე ხშირად ვიწრო მიზნობრივი საინფორმაციო თავდასხმის ფორმას იღებს, რომლის მიზანი მკითხველების/მაყურებლების მხრიდან სასურველი ქმედების მიღწევაა.

ტრეიდერისთვის კონცენტრირებული FOMO-იდეა, შესაძლოა, ასე გამოიყურებოდეს: „თუ მე სათლის დადგმის ყოველთვის შემეშინდება, მაშინ ყველა ფულს Lamborgini-სთვის იშოვის, მე კი, სულელივით, მამაჩემის ძველი პრიუსით ვივლი"

და FUD-მანიპულაცია ამ შემთხვევაში ასე ჟღერს: „წამყვანი ბლოკჩეინ კომპანიის, ნაცარქექია&CO-ს ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მონეტა АВС-მ ფსკერს უკვე მიაღწია და მალე ხარული ბიძგი იქნება". ამასთან, მთავარი ის კი არ არის, რომ ინფორმაცია მცდარია (ის შეიძლება აბსოლუტურად მართალიც იყოს!), არამედ ის, თუ როგორ "იფუთება” ეს ინფორმაცია. თუ მიანიშნებთ, რომ ცოტაც და ფასის ზრდა დაიწყება, დაგვიანებულები კი ბოლო ვაგონს გაეკიდებიან და მოუწევთ,  მონეტა უფრო ძვირად იყიდონ, მაშინ მანიპულაცია ნოყიერ ნიადაგზე აღმოცენდება და 100%-იანი ალბათობით, ტრეიდერი შითკოინ ABC-ში ინვესტიციას ჩადებს.

რა არის FOMO

FOMO პერფექციონიზმის მეორე მხარეა. მისი ფესვები იმ შიშით იკვებება, რომ ადამიანი, შესაძლოა, სხვაზე უარესი აღმოჩნდეს. ეს  ადამიანებს ემართება, თუ ბავშვობაში დედები მათ უფრო წარმატებულ თანაკლასელებს, ან მეგობრების შვილებს ადარებდნენ. 

ტრეიდინგის შემთხვევაში, ეს ნიშნავს სხვებზე ნაკლებად იღბლიანობას, ნაკლების გამომუშავებას, მეტის დაკარგვას, საკუთარი, უდანაკარგო სავაჭრო სტრატეგიის არარსებობას, გარიგებების მაქსიმალური პროფიტის მიღების გარეშე დახურვას და ა.შ. ხელიდან გაშვებული სარგებლის შიში იმას იწვევს, რომ ტრიდერი ჯოგურ ინსტინქტს არის აყოლილი და უგუნურად მიჰყვება ბრბოს, რათა დამარცხებულთა რიგებში არ აღმოჩნდეს.

სწორედ აქ ხდება ის FUD-კომუნიკატორების მარტივი ნადავლი, ვინაიდან მისგან დაუფიქრებელი ქმედებების მიღება მარტივია. საკმარისია მხოლოდ მინიშნება, რომ ეს წარმატებას მოიტანს. FOMO-ს სინდრომის მქონე ადამიანი ტელეგრამის არხების მომხმარებლების მიერ მოყვანილ PNL ინდიკატორებზე უფრო მეტად რეაგირებს, ვიდრე საკუთარი საღი აზრის სიგნალებზე.  მისთვის მთავარია, არ დარჩეს ბორტის მიღმა, სანამ დანარჩენები წარმატებისკენ მსვლელობას აწყობენ. ხოლო თუ წარმატებისკენ რომელიმე პირადი ნაცნობი მიიწევს, მდგომარეობა "max-fear" გარანტირებულია.

როგორ დავამარცხოთ FOMO

არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომლებიც უნდა დაიცვათ, თუ საკუთარ უუნარობაზე ფიქრი დიდი ხანია გიტრიალებთ:

1. ნუ ეცდებით, ყველაფერი და უცებ მოასწროთ. ყურადღების კონცენტრაცია ინფორმაციის 2-3 მუშა წყაროსა და დადასტურებულ სავაჭრო სტრატეგიაზე მოახდინეთ. ნუ "ჭამთ" ინფორმაციას ფასტფუდითივით, თუ თქვენ სუსტი ნერვული სისტემა გაქვთ. ეს აშლილობას მოიტანს... არა, კუჭის კი არა, ყურადღების. თქვენ ნამდვილ ინფორმაციას ყალბისაგან ვეღარ განასხვავებთ. 

2. სხვისი წარმატებებით ნაკლებად დაინტერესდით, ყურადღება თქვენს მიღწევებზე გაამახვილეთ, თუნდაც ისინი მცირე იყოს. მუდმივი ცნობისმოყვარეობა ჰგავს ვითარებას, როდესაც კოღოს ნაკბენის ფხანას იწყებთ და ვეღარ ჩერდებით.

3. კონკურენციის შესაძლებლობა აღიქვით, როგორც ზრდის სტიმული და არა წარუმატებლობის პოტენციური მიზეზი. ბოლოს და ბოლოს, თუკი დღეს მატარებლის ბოლოში აღმოჩნდით, სულაც არ ნიშნავს, რომ ხვალ ბოლო ვაგონი პირველი არ აღმოჩნდება. კრიპტობაზარი არის თამაში წესების გარეშე. 

4. თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება ისეთ სიტუაციაში, რომლის დროს ბაზარზე უკვე რამდენჯერმე წააგეთ, მაშინ ეს ნამდვილად FOMO-ს გავლენაა. ენდეთ თქვენს გამოცდილებას და არა უცნობი ანალიტიკოსების რჩევებს.

და ბოლო, არააშკარა, მაგრამ ეფექტური წესი - როდესაც გრძნობთ, რომ ვერ ასწრებთ მათ დაწევას, ვინც წინ არის, უბრალოდ შეჩერდით. სავაჭრო დღე დახურეთ და რამე სასიამოვნოთი დაკავდით. მაგალითად, კატას მოეფერეთ, მას FOMO ეფექტი ნამდვილად არ აქვს.