ჯიჰან ვუ: მსოფლიო მაინინგის მეფე

ფოტო - ჯიჰან ვუ: მსოფლიო მაინინგის მეფე
ჯიჰან ვუ (Jihan Wu) ჩინური მაინინგ ჩიპების მწარმოებელი გიგანტის, Bitmain Technologies-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარეა. მას კომპანიის აქციების 20% აქვს, რაც $12 მილიარდად არის შეფასებული.
ვუ უმსხვილესი მაინინგ პულების გამჭრიახი მმართველია. ეს ყველამ იცის, ვინც კრიპტოვალუტებთან არის დაკავშირებული.
მაგრამ არის სხვა ფაქტებიც, რომლებიც მედიაში ხშირად არ ხმაურდება, როდესაც საქმე ჯიჰან ვუს ეხება.

ჯიჰან ვუს ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილი ფაქტები

1. ჯიჰანი 37 წლისაა. წარმოშობით ჩუნცინიდან არის. ეს ჩინეთის სიდიდით მეოთხე მეგაპოლისი, ქვეყნის უმსხვილესი კომერციული და ინდუსტრიული ცენტრია. აქ აწარმოებენ კომპიუტერული კომპლექტაციის 50%-ზე მეტს, რომლებიც მსოფლიო ბაზრებს მიეწოდება.

2. დაამთავრა პეკინის უნივერსიტეტი, ჩინეთის ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული უმაღლესი სასწავლებელი. მას აქვს ბაკალავრის ორი ხარისხი: ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში, ასევე მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში.

3. უკვე 25 წლის ასაკში მუშაობდა პირდაპირი ინვესტიციის ფონდის მმართველად China Grand Prosperity Investment-ში.

4. დამოუკიდებლად თარგმნა სატოში ნაკამოტოს "თეთრი წიგნი"  ჩინურად 2011 წელს. ის ჩინეთში ბიტკოინისადმი მიძღვნილ პირველ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვებგვერდს 8btc.com (Babite) ეწოდებოდა და ისიც ჯიჰან ვუმ შექმნა. სხვათა შორის, ვებგვერდი ჩინეთში ყველაზე პოპულარულ კრიპტოგამოცემად დღემდე ითვლება.

5. ჯიჰან ვუ ცნობილია, როგორც Bitcoin Cash-ის დიდი მხარდამჭერი: ის ფორკის იდეას მხარს აქტიურად უჭერდა და BCH-ის მაინინგისთვის ASIC-ების ხაზი შეიმუშავა. მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა მას, 2018 წელს სამსახურიდან გაეშვა თანამშრომლების 50%, რომლებიც Bitcoin Cash-ის მაინინგს კურირებდნენ. მაშინ გაირკვა, რომ მაინინგის რენტაბელობა გამოთვლილზე  გაცილებით დაბალია.

6. ახლა მაინინგის მეფე ამტკიცებს, რომ სტაბილკოინების დიდ მომავალს ხედავს და ხელოვნური ინტელექტისთვის ჩიპების შესაქმნელად, Bitmain-ის დივერსიფიკაციას გეგმავს.  

7. 2018 წელს ის, როგორც ლიდერი ფინტექის სფეროში, მოხვდა აზიურ რეიტინგში „40 წლის ასაკში 40“. 

8. 2020 წელს Forbes-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩინელი მილიარდერების სიას ჩაუდგა სათავეში.

9. 2019 წელს ჯიჰანმა დააარსა Matrixport - აზიის უმსხვილესი ფინანსური სერვისების პლატფორმა Web3-ისა და Metaverse-ისთვის. ის $3 მილიარდის ოდენობის ციფრულ აქტივებს მართავს.

10. ვუ უცოლო და მარტოხელაა. ქალთან ერთად ის არასოდეს უნახავთ. 

არავითარი უცნაურობა. მისი ბიოგრაფია მრავალი თვალსაზრისით სხვა კრიპტომილიონერების ისტორიებს ჰგავს. მაგრამ რატომ უწოდებენ ჯიჰან ვუს მაინინგის დართ ვეიდერს, ხოლო Bitmain-ს მაინინგ კარტელს? რატომ არიან კრიპტოსაზოგადოებაში  დარწმუნებულები, რომ ის ბაზრის ცენტრალიზებას ბიტკოინის ფასით მანიპულირების მიზნით ახორციელებს?

ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ყველა საშუალება კარგია

მრავალი თვალსაზრისით, ასეთ უარყოფით დამოკიდებულებაზე გავლენა იქონია Bitmain-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიკრი კეტუან ჩჟანის (Micree Zhan) ისტორიამ. მათმა ურთიერთობამ აჩვენა, რომ ერთპიროვნულობისთვის ბრძოლაში ახალგაზრდა მილიარდერი ყველაფერზე წამსვლელი იყო. 

ჯიჰანმა მიკრი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში გაიცნო. ის რადიოელექტრონიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და კურსის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო. 2012 წელს ვუმ ის დაარწმუნა, BTC-ის მაინინგისთვის ჩიპების შესაქმნელად ერთად ემუშავათ.

მათ ერთად დააარსეს კომპანია Bitmain, რომელიც გახდა მაინინგ აღჭურვილობის მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელი და მშობელი კომპანია ბრენდებისთვის: Antminer, Antpool და Hashnest.
ჯიჰან ვუ და მიკრი ჩჟანი. წყარო: Twitter

ჯიჰან ვუ და მიკრი ჩჟანი. წყარო: Twitter

ვუმ თავის თავზე მარკეტინგი და ინვესტიციები აიღო, მიკრი კი პროექტის ტექნიკურ ნაწილს ხელმძღვანელობდა.

კომპანია ბაზრის ლიდერი გახდა და ASIC-ის გაყიდვებმა დამფუძნებლებს დიდი მოგება მოუტანა. ვინაიდან ვუ აქციების მხოლოდ 20%-ს ფლობდა, მიკრი კი თითქმის 36%-ს, ეს მოგება თანაბრად არ ნაწილდებოდა. ეს იწვევდა კონფლიქტებს, რადგან ჯიჰანს სწამდა, რომ გაყიდვის უნარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შექმნის უნარი.

მაგრამ დაპირისპირება კრიტიკული მაშინ გახდა, როდესაც დაეცა მოთხოვნა Antminer S5-ზე, რომელიც 2015 წელს შეიქმნა და Bitmain-ს მილიარდობით ოდენობის შემოსავალი მოუტანა.

2019 წლის შემოდგომაზე ჯიჰან ვუმ აიძულა მიკრი ჩჟანი,  დაეტოვებინა კომპანია და ის ყველა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. უფრო მეტიც, ვუმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კომპანიაში ჩჟანი პერსონა ნონ გრატა გამხდარიყო. 
Bitmain-ის თანადამფუძნებელმა, თავმჯდომარემ, იურიდიულმა წარმომადგენელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიჰან ვუმ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კეტუან ჩჟანი ყველა თანამდებობიდან. Bitmain-ის პერსონალმა ჩჟანის არანაირი მითითება აღარ უნდა შეასრულოს და მის მიერ ორგანიზებულ რაიმე შეხვედრებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. Bitmain განიხილავს შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას მათთან, ვინც ამ წესს დაარღვევს
თანამშრომლებისთვის განკუთვნილ წერილში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა, ეწერა
სინამდვილეში, ჯიჰანს სურდა, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიეღო და თანაგუნდელების განსხვავებულ აზრს არასოდეს ეგუებოდა.

შემდგომში, მიკრი ჩჟანმა დამფუძნებლის უფლებები სასამართლოს გზით აღადგინა და აქციებზე კონტროლი დაიბრუნა. მაგრამ ეს $600 მილიონი დაუჯდა, რომელიც მან ვუს კომპენსაციის სახით გადაუხადა. ჯიჰანი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ ფირმის გენერალურ მენეჯერად დარჩა.

გარდა ამისა, ვუმ მიიღო ერთპიროვნული უფლებები ღრუბლოვანი მაინინგის ოპერატორ BitDeer-ზე, BTC.com-ზე და მცირე დატა ცენტრებზე ჩინეთის ფარგლებს გარეთ. Bitmain-ის ბიზნესის ეს ნაწილი $90 მილიონი ღირს.

ჯიჰან ვუს ქონება ამჟამად $2,3 მილიარდად არის შეფასებული.